ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 მაისი, 2020


ურაკპარაკი__ განსხვავებული ფენომენი

"საკუთარ ლექსებთან განმარტოება_ ეს  იგივეა,  ინტიმი გქონდეს შენსავე სხეულთან"



  რა განაპირობებს  იმას, რომ ურაკპარაკი,  ასეთი მარტივი და  უპრეტენზიო  საიტი დღემდე არსებობს და არ იკარგება 
  ფეისბუქისა და  ისტაგრამის  ეპოქაში?

რატომ ხდება, რომ  საკმაოდ ცნობილი  ავტორები, პირველი გამოქვეყნების  სიამოვნებას ურაკპარაკს უთმობენ?
რატომ  ხდება , რომ ამ საიტიდან წასული  ავტორები ისევ ხშირად  უბრუნდებიან საიტს და ისევ აქ  ფუსფუსებენ ?

  რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა?


  ეს მხოლოდ იმ კითხვათა  მცირე ჩამონათვალია,  რომელიც დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება და  გაუჩნდება
  ურაკპარაკთან  ხანგრძლივი ურთიერთობისას.
  კითხვებს , რომლებსაც  მარტივი  პასუხები არ აქვს,

გამოდის,  სიყვარული, რომელიც ამ საიტისადმი  აქვთ, უპირობოა.
ადამიანებს  კი არასდროს ესმით,  რატომაა სიყვარული უპირობო.

  გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა,  ფეისბუქის  ეპოქა.

  მასთან  კონკურენციის გაწევისათვის,  ზეაღმატებული  ძალებია საჭირო, 
  თუმცა ურაკპარაკი  არ იბრძვის.
  ის  მშვიდად  დგას , ვერც ლაიქით, ვერც  დაგულებით  ან დაჰაჰავებით ვერ მოხიბლავს  ავტორს,
  მაშ, რით ხიბლავს აქაურებს?

  სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა...

    ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ    ადამიანები ერთგულები არიან ადრე განცდილი გრძნობების?

      ადამიანები  ხშირად უბრუნდებიან სკვერში  ნაცნობ სკამს,  სადაც  ადრე ბედნიერების წყურვილს იკლავდნენ,
სადაც  წყურვილთან ერთად  ცხოვრობდა  განცდა  სულიერი  შიმშილისა და დანაყრებისა,
სადაც  ისინი იყვნენ, როგორც  "თევზნი  წყალში" .
      უბრუნდებიან  ნაცნობ სკამს, იმისათვის რომ სხეულში გამოიწვიონ  სიამოვნების  ანარეკლი , იგრძნონ მისი ფეთქვა
სხეულის იმ ადგილზე,  სადაც ადრეც  იგრძნეს, ზოგჯერ ეს სიამოვნება თავდაპირველს ვერ უტოლდება, ვერც კი წვდება იმ სიმაღლეს,
როგორიც  იყო  სულ პირველად,  პირიქით, ხანდახან მეტისმეტად  დაბლაგვებულიცაა, მაგრამ ჯიუტად  ცდილობენ ,  იმ სიამოვნების
  გამოწვევას,  რომელიც ადრე  განიცადეს.

  სწორედ ამ სიამოვნების ანარეკლს იწვევს  ურაკპარაკი, აქ  ნაყრდება  სულიერი ეგო,
 
  საკუთარ ლექსებთან განმარტოებისათვის მართლაც  ყველაზე  მშვიდი გარემოა ურაკპარაკი, ისე, როგორც  გარეთა  ქარიშხლიდან და 
  საუკუნის ისტერიიდან  სახლში  შემოსულს  გხვდება  სითბო და  პირადი სივრცე,

  ისე, როგორც  აშლილ ვნებებს გიცხრობს  სექსუალური პარტნიორი,
  ასევეა  საკუთარ ლექსებთან განმარტოება _ შენსავე  სხეულს  გიკმაყოფილებს.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები