ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 29

თავი 29
ორი გული

    კრისს და ქეითს ერთ დროს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ. ბავშვებს დაბადებისას არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, იზრდებოდნენ და ჩვეულებრივად  ცხოვრობდნენ. ქეითი 8 წლის იყო, როდესაც დედამ ტუჩებზე სილურჯე შენიშნა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ მას უთხრეს, რომ თრომბოციტოპენია, იგივე სისხლის გათხელება. ექიმებმა ამის მიზეზიც ვერ დაადგინეს. მერე ივარაუდეს, რომ ესეც გულის გამო იქნებოდა გამოწვეული. გულს რომ უჭირს მუშაობა, ამან გამოიწვია სისხლის გათხელება. ყოველ შემთხვევაში, ბოლოს ამ თრომბოციტოპენიაზე მკურნალობდნენ. მედიკამენტების მიღების შემდეგ, უცებ უსქელდებოდა სისხლი და ვეღარ შეძლო ორგანიზმმა ტვინისთვის მიწოდება. დაეკარგა გონება და ექიმებმა ბავშვი გონზე ვეღარ მოიყვანეს. ამ დროს კლინიკაში იწვნენ. კრისსი ყოველთვის ქეითის პატრონი იყო – სულ სხვანაირი, მომღიმარი და ხალისიანი.  ქეითის შემდეგ ექიმმა კრისსის გასინჯვაც მოითხოვეს აღმოჩნდა, რომ მასაც იგივე დაავადება ჰქონდა. 
  ეს დაავადება მსოფლიოში შეუსწავლელია. არ იციან, საიდან ჩნდება და მხოლოდ გულის გადანერგვაა გამოსავალი, სხვა მკურნალობას არ ექვემდებარება. თავიდან კრისს არ ჰქონდა ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორიც ქეითის. კრისსთან  შედარებით მას უფრო მეტი სითხე ჩაუდგა ფილტვებსა და მუცელში. ამის გამო, ქეითის მუცელი ეზრდებოდა და კლინიკაში  ოთხჯერ მოუწიათ ბავშვის დაწვენა. მაშინ ასე მარტივი არ იყო დონორის შერჩევა. ქეითის ხუთი დღე უტარებდნენ გამოკვლევებს და შემდეგ ჩაწერეს სიაში, სადაც ხალხი დონორს ელოდებოდა.  მათ საბედნიეროდ, 3 კვირაში გამოჩნდა დონორი და გავუკეთეთ გულის გადანერგვის ოპერაცია.  ოპერაციამ იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე გვეგონა. ქეითი 9 დღეში ფეხზე წამოდგა და სიარული დაიწყო.  ქეითის დონორი 27 წლის ბიჭია, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და დღემდე არც კი იცის სიცოცხე ვის აჩუქა. დედამ ქეითი ქმარს მოწყვიტა და თავის გადასარჩენად ქალაქი დატოვა. ხოლო კრისსი კი მამასთან ერთად გაიზარდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დონორი ეპოვა. დიდი ძალისხმევის შემდგომ კრისსის მამამ იპოვა დონორი და გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ჯანმრთელი ქალისთვის გული ამოეგლიჯა და თავისი შვილისთვის სიცოცხლე გადაერჩინა. ასეც მოხდა კრისსი გადარჩა, ფეხზე წამოდგა და ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ იპოვოს დედა და მისი პატარა და. აკეთებს ყველაფერს, რომ ისინი მამამისისგან და მათი ხალხისგან დაიცვას. მზად არის ყველა ჩემ შედგენილ კანონებს დაემორჩილოს. ახლაც ჩემს წინ ამაყად დგას და გაფართოებული თვალებით უყურებს ხელსაწყოებს, რომელიც მისთვის სრულიად უცხოა.
**
_  იცი ეს რა არის?
_ არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზია.
_ მოდი მე დაგეხმარები... მიზანს ხედავ?
_ კი ვხედავ.
_ აი, ეს ისარი იქამდე უნდა მივიდეს.
_ ეს ყველაფერი რისთვისაა საჭირო?
_ იმისთვის, რომ გადავრჩეთ.
_ დევიდ..
_ გისმენ.
_ გვანცასაც ასე უყურებდი?
_ მოდი ამას გამოგართმევ.. ახლა კი შენს შეკითხვას ვუპასუხებ: არასდროს გავიმეორებ გამოხედვას ისე, როგორც ამას გვანცასთან ვაკეთებდი.
_ გამოდის, რომ მოღალატე არ ხარ.
_ მე მღალატობენ, თორე მე არავის არ ვღალატობ. ახლა წადი, დანარჩენ გეგმასაც გადახედე.
**
    გვანცას მდგომარეობა იმაზე ცუდად იყო ვიდრე წარმომედგინა. იმ საღამოს მამამისისგან შეტყობინება მივიღე. ,,დევიდ ახლა თუ არ ჩამოხვალ, შეიძლება მისი ნახვა ვეღარ შეძლო“. როგორც ჩანს მის გადაყვანას სხვა ქალაქში გეგმავდნენ. იმ ღამეს ქალაქის დატოვება ვერ მოვახერხე. მეორე დღეს კი, როგორც კი საქმეები დავასრულე გავემგზავრე. შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მომცეს, რომ იქიდან ცოცხალი არ დავბრუნდებოდი. მაშინ ყველაფერს დავთმობდი ოღონდ კიდევ ერთხელ მენახა გვანცას გამოხედვა, თანაც გავიგე, რომ გონს მოსულა. მის ოთახამდე რამოდენიმე კაცმა მიმაცილა. კარი ოდნავ შევაღე თუ არა გვანცა ზურგით დავინახე. ზუსტად ისე იდგა, როგორც პირველ შეხვედრისას. მახსოვს გამალებით უყურებდა ფანჯარაში რაღაცას, მაგრამ ვერ გამეგო რას. ძალიან ფთხილად მივუახლოვდი, გალურჯებულ მკლავს ხელით შევეხე და ფერება დავუწყე. ,,ცხოველები.. ეს როგორ გაგიკეთეს“.. ჩემთვის ჩუმად ვბუტბუტებდი და თან გვანცას შემობრუნებას ვცდილობდი. ,,შემომხედე, მოვედი ეს მე ვარ“. ამ სიტყვების თქმა იყო და გვანცა ბრუნდება. ერთ მკლავზე სისტემა აქვს შეერთებული მეორე ხელით კი აპარატის ხელსაწყო უჭირავს.  ისეთი უმწეო გამოხედვა ჰქონდა თითქოს წაყვანას მთხოვდა. ამ გამოხედვის შემდეგ მინდოდა იქვე მომკვდარიყავი კიდეც, მაგრამ ახლა ამაზე უკეთესი გამოსავალი გვანცას იქიდან წაყვანა იყო. ,,მოხვედი, შენ მაინც მოხვედი“. ხმის კანკალით გვანცამ ძლივს ამოღერღა ეს სიტყვები. თავს ძალა დაატანა ეტლიდან ფეხზე წამოდგა და ხელები კისერზე მომხვია. ასე რამოდენიმე წამით იდგა სანამ ძალა გამოეცალა და ხელებში არ ჩამივარდა. ძალიან ფრთხილად ეტლში ჩავსვი და მის სახეს დავუწყე ფერება. ,,მალე ყველაფერი კარგად იქნება.. ცოტაც გაუძელი და ეს ყველაფერი წარსულში დარჩება“.  გვანცას თითქოს ესიამოვნა ჩემგან ეს სიტყვები და მანაც ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია. ,,დევიდ წადი.. წადი და სხვაგან იპოვე ბედნიერება“. აი, სწორედ ეს სიტყვები იყო, რომელიც ალბათ არასდროს არ დამავიწყდება. გვანცას ხელები სახიდან ჩამოვიშორე. ზურგით დავდექი და ცრემლი მოვიწმინდე. ის, ცრემლები ალბათ ყველაზე მწარე იყო მშობლების შემდეგ. განა რატო უნდა მემართებოდეს ყველაფერი მე. ჯერ იყო და  საყვარელი ქალის გარდაცვალება საკუთარი თვალებით ვნახე. ახლა  ვიგებ, რომ შეიძლება ნებისმიერ წუთში ისევ ხელიდან გამომეცალოს. ,,ცოტახანში დავბრუნდები“. სწრაფი ნაბიჯებით გვანცას პალატა დავტოვე და მამამისის კაბინეტში შევედი.კისერში ხელები ვტაცე, კრესლოდან ძალდატანებით წამოვაყენე, კედელთან მივიმწყვდიე და ყვირილი დავუწყე.
**
_ რა ადამიანი ხარ?! როგორ შეგიძლია შვილს ასეთ მდგომარეობაში უყურო და არაფერი გააკეთო.
_ დევიდ ხელი გამიშვი, თორე დაცვას დავუძახებ.
_ არა რა, ხანდახან მგონია რომ რობოტი ხარ და ტვინის ნაცვლად მატორი გიდევს თავში.
_ მოდი დავჯდეთ და მშვიდად ვისაუბროთ.
_ რაზე უნდა ვისაუბროთ?! მე და შენ გვაქვს რამეზე სალაპარაკო.. ა, კარგი მაშინ დავჯდები და მოგისმენ, მაგრამ არამგონია შენს გულისამრევ საქმეებს გამართლება ჰქონდეს.
_ გვანცას რამოდენიმე კვირა დარჩა. შეგიძლია წაიყვანო და უკანასკნელი დრო ერთად გაატაროთ. გვანცა, როგორც კი მოკვდება ჩემი ხალხი მოვა და შენც მოგკლავს.
_ WHAT?!  შენ მართლა გგონია, რომ გვანცა მოკვდება და ამ ყველაფრის შემდეგ ჩემ მოკვლას  შეძლებთ? არა მეგობარო,  ეს არ მოხდება, რადგან იქამდე გავასწორებთ ანგარიშს სანამ ამას თქვენ მიხვდბით.
_ გამომართვი,  ამის საშუალებით შენობიდან მარტივად გახვალთ.
**
  პალატაში უკან დაბრუნება და გვანცას ნივთების ჩალაგება ერთი იყო. ბევრი არაფერი არ წამოგვიღია მაშინ. ერთადერთი, რასაც სულ თან ატარებდა იყო ალბომი, სადაც ჩემს პირველ ნაჩუქარ თეთრ ვარდს ინახავდა. ნივთების სწრაფად ჩალაგების შემდეგ ეს ვარდი ალბომიდან გადმოვარდა. ეს იყო და გვანცან ფორიაქი დაიწყო. ,,ნუ გეშინია.. ის თავის ადგილზეა“.
_ წამოდი, აქედან მივდივართ!
_ ეს შეუძლებელია..
_ გვანცა ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
_ დევიდ მე აპარატის გარეშე სუთქვას ვერ შევძლებ.
_ აპარატსაც წავიღებთ და ყველაფერს, რაც გვჭირდება.
_ მამაჩემი არ მოგვცემს ამის უფლებას.
_ ხო, გვანცა და სწორედ ამოტომ გავრბივართ.
_ სად გავრბივართ?
_ იქ, სადაც მარტო მე და შენ ვიქნებით.
_ მივფრინავთ.. ჩვენ გავფრინდებით!
_ კი ჩემო ქალღმერთო.. ჩვენ გავფრინდებით!
**
  ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ ფრენაზე ნებართვა აგვეღო. გვანცამ რეზიდენცია დატოვა თუ არა თავს გაცილებით კარგად გრძნობდა. მეტიც ეტლიდან ადგომას და სიარულს მთხოვდა. იმ დღეს სახლში ალბათ 20_მდე სტუმარი მიიღო. ჯერ ლიზასთან არ დაიღალა კაცებზე ლაპარაკით, მერე ელენეს თაფლობისთვეზე ისაუბრეს ბევრი. მოგვიანებით ქალბატონიც მოვიდა და გვანცას დაპირებული საჩუქარი გადასცა. თურმე ადრევე შეთანხმებულან ამაზე, რომ თუ დევიდს საბოლოოდ ჩაიგდებდა ხელში მისი კომპანია მისცემდა უფლებას წიგნი თავიდან ბოლომდე დაეფინანსა. თურმე სანამ მე ჩართული ვიყავი ჩემს არეულ-დარეულ თავგადასავლებში გვანცა წიგნს წერდა. არ გაინტერესებთ რა დაარქვა მაშინ წიგნს? ,,ჭირვეული მორჯულება“.. არა რა, ხო ვამბობ ეს ქალი მაოცებს. სანამ აქ ჩემს ცხოვრებაზე ვწუწუნებდი ის, ამ დროს ჩემზე ისტორიას წერდა. გამოდის, რომ ორივეს ერთი მიზანი გვაქვს. შევქმნათ ისტორია, რომელზეც წლების შემდეგაც ილაპარაკებენ. გაფრენამდე 24_საათი იყო დარჩენილი. აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა გასაცილებლად. გაგიკვირდებათ და მონიკაც იქ იყო. ამ ყველაფერთან ერთად ისიც ჩვენ გუნდშია და აქტიურად ერთვება ყველა იმ საქმეში, რასაც ავალებენ. გვანცას ეტლთან ჩაიარა ალბათ ათობით ადამიანმა. გაფრენამდე რამოდენიმე წუთით ადრე მოდის გოგო, სიმაღლე ალბათ 1.60_მდე, თვალის ფერი ყავისფერი, თმა ხუჭუჭა და მოურჯულებელი. ის კრისსი, იყო.. ქალი, რომელიც გვანცას გულით განაგრძობს ცხოვრებას. მათი ჩახუტება ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ყველასთვის. ისინი ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ და თვალებიდან ცრემლებს წმენდნენ. მათი შეხვედრა თითქოს ნამდვილ დედმამიშვილობას ჰგავდა. ემშვიდებოდნენ ერთმანეთს ისე, თითქოს ეს დამშვიდობება მათთვის უკანასკნელი ყოფილიყოს.
**
_ არ იტირო კრისს.. წინ დიდი მისია გაქვს შესასრულებელი.
_ კი, მაგრამ შენ მიდიხარ.
_ ნუ გავიწყდება, რომ შენ რჩები აქ.
_ არ შემიძლია.. ვერ შევძლებ ვიცხოვრო ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა.
_ მე გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი გააკეთებდა.
_ არა, გვანცა ცდები. ნებისმიერი ვერ დათმობდა საკუთარ სიცოცხლეს სხვისთვის.
_ კარგი გეყოფა ამაზე ფიქრი. ცრემლი მოიწმინდე და ცხოვრება გააგრძელე იქიდან, საიდანაც გაჩერდი.
_ არაა!!
_ კრისს წამოდი, მივდივართ..
_ მონიკა გვანცას არ უნდა მივცეთ გამგზავრების უფლება. იქ, ვერავინ დაეხმარება, როგორც აქ..
**
  დაუვიწყარი 14 დღე ჰავაიზე
    გვანცა ჯერ გაოგნებული უყურებდა ბილეთებს. არ იცოდა სად ვაპირებდით გამგზავრებას. მთელი ფრენა ხმა არ ამოუღია. გაყუჩებული იჯდა და უყურებდა ღრუბლებს. ,,დევიდ შეხედე, ჩვენ ღრუბლებს ზემოთ ვართ“. ხელი მჭიდროდ ჩამჭიდა და ცქერა ისევ დაჟინებით გააგრძელა. ყველა ის რეკომენდაციები, რაც ექიმისგან მივიღეთ წესით და რიგით ვიცავდით. გვანცას უკვე შეეძლო აპარატის გარეშე დღეში სამი საათი გაეტარებინა. 5_საათიანი ფრენის შემდეგ ჩავფრინდით ჰავაის კუნძულებზე. ხედი რომელიც, ჩვენი საძინებელი ოთახიდან იშლებოდა ალბათ არასდროს არ დამავიწყდება. ზღვა ისეთი მშვიდი და უსასრულო იყო სურვილი მიჩნდებოდა კიდეც, რო იქ გვანცასთან ერთად დავკარგულიყავი. ,,მიდი გამოიძინე და მერე სასეირნოდ გავიდეთ“.  გვანცას ამ მდგომარეობაში ფრენა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა და მალე ჩაეძინა. იქამდე სანამ გვანცას ეძინა წავედი გარეთ ვიყიდე ზღვის პროდუქტები და რაც შეიძლებოდა მეტი ხილი. გვანცას საყვარელი ხილი ჟოლო და მოცხარია. ვიცოდი, რომ იქ იმის შოვნა არ გამიჭირდებოდა. სასტუმრო ოთახები ერთმანეთის მიყოლებით იყო. ვიდეო კადრები დრონითაც კი მაქვს გადაღებული და დღემდე რამდენჯერაც არ უნდა ჩავრთო იმდენჯერ ცრემლი მადგება თვალზე, რადგან ის რაც მე ვნახე წარმოუდგენლად ლამაზი იყო. ადრე დედაჩემისგან გამიგია, რომ გული ყველაზე კარგად ზღვაზე ფეთქავს. ასეც მოხდა, გვანცას ზღვა მოუხდა. სანამ თევზი მოვამზადე გვანცამ საწოლში მოძრაობა უკვე დაიწყო, როგორც ჩვილ ბავშვს სჩვევიათ თეთრეულიდან ხელები მაღლა აწია და წამოჯდომა სცადა. თევზის მოსამზადებლად ბოლო დეტალი დამრჩა. ზემოდან ლიმონი დავაწურე და აი, ისიც ყველაფერი მზადაა. გვანცას წამოდგომაში დავეხმარე, გრილი შხაპი მიიღო თუ არა მაგიდაზე უკვე ყველაფერი იყო, რაც მის გულს კიდევ უფრო გაახარებდა. ,,ეხლა არ მითხრა, რომ ეს ყველაფერი შენ მოამზადე?“ შევიფერე, რატომაც არაა მე თევზის კარგად მომზადება მამამ მასწავლა. ჯერ პირველი დღე იყო, თუმცა გვანცას მდგომარეობა უკვე მსიამოვნებდა. ჭამა ყველაფერი, რაც მაგიდაზე იყო თავისი არ ეყო და ბოლოს უკვე ჩემი თეფშს მიადგა. ,,ასეთი უნამუსოც ნუ იქნები“. გვანცას სახეს ბავშვური ღიმილი დასთამაშებდა და ეს კიდევ უფრო სტიმულს  მაძლევდა.
**
_ სასეირნოდ ამით აპირებ წამოსვლას?
_ დევიდ ძალიან გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ. აქ არავინაა ვინც ჩემს ყურადღებას მიიქცევს, თანაც ამხელა აპარატით ხელში ვარ.
_ არადა ვიფიქრე კიდევ უფრო გამომწვევი ყოფილიყავი. მიხარია, როცა ჩემს გვერდით არის ქალი, რომელიც სხვების ყურადღებას იქცევს.
_ ამას სერიოზულად ამბობ?
_ ხო და კიდევ შეგვიძლია 3_საათით აპარატი სახლში დავტოვოთ.
_ ეს რა არის?
_ სკუტერია, სანამ გეძინა ვიქირავე. დღეს ყველაზე ვიწრო ქუჩებს ამით შემოვივლით. საღამოს კი ზღვაზე კოცონს დავანთებთ და ქალღმერთო მოემზადე, რადგან დღეს შენს ბავშვობაზე ვისაუბრებთ.
_ მარტო მე?
_ არა მეც მოგიყვები რაღაცეებს.
_ რაღაცეები ბებიაშენს მოუყევი. მე სრული ინფორმაცია მჭირდება კაცზე, რომელმაც სიკვდილამდე ჰავაის კუნძულებზე წამომიყვანა.
_ ამას მეორედ იტყვი და ვიჩხუბებთ.
_ ჩუმად ვარ.
**
  ვიწრო ქუჩები, თითქმის თეთრ ფერებში იყო შეღებილი. იქ ყველაფერი ზედმეტად სუფთა და მოწესრიგებულია. იქ ხალხიც ზედმიწევნით ეპყრობა ფლორას და ფაუნას. ზღვა იმაზე სუფთაა ვიდრე ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. წყვილები, ბავშვები, ოჯახი.. ჩვენთან ახლოს იყვნენ დამსვენებლები, რომლებმაც 86 წლის ბაბუა ჰავაიზე პირველად წამოიყვანეს. აი, სად არის ადამიანო სიკეთე, როდესაც შეგიძლია ერთმა მეორეს დაუვწყარი დღეები აჩუქოს. არ აქვს მნიშვნელობა ამას როდის ან ვისთვის გააკეთებ. მთავარია მთელი გული ჩადო ამაში. თვალებიდან არ გადამდის 86 წლის ბაბუა, როგორი ბედნიერი სახით შეჰყურებდა თავის 5 შვილიშვილს და 4 შვილთაშვილს. ეს ყველაფერი ნამდვილად სასწაული იყო. ასე რომ ადამიანო, ვინც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე ადექი და დაფიქრდი იქნებ შენც შეგიძლია სხვის გაბედნიერება. რას უცდი?! მე რას მიყურებთ? მე წავალ ამაღამ გვანცას რომანტიულ ვახშამს მოვუმზადებ შენ ამ დროს რას იზამ? ჩამოჯდები სადმე ცივი ყავით და ჩემი ისტორიის გაგრძელებას დაელოდები? არა, ეს კარგიცაა, მაგრამ ცოტა ამაზეც, რომ ვიფიქროთ ცუდი არ იქნებოდა. ,,დევიდ შეანელე, ძალიან სწრაფად მიდიხარ!“ გვანცას არასდროს სისწრაფის შიში არ ჰქონია, მაგრამ როგორც ჩანს ახლა თავს ცუდად გრძნობს. სკუტერი ცოტახნით გავაჩერე სანაყინედან მარწყვის ნაყინი ვუყიდე თუ არა თავბრუს ხვევა სულ გადაავიწყდა. გამომართვა და ბედნიერი ბავშვივით უყურებდა ნაყინს, რომელსაც ზემოდან ვაფლი და ფერადი კამფეტები ეყარა. ,,როგორ ახერხებ, ერთდროულად ბავშვურიც და სექსუალურიც იყო?“ გვანცას ამ შეკითხვაზე თვალები გაუფართოვდა. თითქოს ეს ყველაფერი პირველად გაეგო არადა აქამდეც ხშირად მითქვამს ეს. ,,წამოხვალ ჩემთან ერთად მხიარულ მისიაზე?“ გაეცინა, იცოდა რომ არც ისე სახარბიელო რამეს ჩავიდენდი შუა კუნძულზე, მაგრამ გვანცა იმ დროს ყველაფერზე თანახმა იყო მთავარი იყო, რომ მე ვიყავი მის გვერდით. ნელი სვლით გავიარეთ სანაპიროს მიმდებარე გრძელი გზა და ბაბუა, რომელიც შვილიშვილებს ჩამოყვანილი ჰყავდათ აივანზე იჯდა და ზღვის ხედით ტკბებოდა. ,,სერიოზულად? შეიძლება კაცს გული გაუსკდეს“. ხო მეგობრებო, ის ყველაზე პატარა (ხლაპუშკა) ბაბუას ფეხებში შევუგდეთ და იქაურობა დავტოვეთ. ,,ოხ, ეს ახალგაზრდები! ბავშვებო მეტი საქმე არ გაქვთ?“ ბაბუა ეტლიდან წამოდგა თუ არა სირბილი დაიწყო. ამაზე შვილიშვილები აივანზე გამოცვივდნენ. ,,ბაბუ შენ რა.. სიარული შეგიძლია?“ გამოვიქეცით და აივანზე ბაბუას ტკბილეულით და სასმელებით სავსე კალათა დავუტოვეთ წარწერით. ,,ჩვენ ისევ შევხვდებით!“ ამაზე მე და გვანცამ კარგა ხანს ვიცინეთ.
**
_ ნახე, ბაბუა რა აფერისტი ვინმე ყოფილა?
_ ხო სულაც არ ყოფილა ინვალიდი..
_ დევიდ ყველაფერი შენი ბრალია.
_ გვანცა შენ ნახე ბაბუ კლუბშიც თუ არ წავიდეს.
_ არ თქვა, რომ კიდევ რამე ჩაიფიქრე.
_ მე არაფერი არ ჩამიფიქრებია. უბრალოდ ცოტა გამხიარულება არ აწყენდა. ვერ ხედავ სულ სასტუმროში ჰყავთ საწყალი გამომწყვდეული.
_ ესაც იმიტომ, რომ სიარული არ შეეძლო.
_ ეს აქამდე.. რა მოხდა ცუდად ხარ?
_ ხო ცოტა თავბრუ დამეხვა.
_ მოდი ჩამოჯექი, წყალს მოგიტან.
_ დევიდ..
_ რა?
_ მეშინია..
_ გვანცა, როცა მე შენს გვერდთ ვარ არაფრის არ უნდა გეშინოდეს.
_ კი, მაგრა..
_ არავითარი მაგრამ. მოდი ახლა რამე ფილმს ვუყუროთ და საღამოს ზღვაზე გავისეირნოთ. ( The Notebook უბის წიგნაკი)
**
  როდესაც ადამიანი მიყვარს, უკან არაფერზე არ ვიხევ. ჭკუიდან გადავდივარ ისე მინდა  მის სახეზე ბედნიერ ღიმილს ვხედავდე. ალბათ უგონოდ ვარ შეყვარებული ქალზე, რომელზეც კარგის გარდა ვერაფერს ვფიქრობ. ვუყურებ და ვერაფრით ვიხსენებ, რომ ის არის ქალი, რომელმაც მიღალატა, მომატყუა, გამომიყენა.. და მაგრამ მაინც აქ ვარ და დაჟინებით ვაგძელებ მისთვის ბედნიერი დღეების ჩუქებას. მე შეყვარებული ერთდოულად სასაცილო და ამვდროულად ძალიან რომანტიული წარმოსადგენი  ვარ.  კაცი ვარ, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი აიტანა, მაინც ჯიუტად ვაგრძელებ წინ სვლას. მე არასდროს არ ვჩერდები და არ ვტკეპნი ერთ ადგილს. ყოველთვის უკეთესი მომავლის იმედი მქონდა და ახლაც ასეა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გვანცასთვის ეს მოგზაურობა დამამახსოვრებელი იქნებოდა და ამავდროულად სიცოცხლის გაგრძელების უფლებას მისცემდა. არცერთი წუთით არ მიფიქრია, რომ გვანცას დავკარგავდი არც მაშინ, როდესაც მის სახეს ზეწარი გადააფარეს. რათქმაუნდა, ეს ყველაფერი ხომ წინასწარ იყო გათვლილი. გული მას გაჩერებული არ ჰქონდა, როდესაც სავაადმყოფოდან  ჩუმად გაიყვანეს. ახლაც ისევ ჯიუტად მოვაწყე სანაპირო სადღესასწაულოდ. რამოდენიმე პლედი გამაგრილებელი სასმელი და კოცონი, რომელიც ჩვენგან ოდნავ მოშორებით დავანთე. გვანცა ამჯერად ეტლით და აპარატით გავიყვანე გარეთ, რადგან თავს სუსტად გრძნობდა. პლედი მის წვრილ მხრებს წამოვაფარე და თან ჩემს ბავშვობაზე დავიწყე თხრობა. ,, იცი საერთოდ არ ვიყავი ცელქი ბავშვი. პირიქით დამჯერი და შრომისმოყვარე გახლდით “.
_ რა გაცინებს?
_ არ მჯერა..
_ კარგი ხო.. 4 წლის ვიყავი შემთხვევით აივანი გადავწვი და მშობლებს ეს რომ არ დაენახათ ფარდა ჩამოვაფარე.
_ მერე რა მოხდა?
_ მერე მეზობელმა დუძახა მამამჩემს და ამცნო ეს უბედურება.
_ მიხვდნენ, რომ ეგ შენი გაკეთებული იყო?
_ მაგას რა მიხვედრა უნდოდა.. სახლში თუ რამე ფუჭდებოდაა მაშინვე ეჭვი ჩემზე ჩნდებოდა.
_ შენი და სად იყო ამ დროს?
_ უი, მაგას ნუ გამახსენებ. ნინიას ან მე ვატირებდი, ან ის მატირებდა მე. ვერასდროს ვერაფერს ვერ ვიყობდით. ყოველთვის ერთიდაიგივე ნივთზე გვქონდა მიდრეკილება. დედაჩემი ერთხელ ისე გაბრაზდა, ბარბის თოჯინა შუაზე გადაჭრა, ნახევარი მე მომცა ნახევარი ჩემ დას.
_ ვაიმე აღარ შემიძლია.
_ შენ იცინე და ჩვენ მაგ ნახევარი თოჯინითაც ვთამაშობდით.
_ ის კი არ მიკვირს, რომ დედაშენმა ეგ გააკეთა. ის, მიკვირს შენ, როგორ თამაშობდი ბარბის თოჯინით.
_ კარგი შეწყვიტე ჩემზე სიცილი. შენ მომიყევი, როგორი ბავშვი იყავი?
_ მე მთლად ეგეთი ისტორიებიც არ მაქვს, მაგრამ ერთხელ ბიჭი, რომელმაც მითხრა, რომ ვუყვარდი კანალიზაციაში ჩავაგდე.
_ კი, მაგრამ რატომ?
_ არ ვიცი, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ სიტყვა ,,მიყვარხარ“ საშინელებას ნიშნავდა.
_ მიყვარხარ..
_ რაა?
_ არაფერი, უბრალოდ გეუბნები, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ.
**
    გვანცას სახეს დასევდიანება შევამჩნიე. ვატყობ, რომ ოჯახი და მეგობრები მოენატრა. ოთახიდან პლანშეტი ავიღე  და გვანცას მივუტანე ,,მიდი ახლა დედას დაურეკე, შემდეგ გოგოებს. მე აქვე ვიქნები და დაგელოდები“. მე იქამდე იაკობს ვესაუბრე. მითხრა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ჩემი ჩასვლის შემდეგ შეტევაზე გადავალთ. იქამდე კი წინ დაუვიწყარი 13 დღეა დარჩენილი, რომელიც თავიდან ბოლომდე ქალღმერთისთვის უნდა მიმეძღვნა.
**
  სასწაული იყო ჰავაი. ჰონოლულუს  აეროპორტი ერთი ბეწოა და ძველი. აეროპორტიდან სასტუმრომდე გზად მხოლოდ დაბალ სართულიანი შენობები გვხვდებოდა, მაგრამ როგორც კი ვაიკიკისკენ მოვხვდით, უზარმაზარი სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები დაგვხვდა.
ქუჩაში, მაღაზიაში, რესტორანში ყველა გიღიმის, გელაპარაკება, გეკითხება როგორ ხარ. ამინდიც ხელს გიწყობს, რომ კარგი დრო გაატარო და ბედნიერი იყო. ჰავაი ჩემთვის ერთ დიდ ფერად ცისარტყელასთან ასოცირდება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყოველდღე უამრავჯერ ვხედავდით ცისარტყელას და შემდეგ იმიტომ, რომ ყველა ცისარტყელასავით ფერადი და მომღიმარია.
**
  პირველი ორი დღე მძიმე იყო, მესამე მეოთხე დღე შედარებით უკეთესი შემდეგი სამი დღე უკეთესობას ვამჩნევდი. გვანცამ თითქმის ყოველი დღის 3_საათი ზღვაში გასასვლელად გამოიყენა. ჩასვლიდან მე_10 დღეს ზღვაში ჩასვლა მთხოვა. თავიდან ამაზე უარი განვაცხადე, მაგრამ რომ ვხედავდი მას ასე ძალიან უნდა გულმა ვერ მომითმინა და დავთანხმდი. ჩავიცვით სპეციალური აღწურვილობა და ზღვის მცენარეეებს, თევზებს უკვე ახლოდან დავუწყეთ თვალიერება. ის, ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო. ალბათ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს არ დამავიწყდება. გვანცას ისე უხაროდა ზღვაშიც კი კამერა ჩამოიტანა და ყველაფერს გადაღება დაუწყო. მაოცებს, არც სუნთქვა ეკვრის არც თავბრუ ეხვევა. წყლის ქვეშ გაცილებით კარგად გრძნობდა თავს, ვიდრე წყლის ზემოთ. მახსოვს მაშინ ლიმიტი გვქონდა და ზუსტად 8 წუთი გავატარეთ წყლის ქვეშ. გვანცამ დრო იხელთა სახიდან სპეციალური აღჭურვილობა მოიხსნა და მაკოცა. არც ის კოცნა დამავიწყდება არასდროს, რადგან ყველასგან გამორჩეული და ლამაზი იყო. გიდი გვეუბნება, რომ უკვე დროა, მაგრამ დაჟინებით არ ვცილდებოდით ერთმანეთს. ზუსტად 10 წუთში ამოვედით ზღვიდან და კატერით გავაგრძელეთ ზღვაში გასვლა. მახსოვს იმ დღეს 6_ზე ავდექი და კუნძული სადღესასწაულოდ მოვაწყე. ყვავილები, სასმელი, ყველანაირი ხილი და ტკბილეული კიდევ უფრო ლამაზს და ამაღელვებელს ხდიდა იქაურობას. ყველაფერი მზად იყო, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმეღო. გვანცას თვალები ავუხვიე და ჩემი დახმარებით დანიშნულების ადგილამდე მივიყვანე. გიდს ვანიშნე, რომ იქაურობა დაეტოვებინა და მეც გვანცას ემოციებს დაველოდე.
_ დევიდ საკმარისია, ვერაფერს ვხედავ.
_ სულ ცოტაც მოითმინე ჩემო ქალღმერთო და ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ.
_ რა უნდა ვნახო? დევიდ რა ჩაიფიქრე?
_ მზად ხარ?
_ საკმარისია, ნუ მტანჯავ.
_ რატომ გაშეშდი? არ მოგეწონა ხო? არა რა, ხომ ვამობდი ეს ბუშტები ზედმეტიათქო.  ოხ, ალი შენ რა გითხარი! ბუშტები არ მოგეწონა ხო..
_ დევიდ გაჩუმდი.. აქ ყველაფერი იმაზე კარგად არის, ვიდრე უნდა იყოს.
_ მოდი მოხიტოს დაგისხავ.
_ დევიდ, როგორ ახერხებ ყოველდღე ჩემს გაოცებას?
_ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ერთ დღეს ჩემ ცხოვრებაში შემოიჭრა ქალი, რომელმაც ჩემი გონება თავიდან ბოლომდე არია.
_ აქაურობა ძალიან ლამაზია.. სასტუმროს ძალიან გამოვცდით?
_ არც ისე ძალიან. გინდა ამ კუნძულის ისტორია მოგიყვე?
_ ამ, კუნძულზე ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ზღვის გარდა არსად ცხოვრება არ შეეძლო. თავს ზღვის პროდუქტებით ირჩენდა. მეგობრებიც ბევრი გაიჩინა, რადგან მალე თევზის  და მოლუსკების გაყიდვა დაიწყო. დამსვენებლებს ეს კუნძული ძალიან ხიბლავდათ, რადგან პატარა და მოწესრიგებული იყო. ბიზნესმენებმა ხშირად მსხვილი ფულიც შესთავაზეს, რომ აქაურობა კურორტად გადაექციათ, მაგრამ ამაზე მან უარი თქვა.
_ შემდეგ რა მოხდა? კაცი 36 წლის იყო და სიყვარულის არაფერი გაეგებოდა. იქამდე სანამ ქალი არ გამოჩნდა მის კუნძულზე თხოვნით.
_ რა სთხოვა?
_ დარჩენა სთხოვა 24 საათით. კაცისთვის ეს ყველაფერი ძალიან უცხო იყო. ხედავდა ქალს, რომელიც მის კუნძულზე თავისუფლად დაიარებოდა.
_ ანუ ძალიან გამომწვევი იყო.
_ ხო, ისევე როგორც შენ. გავიდა 24 საათი, მაგრამ კაცმა ქალს წასვლის უფლება არ მისცა. ცოლობა სთხოვა.
_ მოიცადე და.. ეს 24 საათის შემდეგ?
_ ჩემო ქალღმერთო, სიყვარულს არც დროს და არც ასაკს არ ეკითხებიან. ამ ორ ადამიანს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ და სწორედ იმ დღიდან ამ კუნძულს სიყვარულის კუნძულს ეძახიან. წყვილები აქ ამოდიან იმისთვის, რომ მეორე ნახევარს დაუვიწყარი დღე აჩუქონ და კიდევ..
_ დევიდ რას აკეთებ? ადექი..
_ ფეხებზე მკიდია რას იტყვის ხალხი.. არც ის მაინტერესებს ამ დღის შემდეგ რა იქნება, რადგან მე დღეს ძალიან იღბლიანი კაცი ვარ. იღბლიანი ვარ, შენთან გატარებული თითოეული დღით. გვანცა შეგიძლია მიკბინო?
_ ეს ხომ..
_ ხო ეს მკითხე მაშინ, როდესაც წვეულებაზე წაგიყვანე. მაშინ ისიც გითხარი, რომ ,,წინა ცხოვრებაში ჩემი ცოლი იყავი“. არ ვიცი რა იყო წინა ცხოვრებაში, მაგრამ ახალა ძალიან მინდა ვიქორწინო ქალზე, რომელმაც ერთ დღეს მიპოვა და ფეხზე დაცემული წამომაყენა. გვანცა მე ყველაფერზე ხელი მქონდა ჩაქნეული, არასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა ქალი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა. ახლა ის ქალი,ჩემს წინ ზის და თავხედურად მიღიმის. ახლა კი მინდა ვკითხო იმ ქალს: გახდები ჩემი ცოლი?  (გარკვეული პაუზის შემდეგ) გვანცა მოხდა რამე? რატომ გაშეშდი?
_ ჯანდაბა! არა..
_ რა არა? ანუ თანახმა არ ხარ?
_ ღმერთო ჩემო არა! ყველაფერი ისეა, როგორზეც ვოცნებობდი.
_ გვანცა უკვე 5 წუთი ასე ვდგევარ.
_ კი... რათქმაუნდა კიი!!! თანახმა ვარ..
_ ჩემო ქალღმერთო, ხვალვე ყველაფერს მოვაგვარებ და დავქორწინდეთ.
_ აქ? ასე უცებ?
_ დრო არ ითმენს ჩემო ქალღმერთო!
_ დევიდ საკმარისია, დამსვი თავბრუ დამეხვა.
_ მაპატიე, ახლა ისეთი ბედნიერი ვარ. წავედი ზღვაში უნდა შევცურო.
_ შეშლილი ხარ!
_ ეს იმიტომ, რომ შეშლილი ქალი მალე ჩემი ცოლი გახდება. გვანცა შემომხედე! ქორეოგრაფიული ნიჭით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ მგონი კარგად ვცეკვავ ხო?
_ მასე გააგრძელე, გამოგდის.. მოიცადე,  სიმღერას ჩავრთავ.  (Malfa - So Long (M.a.o.s. Beats Remix)
_ ასე არ გამოვა. მოდი, შენც  ჩემთან ერთად იცეკვებ.
_ დევიდ აქ ძალიან ცხელა.
_ მაგასაც მოვაგვარებთ.
_ რას აკეთებ დევიდ, დამსვი!!! საკმარისია, სულ დავსველდი.
_ შემომხედე მეც სულ სველი ვარ.
_ გაწუწულ ქათამს გავხარ.
_ აბა ერთი შენ შემომხედე. მოიცა დავფიქრდე... შენ გავხარ ქალს, რომელიც ძალიან მალე ჩემი ცოლი გახდება.
**
  ჰავაიზე ყოფნის მე_12 დღე იყო. გრძელი და ვიწრო ბილიკი, რომელიც სასტუმრო ოთახების შუაგულს იყო ძალიან თვალშისაცემად გამოიყურებოდა. იქ მომუშავე პერსონალი, დამსვენებლები ყველა ერთბაშად ჩაერთო ხელის მოწერის ცერემონიალში. იქ, ამ ხნის განმავლობაში გვანცა ყველამ გაიცნო. ესაც მისი აქტიურობის დამსახურებაა, რადგან ყველა და ყველაფერი აინტერესებდა. თეთრ ფერებში გაწყობილი სანაპირო კიდევ უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ამის გაფორმებაში დავხარჯეთ ალბათ მთელი ღამე გამთენისას კი გვანცას კაბაც და ჩემი სმოკინგიც მოიტანეს. ძალიან სასაცილო ნეფე ვიყავი,რადგან მეცვა თეთრი პერანგი, ნაცრისფერი შორტი და ვიყავი ფეხშიშველი. იქ იმ დროს ალბათ 30° -იდან  35 ° - მდე იყო სიცხე. გვანცას სილამაზე ხო საერთოდ საზღვრებს გასცდა. ზურგმოღებული გრძელი თეთრი კაბა ეცვა. მისი გრძელი თმა მის მხრებს კიდევ უფრო ამშვენებდა. თმა თეთრი გვირილებით ჰქონდა გაწყობილი.. ხო და კიდევ, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა გვანცას ხელში ეჭირა ბორკილები.  გაგიკვირდათ ალბათ ეს მას რაში სჭირდებოდა ხო? მთელი ხელის მოწერის ცერემონიალზე ერთმანეთზე მიბმულები ვიყავით. ,,ეს ყველაფერი მარტო იმისთვის, რომ ქმარი  ჰავაიდან არ გამექცეს“. ქმარი? რა უცნაურად ჟღერდა უკვე ეს ყველაფერი. ალბათ თქვენც ახლა ძალიან ლამაზად მოგესმათ ეს ყურში. განა სადღა უნდა გავქცეულიყავი, რათა იმ დროს, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი. კაცი, რომელიც ხელის მოწერის ცერემონიალში დაგვეხმარა სწორედ ის ბაბუ იყო ვინც შევაშინეთ და ამავდროულად კეთილი საქმეც გავუკეთეთ. ის, მაშინ თავისი ფეხით იყო მოსული.
  ქორწილმა იმაზე ლამაზად ჩაიარა ვიდრე წარმოვიდგენდით. სტურებმაც კარგად მოილხინეს. გვანცა იქამდე იდგა გმირულად ფეხზე სანამ სტუმრები წავიდოდნენ. იქნებოდა ალბათ ღამის 04:00 საათი. თითქმის თენდებოდა, როდესაც გვანცამ მთხოვა. ,,წამოდი, კლუბში წავიდეთ!“ მაშიც ცოტა კი არა საკმაოდ ნასვამი ვიყავი. გვანცასთვის რათქმაუნდა უარი არ მითქვამს და მგონი თუ არ ვცდები მეორე დილის 8_საათამდე კლუბში ვიყავით და ვცეკვავდით. ადამიანი თუ მკითხავს ყველაზე ბევრი როდის დალიეო ? ვუპასუხე:  ,,ჩემი ქორწილის დღეს, თანაც პირველ ღამეს“. გამოძინების შემდეგ მაინც მოვახერხე და გვანცაზე ადრე ავდექი კურიერს ვარდები შევუკვეთე და გვანცას საწოლზე დავუტოვე ბარათით. ,,ნუ ღელავ ჩემო ძვირფასო ცოლო. პროდუქტების საყიდნელად ვარ გასული და მალე დავბრუნდები“. სასტუმრომდე სკუტერით მოვედი, მახსოვს მივესალმე სასტუმროს რამოდენიმე თანამშრომეს, როდესაც ერთერთმა მითხრა, რომ ჩემთან სტუმარი იყო. მაშინ ეს ყველაზე მეტად არ მესიამოვნა, მაგრამ მაინც ვისურვე შეხვედრა მასთან. იყო კაცი ალბათ 50_წლამდე. ერთი შეხედვით უბოროტო ადამიანი ჩანდა, მაგრამ ამით ხო ვერაფერს გაიგებ.
**
_ გისმენთ, ჩემთან რატომ გინდოდათ შეხვედრა?
_ გამარჯობა დევიდ! მე ექიმი ვარ თქვენი ქალაქიდან.
_ აქ ვინ გამოგაგზავნათ?
_ პაციენტის მამამ.
_ კარგად ბრძანდებოდეთ! თქვენი დახმარება არ გვჭირდება.
_ მომისმინე ახალგაზრდავ. ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ, ალბათ ისიც გეცოდინება, რომ პაციენტი უკანასკნელ წუთებს ითვლის.
_ გვანცა არ მოკვდება გასაგებია?! ის ამას გადაიტანს და იცოცხლებს.
_ ისეთ მდგომარეობაში, როგორც ახლაა ვერ გადარჩება. მე კი შემიძლია თქვენი დახმარება. რამოდენიმე კვირაა მის გულს ვიკვლევთ და გამოსავალი ვიპოვეთ.
_ გამოსავალი ისაა, რომ გვანცა აქ  თავს კარგად გრძნობს.
_ ეს ყველაფერი დროებითია.. თუ არ ჩავერევით შეიძლება ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.
_ ის, უკვე ჩემი ცოლია და არ მოგცემთ უფლებას აქედან ჩემი ნებართვის გარეშე წაიყვანოთ.
_ დევიდ საყვარელო, სად ხარ აქამდე?
_ უკვე გაიღვიძე? რატომ ადექი..
_  ექიმო, როგორ ბრძანდებით?
_ კარგად შვილო, შენ როგორ ხარ?
_ მოიცადეთ, თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ?
_ ბატონი პაატა და მამაჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ჩემი სიცოცხლის შენარჩუნებაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით.
_ თქვენ რა გულის გადანერგვა ფეხბურთის ბურთი ხომ არ გგონიათ? ერთი ფეხიდან მეორეში რომ გადაიტანო.  არ მესმის.. ვერ გამიგია ეს, როგორ მოხდა და არც მინდა ვიცოდე.
_ შვილო გოგონა კვდებოდა დონორი კი გვანცა აღმოჩნდა. მან გააკეთა კეთილი საქმე, რომელსაც ნებისმიერი ვერ გააკეთებდა.
_ და თუ ასეა, თავიდანვე რატომ არ გათვალეთ ყველაფერი?
_ შვილო გვანცას ის დავადებული გული აქვს, რომელიც იმ გოგონას ჰქონდა.
_ არა რა.. ხო, ვამბობდი ეს ექიმები შეშლილები არიან. არ მესმის მამაშენმა ეს როგორ დაუშვა. შვილი ხარ მისი მტერი, ხომ არა.
_ დევიდ ეს ყველაფერი ჩემი სურვილით მოხდა. არავის არაფერი არ დაუძალებია.
_ კი, მაგრამ რატომ?
_ მაშინ დასაკარგი ნამდვილად არაფერი მქონდა. შენ, იმ ყველაფრის შემდეგ თვალებში ვერ შემოგხედავდი, თანაც ის გოგონა სიცოცხლით სავსეა. იმსახურებს უკეთესს მომავალს.
_ და შენ არ იმსახურებ გვანცა მომავალს?! ჭირსაც წაუღია თქვენი ბინძური საქმეები მე ისეთი შემიყვარდი, როგორიც ხარ. გუშინ შენზეც ვიქორწინე, მაგრამ ახლა რა იქნება? რა იქნება, როცა შენ ჩემს გვერდით არ იქნები. მე, როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას? ამაზე არ გიფიქრია? აწიე თავი და შემომხედე!
_ ნუ ყვირი!
_ აბა სხვანაირად ჩემი არ გესმით. ჯერ იყო და ჩემს თვალწინ საკუთარ თავს ესროლე, შემდეგ ვნახე იმ წყეულ სავადმყოფოში, როგორ მოკვდი.. მერე ვიგებ, რომ ცოცხალი ხარ.. ახლა კი ვიგებ რომ გული, რომელსაც ატარებ სხვისია და შეიძლება ნებისმიერ დროს გაჩერდეს. რატომ? ეს ყველაფერი რატომ იყო საჭირო?
_ იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან შენც ვაჭრების ხელში აღმოჩენილიყავი.
_ რას ბოდავ?
_ დევიდ ამ ყველაფრის ერთადერთი სამიზნე მხოლოდ შენ იყავი და არავინ სხვა.


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი ებანოიძე ვულოცავთ დაბადების დღეს