ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
23 მაისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин -ЦВЕТОК

ალექსანდრე პუშკინი - ყვავილი

წიგნში ჩადებულს შევცქერი ყვავილს,
გადავიწყებულს, უსუნოს, მიმჭკნარს,
ფიქრი წამიღებს, მისი ამბავი
რამენაირად გავიგო მინდა:

რომელ გაზაფხულს და სად ხარობდა,
მინდორ-ველად თუ ბაღში, ან რა ხნით?
უცხომ მოწყვიტა ის თუ ნაცნობმა?
წიგნს მიაბარა მან რა განზრახვით?

სახსოვრად - ტკბილი მიმოხედვების,
თუ განშორების მომწყვლელ ჭრილობის,
ან მარტოდმარტო მიმოხეტების
მდუმარე ველზე  და ტყის ჩრდილობში?

ცოცხლობს ის კაცი, ან ბანოვანი?
თუ ორივეა ახლა უგრძნობი?
განისვენებენ სამაროვანში,
დაჭკნენ, ვით ეს რტო გამოუცნობი?!

23 მაისი, 2020 წ.



Александр Сергеевич Пушкин -ЦВЕТОК

Цветок засохший, безуханный,
Забытый в книге вижу я;
И вот уже мечтою странной
Душа наполнилась моя:

Где цвел? когда? какой весною?
И долго ль цвел? и сорван кем,
Чужой, знакомой ли рукою?
И положен сюда зачем?

На память нежного ль свиданья,
Или разлуки роковой,
Иль одинокого гулянья
В тиши полей, в тени лесной?

И жив ли тот, и та жива ли?
И нынче где их уголок?
Или уже они увяли,
Как сей неведомый цветок?

1828

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები