ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2020


წერა, მე უფრო გამომდის.

წერა, მე უფრო გამომდის, ვიდრე იმათ.
...დილაობით,  მემაწვნეებივით, თოკს ვაბამთ თითო ქილას,
რომ აიზიდოთ და დანაყრდეთ სიმშვიდით.
ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი.
მხოლოდ რიგია არეული.

ორეულია ეს ქალაქი სინამდვილის.
თავისი მიწის ქვემოთ ვერაფერს ხედავს.
მხოლოდ საეჭვო სევდით უსმენს ხოლმე
მელიებს, რომლებიც ხესთან, უცდიან  ჩიტებს:

„-ჩიტო, ჩიტო ჩიორაო!
- რაო ბატონო მელაო?
- ერთი ბარტყი გადმომიგდე
- თორემ შავ დღეს დაგაყენებ“

ცვენა სამობით არის.
ამბობენ, რომ  ეს რწმენაა,  წერაა (ბედის)  ან  შიშებია
მაგრამ ეს,  ხელის გაშვებაა. ეს შავებია.
და არც წალდუნაა, არც ხელეჩოა
ეს ხელიდან ჩაგდებაა.

ჩვენ, მაინც მემაწვნეებივით თოკს ვაბამთ თითო ქილას.
ყოველ დილით. ყველაფერი რიგზეა,
რადგან ეს თოკი გვაქვს საერთო და გვიღირს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი ებანოიძე ვულოცავთ დაბადების დღეს