ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
2 ივნისი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 30

სიყვარული თუ შურისძიება?
                                                                                    თავი 30
  გრძნობები იმაზე სწრაფად ნელდება ვიდრე ამას ჩვენ წარმოვიდგენთ. ვუყურებთ საყვარელ ქალს. ერთ წუთში შენს გვერდითაა მეორე წუთში კი სამარეს გითხრის. გვანცაზე დაქორწინება მაშინ საუკეთესო გამოსავალი იყო. ასე ვაჭრების დამარცხებაც მარტივი გახდებოდა და ვაი, რომ გვანცამაც სწორად ასე გათვალა. დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას, გახდა ჩემი ცოლი და ახლა უფრო მარტივად შეუძლია მმართოს.
  სიყვარული თუ შურისძიება? თავიდან ვერ ვიგდებდი  ის დღეები ამ შეკითხვას. სარკეში ვუყურებდი საკუთარ თავს და წვერის და თმის გარდა არაფერი მომწონდა. შუბლზე ერთი ორი ნაოჭი შევნიშნე. ვაი, თავო უბედურო ალბათ ბერდები უკვე. რა მეხუმრება? ახლა თქვენ მითხარით: ხუმრობის ხასიათზე ვარ საერთოდ?  უკან გავეკიდე გვანცას. ის დაუფიქრებლად ჩემოდანს წვდა და ნივთების ჩალაგება დაიწყო.
_ გვანცა რას აკეთებ?
_ ნივთებს ვალაგებ.
_ არ მითხრა, რომ შენ იმ კაცთან ერთად მიდიხარ?
_ ხო დევიდ მივყვები და შენ ამაში ხელს ვერ შემიშლი.
_ ხო გვანცა შეგიშლი, რადგან შენ ჩემი ცოლი ხარ და არ მოგცემ უფლებას იმ კაცთან ერთად წახვიდე.
_ დევიდ, როგორ არ გესმის ჩემი აქ დარჩენა ახლა ძალიან სახიფათოა.
_ ხო არ მესმის თქვენი ბინძური საქმეების, მაგრამ გპირდები ერთხელ და სამუდამოდ, ამ ყველაფერს, ბოლოს მოვუღებ.
_ რას იზავს? მამაჩემს მოკლავ?
_ კი მოვკლავ...
_ მე მივდივარ.
_ მაპატიე, მაგის თქმას არ ვაპირებდი..
    დიდ ხანს ვაბრალებდი საკუთარ თავს, რომ გვანცა მაშინ ჩემს გამო წავიდა. ვღელავდი და მეშლებოდა ნერვები, რომ მაინც მამამისის გზა და მისი ექიმი აირჩია. იქამდე, სანამ ექიმი გამოჩნდებოდა ყველაფერი კარგად იყო. გაუკეთეს აპარატი და  საკუთარი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს ქალაქში. ის დღე იყო და მეც არ გავჩერებულვარ კუნძულზე. ჩამოვედით ოღონდ ცალ-ცალკე. სახლში მივედი თუ არა ქალატონმა ჩემი ბარგის ამოლაგება დაიწყო. ეძებდა საჩუქარს თავისთვის. აბანოში შესულმა ხელი შუბლში შემოვირტყი. დამავიწყდა საჩუქრების ყიდვა. აბანოდან გამოსულს თავი ძალიან კარგად მეჭირა. ,, სულ დამავიწყდა, რომ მეთქვა.. საჩუქრების ჩემოდანი ბინაში დავტოვე. საღამოს ყველა შევიკრიბოთ და გადმოგცემთ  თქვენ კუთვნილ საჩუქრებს“. ვითომ გამოვძვერი? კარგი ხო, ამჯერად მგონი გადავრჩი, მაგრამ ახლა სად ვიყოდო საჩუქრები. თავში მხოლოდ მოლმა გამიელვა, სადაც ზუსტად ის მაღაზიები იყო, რაც კუნძულზე. მოვიარე ალბათ ათობით მაღაზია და აზრზე არ ვიყავი, რატომ დავდიოდი წინდაუკან ასე გამეტებით. მომეშალა ნერვები, ვიყიდე კოლა და შუა მოლში სკამზე ჩამოვჯექი. ავიღე ტელეფონი, იაკობს ვურეკავ.
_ ბიჭო მოლში დროზე თუ არ მოხვალ შეიძლება ჭკუიდან შევიშალო.
_ ძმაო რა მოხდა, პოლიცია მოგსდევს?
_ არა, საჩუქრების ყიდვა დამავიწყდა და საღამომდე ყველაფერი მზად უნდა მქონდეს..
_ მერე შენც გაგეშვა ვინმე.
_ არა, ამას ჩემზე უკეთ ვერავინ გააკეთებს.
_ კარგი დამელოდე, გამოვდივარ.
  იაკობის მოსვლამდე McDonald’s (მაკდონალსში) ორმაგი ბურგერი და ფრი შევუკვეთე. ბედნიერი ბავშვივით ვზივარ ჩემზე ორჯერ პატარა მაგიდაზე და ველოდები იაკობს. გვედითა მაგიდიდან ბავშვი ისე მიყურებდა თითქოს მას ლუკმა პირიდან გამოვაცალე. მივედი ოპერატორთან, ერთი პატარა მენიუც ავიღე და ცნობისმოყვარე ბიჭუნას მაგიდაზე წინ დავუდე. ბიჭუნამ მადლობა დიდი ემოციებით გადამიხადა და ამასობაში იაკობიც მოვიდა.
_ ეს რა არის ძმაო, სწრაფ კვებაზეც გადახვედი უკვე?
_ კუნძულზე ყოფნის დროს გავსინჯე. დამიჯერე მაგარი რაღაცაა, მიდი გასინჯე.
_ ეს ერთად თუ ცალცალკე?
_ ერთად ძმაო. აი, ასე შემომხედე. ორიველ ხელს მჭიდროდ მოუჭერ და შემდეგ ყბაში გაუშვებ.
_ რას ვიზამ?
_ ეგაც იქ მასწავლეს.
_ ძმაო, მგონი ზღვამ შენზე ცუდად იმოქმედა.
_ ნახვამდის ძმაო!
_ აბა მაგრად!
_ ვინ იყო?
_ ვინ?
_ აი, ის ბავშვი.
_ ჩემი ბრატია, სანამ მოხვიდოდი გავიცანი.
  გაოგბნებული იაკობი უყურებს ჯერ ჩემს ჩაცმულობას და შემდეგ ყველა ჩემი ქცევა უკვირს. გაინტერესებთ რა მეცვა იმ დღეს? ფაქტია, რომ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ზღვამ და სანაპირომ. მეცვა თეთრი შორტი და ჭრელი ზედა, რომელიც მეტისმეტად გამომწვევი იყო.  მეკეთა ვარდისფერი მინის სათვალე და თმაც გაშლილი. იაკობმა ერთი ორჯერ მითხრა: _ ჰა, შეიკრავ მაგ თმას თუ საკანცელარიო მაღაზიიდან მაკრატლით გამოვიდე. ასე ჩემი თავი მაშინ გაცილებით მომწონდა და ისევ ჯიუტად გავაგრძელე ამ ფორმაში მაღაზიებში სიარული. ახლა მესმის ქალების. აი, თურმე რატომ ატარებენ დიდ დროს შოპინგზე. ეძებენ თავის ზომა თეთრეულს და არ არის. ან არის ზუსტად ის, მაგრამ ფერი არ მოგწონს. იაკობი ქეჩაში მწვდა, როცა გვანცასთვის თეთრეულის საყიდნელად მაღაზიაში შევედი. ,,ძმაო იცოდე ეს ბოლო მაღაზიაა  ან აარჩიე რამე, ან მე  მივდივარ აქედან“. განრისხებული იაკობი უკვე პიკზე იყო მისული, როდესაც მოლი დატოვა და ავტოფარეხში საკუთარ მანქანას ეძებდა.
_ მოიცადე, ბარემ აქ მოგცემ შენ საჩუქარს.
_ ეს რა არის?
_ ძმაო, ეს მაშინ ვიყიდე სანამ კუნძულს დავტოვებდი. დავინახე თუ არა შენ გამახსენდი.
_ კუნძულზე არა? მოდი აქ უნდა ჩაგეხუტო!
_ კარგი, გეყოფა თორე აქ ვიღაცეებს ბიჭუნები ვეგონებით.
  რა დრო გასულა. უკვე საღამოს 8 საათი ყოფილიყო. მირეკავს ქალბატონი და მეუბნება, რომ თითქმის ჩემ სახლთან არის. დიდი სისწრაფით დავქოქე ჩემი შავი ბიჭი და იქაურობა ისე დავტოვე ხალხმა მხოლოდ ერთი იკითხა: _ ეს რა იყო? 
    წუთი წუთზე მივასწარი ქალბატონს ბინაში. იმ დღეს, მე და გვანცა შევთანხმდით, რომ საჩუქრებს ერთად გადავცემდით ჩვენს მეგობრებს. სახლის კარი შევაღე თუ არა მესიამოვნა. ჩემი ხელით დალეწილი სარკე შეუცვლიათ. დამლაგებელს მეტისმეტად კარგად დაულაგებია იქაურობა. სწრაფად მაცივრიდან მარწყვის ტორტი, შამპანური და რამოდენიმე ჭიქა გამოვიღე კარადიდან და გაისმა კიდეც ზარის ხმა. პირველი გვანცამ მოასწრო ყველას. კარები გავაღე თუ არა გავშეშდი. პირველი რაც მომეწონა აპარატის გარეშეა მოსული. აცვია მასაც ჩემსავით თეთრი შორტი და მოკლე ჭრელი ზედა. არა გეფიცებით არ დაგვიგემავს უბრალოდ ასე დაემთხვა. ერთმანეთს შევხედეთ თუ არა სიცილი აგვიტყდა. თან ამავდროულად დავმშვიდდი კიდეც. ანუ გამოდის, რომ მარტო მე არ მაცვია ასე უცნაურად.
_ კარგი შეწყვიტე სიცილი და გამატარე.
_ ეს რა არის?
_ კარგი რა დევიდ!
_ რა მოხდა?
_ მეც მარწყვის ტორტი მოვიტანე.
_ ზარია, ალბათ ქალბატონი მოვიდა.
_ მოიცადე, ჯერ არ გააღო.
_ რატომ?
_ დევიდ, მოდი ჯერ ჩვენი ქორწინების შესახებ არაფერი ვთქვათ.
_ მაგის თქმას არც მე ვაპირებდი.
_ გვანცა, მაგას ხელი გაუშვი შენთვის მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება.
_ მე შენ გაჩვენებ მკვეთრ მოძრაობებს. დამაცადე..
    რამოდენიმე წუთში სახლი საზეიმოდ გაივსო. ყველა გვანცას ეკითხებოდა, როგორი იყო კუნძული. გვანცამაც, რომ მოაღო პირი წამითაც არ გაჩუმებულა. კიდევ კარგი ინტიმური მომენტები ამოჭრა თორე ხო დავიწვებოდი სირცხვილით კაცი. ყველაზე მხიარულად მაინც იმ საღამოს იხსენებს კლუბში, რომ წავედით. გაოგნებული ქალბატონი პირღია უყურებდა და ვერ გაეგო ამას ჯანმრთელი ადამიანი აკეთებდა თუ ის, ვისაც ასეთი სერიოზული პრობლემა აქვს. შეუძლებელი არაფერია ადამიანო, მთავარია ის, რასაც აკეთებ ბედნიერს გხიდიდეს. სხვა დანარჩენი უკვე წვრილმანია. ჩვენ ეს მაშინ გავიაზრეთ, როდესც მე და გვანცა ბარის მაგიდაზე  ავედით და ცეკვა დავიწყეთ. ხო, სწორედ ასე იყო. აქამდე კიდევ ბევრი რამ არ მომიყოლია თქვენთვის, რადგან საუკეთესოს ბოლოსთვის შემოვიტოვებ. მოკლედ დადგა საჩუქრების გადაცემის დრო და პირველი იოანე ჩამივარდა ფეხებში. უი, ისიც უნდა გითხრათ, რომ იოანე უკვე 5 წლისაა და მალე სკოლისთვის ემზადება. ნუცაც არ გამოაკლდა ამ ამბებს და თავის საჩუქრსაც მოუთმენლად ელოდა. ალი უკვე დარწმუნებული იყო რას ვაჩუქებდი და სირცხვლისგან იქაურობა დატოვა. მე მას პირველი ოპერაციის შემდეგ დავპირდი, რომ აუცილებლად ვაჩუქებდი ,,სათვალთვალო კამერას, მოსასმენ აპარატს, ნავიგაციას.. ხოდა კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი ბორკილებს“.. პირობა არ დავარღვიე და სწორედ ეს საჩუქრები გახსნა ალიმ, თანაც პირველმა. ჯერ ცოტახნით სიჩუმე ჩამოწვა, რამოდენიმე წამში კი ყველამ ერთხმად გაიცინა. ლიზამ ალის ბორკილები გამოართვა და უთხრა: _ ეგ მე მომეცი, დამჭირდება.. ალიმ ქვემოდან ამომხედა და თითით მანიშნა, რომ სამაგიეროს აუცილებლად გადამიხდიდა.  ნუცამ ჩემგან კიდევ ერთი სცენარი მიიღო საჩუქრად, რომელიც კუნძულზე ყოფნის დროს დავუწერე. გაგიკვირდებათ ეს როგორ მოვახერხე? მეგობრებო, მე წერას ყოველთვის ვასწრებ მთავარია აზრები ჩემს გონებაში დავალაგო ისე, როგორც წყნარი ტალღები ზღვის ზედაპირზე. ახლა ქალბატონის ჯერია. მიყურებს ხელებში და ხვდება, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა იყოს. შეიძლება მოვატყუო ყველა, მაგრამ მას ვერა. ერთი სული გავათავე სანამ ქალბატონმა თავის საჩუქარი გახსნა. ძალიან უყვარს მანდილები, მეც საჭიროდ ჩავთვალე, რომ ერთ ასეთი ჩემგანაც უნდა ჰქონოდა. ჯერ მადლობის ნიშნად მთელი გულით ჩამეხუტა, თვალიდან ბედნიერების ცრემლები მოიწმინდა. ახლა ხელით მანიშნებს აივანზე გამოსვლას გავედი თუ არა მეუბნება ესეთ რაღაცას: ,,დევიდ ის კი არ გამიკვირდა, რომ საჩუქრების ყიდვა დაგავიწყდა არამედ ის, რომ მარკები არ ააცალე საჩუქრებს. შეხედე, აქ მაღაზიის მისამართი წერია“. აი ხო ვამბობდი.. გამომიჭირა, სირცხვილისგან ლამის დავდნი იმხელა კაცი. ,, მაინც იღბლიანი ვარ, რომ უახლოეს ექვს საათში მოვახერხე და ყველას გავუკეთე საჩუქრები“. სახლში შემოვედი თუ არა მესმის გოგოების კივილი. ,,არ არსებობს!!!“  კარგა ხანს ვერ გავიგე რა გაუხარდათ გოგოებს  და თურმე ამის მიზეზი ის სუნამოები ყოფილა, რომელიც მხოლოდ იქ მზადდება. არა რა, ხო მაგლიჯავს ნერვებს, მაგრამ მაინც რომ სასწაული ქალია. ყოველთვის ზუსტად იცის საჩუქრების შერჩევა. ეხლა ჩვენი ჯერია, ჩემი და გვანცასი. ჩვენ ერთმანეთს უნდა გადავცეთ საჩუქრები. ყველა ისე მოგვჩერებია თითქოს ფილმის საუკეთესო ფინალს ელოდებიან. არ ვიცი მაშინ რა გვერქვა: კარგი მეგობრები, ყოფილი შეყვარებულები, ცოლ-ქმარი, მკვეთრად ამდგარი ხალხი, რომლებმაც ერთმანეთი ისევ იპოვეს თუ მტრები, რომლებიც ერთიმეორეს ჩუმად სამარეს უთხრიან. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მოვაჩვენოთ ხალხს თავი, რომ სულაც არ ვართ მტრები და ერთად კარგად ვგრძნობთ თავს. პირველობა გვანცას დავუთმე და თან გულში ვფიქრობდი. ,,ნეტა ახლა საცვალი არ იყოს და არ შევრცხვე ამდენ ხალხში“.  ყუთი გავხსენი თუ არა თავი ძალიან სწრაფად დავახურე. ,,რა მოხდა?“ გარშემო ყველამ ეს იკითხა და თან მთხოვეს, რომ ყველას ვანახო რა დევს ყუთში. შანსი არაა, ამას ხალხს ვერ ვანახებ. მეგობრებო, შიგნით საცვალზე უარესი იდო. გვანცამ დიდი სისწრაფით თავის საჩუქარი გამომართვა და გაკვირვებული უყურებს თეთრეულს და ვერ ხვდება, ეს როგორ უნდა ჩაიცვას. აი მესმის ცოლ-ქმრის გამოწვევა. საერთოდ არ ვამხელთ, რომ საქმე იმაზე სერიოზულადაა ვიდრე ეს ჩვენს მეგობრებს ჰგონიათ, მაგრამ ქმედებით უარესს ვამტკიცებთ.
_ ელენე ეს თეთრეული, გასულ კვირას მე და შენ არ მოგვეწონა?
_ კი ლიზა ნამდვილად ეს იყო.
_ დევიდ არ მითხრა, რომ ეს საჩუქრები აქ იყიდე?
_ რა მექნა გვანცა, ისე მოულოდნელად მოხდა ჩვენი წამოსვლა  საჩუქრები თავიდან ამომივარდა.
_ ჩუმად გაიგებენ.
_ ამაზე ჩუმად აღარ შემიძლია.
  ესეც ასე დევიდ. სულ ეს იყავი? ბევრი ვეცადე გამომძვრალიყავი, მაგრამ გოგოებმა მაინც გამომიჭირეს.  იმ დღეს გვიანობამდე ვიყავით ბინაში. ვსვით, ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი მოგზაურობის შესახებ. გვანცამ საუკეთესო მომენტები სოციალურ ქსელში აღბეჭდა, რათქმაუნდა ჩემი ფოტოსურათის გარეშე.  მაშინ არ ვიცოდი იმ ყველაფერს ბოლო რა უჩანდა, მაგრამ იმ მომენტში ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. ღამის 12 საათზე ხალხი ნელ-ნელა წავიდა მხოლოდ მე და გვანცა დავრჩით. აზრზე არ ვიყავი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ისე, როგორც ქმარს შეეფერება თუ ისე, როგორც შურისმაძიებელ კაცს. კარგა ხანს ვუყურეთ თვალებში. გვანცამ ჩემს სახეს დაუწყო ფერება და მთხოვა, რომ ცოტახნით ჩემს გულზე დაედო თავი. ასე ცოტა ხანს ჩაეძინა კიდეც. მძულს ჩემი თავი და მოდგმა, რადგან არ შემიძლია ვიცხოვრო ქალთან ისე, როგორც ნებისმიერ კაცს. ან განა როგორ უნდა ვიყო ქალთან, რომელიც ვიცი რომ მატყუარაა და ჩემს გამოყენებას კიდევ აგრძელებს. გვანცა თან მიზიდავდა და თან შურისძიების წყურვილს კიდევ უფრო მიმძაფრებდა. მისი სურნელი, სხეული მეუბნებოდა, რომ მის გვერდით უნდა დავრჩენილიყავი ხოლო ჩემი მეორე მხარე კი მაიძულებდა, რომ მისგან თავი შორს დამეჭირა. უნდა ამერჩია ორიდან ერთ-ერთი: ან სიყვარული ან შურისძიება. მძინარე გვანცა ერთი შეხედვით დაუცველ საყვარელ ქალს ჰგავდა, ფხიზელი კი გაცილებით საშიში და სახიფათო იყო. ხელით ხან ვეხები მის სხეულს, თვალებს მჭიდროდ ვხუჭავ და მახსენდება, რომ ის ჩემი ერთადერთი იარაღია ვაჭრების გასანადგურებლად.
  გათენდა მეორე დილა და გვანცას ისევ ექიმმა მოაკითხა. ეს ექიმი უკვე ნერვებს მიშლის. მინდა გაუვარდე და გავუერთიანო ნაკეცებად დამრგვალებული პირ-სახე. გვანცამ ლოყაზე მაკოცა და თავქუდმოგლექილი ჩაუჯდა ექიმს მანქანაში. წასვლამდე ვანიშნე, რომ მისი ეს საქციელი ძალიან არ მომწონს და ერთხელაც აუცილებლად ვისაუბრებდით ამაზე. ახლა რა იქნება? მე წავალ და გვანცას გამოყენებით გეგმას შევადგენ. გვანცა კი მამამისთან იგივეს გააკეთებს. ეს ორივემ კარგად ვიცოდით, მაგრამ ვერც ერთმანეთს ვთმობდით და ვერც წინააღმდეგობას ვუწევდით. ერთი შეხედვით ჩვენი სიყვარული სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ჩვენ ვიყავით წყვილი, ვისაც ერთმანეთი სიგჟემდე შეუყვარდათ, მაგრამ ამავდროულად გვქონდა მისია შესასრულებელი, რომელიც მშობლებისგან დავალებული გვქონდა. ორი კვირა საქმის კურსში არ ვიყავი და როგორც კი სამუშაო ადგილს მივუახლოვდი თვალები გამიფართოვდა, ორჯერ მეტი ხალხი იყო ამ საქმეში ჩართული. ზოგი დოკუმენტებს აწესრიგებდა, ზოგი ფოტოებს ბეჭდავდა,  ზოგიც გარეთ მინდორზე იჯდა და ისე მუშაობდნენ. იქ მისულს ჯერ კრისსი შემომეგება, შემდეგ ალი და ბოლოს დეტექტივიც ვნახე.  ,, წამოდი, შენთან საქმე მაქვს“. ეტყობა, რომ დეტექტივი ძალიან გაბრაძებულია ჩემზე, რადგან ასეთი უხეში ჩემს მიმართ ჯერ არ მახსოვს.
_ როგორ გავიგო შენი და გვანცას ცოლ-ქმრობა?
_ ძმაო შენ არ მითხარი, რომ საყვარელი ქალისთვის ყველაფერი უნდა დამეთმო?
_ ყველაფერში საკუთარი თავმოყვარეობა არ მიგულისხმია. ის შენი, ჩვენი მტერია. შეხედე, აქ ყველა ამ საქმეზე ვმუშაობთ შენ მიდიხარ და ერთი ხელის მოსმით ყველაფერს ანადგურებ.
_ შეგვიძლია ეს ჩვენ საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ.
_ ამას შენ კი არა, ისინი გამოიყენებენ თავის საკეთილდღეოდ.
_ ყველაფერს გავაკეთებ და მაგას არ დავუშვებ.
_ ილოცე, რომ გვანცას ეს თავის ხალხთან არ წამოსცდეს.
  აი, ესეც ასე. პირველი დაძაბულობა ჩემსა და დეტექტივს შორის. პირველი ჯერ ალისთან მივედი მაინტერესებდა რას აკეთებდა, როცა ვნახე საინტერესოს არაფერს გოგოებთან გადავინაცვლე. ,,გოგოებო  მომეცით, ეს თქვენი საქმე არ არის“.  მონიკას ხელიდან იარაღი გამოვართვი და 2 წამში ავაწყე. მოგვიანებით კი იაკობი მოდის და ამბობს. ,,შეეშვი, ისინი იარაღის აწყობას სწავლობენ“. უსაქმურობისგან უკვე იაკობსაც დავუწყე ნერვების მოშლა. დეტექტივი ჯერ კარგა ხანს ცდილობდა ნერვების მოთოკვას შემდეგ კი ისევ მე  დამიძახა და დავალება მომცა. არც მეტი არც ნაკლები გვანცას ოთახში უნდა შევაღწიო და სათვალთვალო კამერა ისე უნდა დავამონტაჟო, რომ ეს ყველასთვის შეუმჩნეველი გახდეს. გვანცა მაშინ დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. გამიხარდა არც თუ ისეთი რთული დავალება მქონდა შესასრულებელი. მეც მეტი რა მინდოდა მომენატრა გვანცა ავალ, ჩავეხუტები, ცოტას ვაწვალებ და დავალებასაც შევასრულებ. მიხარია, წასასვლელად მზად ვიყავი და ისევ დეტექტივი მაბრუბნებს.
_ დევიდ მოიცადე! შენს დავალებას ალი შეასრულებს. შენ კიდევ გოგოებთან დარჩი და იარაღის გამოყენება ასწავლე.
_ ხო არ ღადაობთ?
_ დევიდ ეს შენი სასჯელი იქნება.
_ კი მაგრამ ქალი, სითბო, ალერსი.. ამ ყველაფერს უნდა გამოვაკლდე და იმ სულელ გოგოებს იარაღის აწყობა  ვასწავლო?
_ სულელები რომ არიან იმიტომ უნდა ასწავლო.
_ რა მოხდა, გაკვეთილი უკვე დავასრულეთ? მე გადაღებაზე მეჩქარება.
_ აი ქალი, მიდი მონიკა გაიქეცი არ დაგაგვიანდეს. მეც მივდივარ!
_ შეჩერდით!!! დაუბრუნდით თქვენ თქვენ ადგილებს და მიხედეთ საქმეს. მე გავდივარ და რომ დავბრუნდები ყველანი ადგილზე დამხვდით.
_ რა მოხდა წავიდა?
_ კი ძმაო წავიდა.
_ ალი გინდა ერთი კარგი საქმე გამიკეთო?
_ თუ შემიძლია.
_ მომეცი ეგ კამერა. გვანცასთან მე წავალ შენ კიდევ გოგოებს იარაღის გამოყენება ასწავლე.
_ რა უნდა ვასწავლო რაც მე არ ვიცი.
_ მოდი მიყურე, ძალიან მარტივია. აი, აქ ტყვიას დებ, ასე გადატენი და ასე უმიზნებ. ძალიან მარტივია ხო?
_ ეგ შენთვისაა მარტივი. კარგი ძმაო წადი და ვეცდები გავერკვიო.
_ დევიდ დამელოდე მეც მოვდივარ!
_ წამოდი მონიკა, გადაღებებზე მე დაგტოვებ.
  ახლა თავი ყველაზე პატარა ბიჭი მგონია, რომელიც შეყვარებულის სანახავად გაიპარა. მონიკასაც ბავშვივით უხაროდა იქაურობის დატოვება. გზაში ბევრი ვიხალისეთ. ,,იცი დევიდ ასეთი ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც კერძო სკოლიდან გავიპარე“.  ძლივს მიუსწრო გადაღებებს, ლამის სხვა მოდელს ანაცვლებდნენ რეკლამაში მის ნაცვლად. მეც პატარა ბიჭივით გზაში ორი თაიგული ვიყიდე. ერთი გვანცასთვის მეორე კი დედამსისთვის. მოიცა, როგორ ამბობენ? სიდედრის ტკბილი სიტყვა არ დაიჯერებაო? სახლში შევედი თუ არა მაშინვე ტკბილეული შემომთავაზა ქალმა. ასე ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ, იქამდე სანამ გვანცა გამოკვლევებიდან არ დაბრუნდებოდა. გვანცა, როგორც კი  სამზარეულოში შემოვიდა სახეზე შევატყე, რომ სულაც არ გაუხარდა ჩემი იქ ყოფნა. ,,მაპატიეთ, ძალიან დავიღალე, თქვენის ნებართვით დავწვები“.  გულმა ვეღარ მომითმინა და უკან ავედევნე.
**
_ ჩემო დედოფალო, რამე ცუდი მოხდა?
_ დევიდ ძალიან გთხოვ, ახლა ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ.
_ კი მაგრამ რაღაც მოხდა. ხო იცი არ მოვისვენებ სანამ არ გავიგებ რა მოხდა. იმ ექიმმა გითხრა რამე? წავალ და ვასწავლი ჭკუას.
_ დევიდ მოიცადე, იმ ადამიანს ჩემი გადარჩენა უნდა.
_ არა რა კუნძული არ უნდა დაგვეტოვებინა. იქ, შენ თავს კარგად გრძნობდი. ჩამოხვედი თუ არა ცუდად ხარ.
_ დევიდ გადი, მეძინება.
_ არა, დავრჩები და დაველოდები როდის ჩაგეძინება.
_ რატომ? სათვალვალო კამერა, რომ დაამონტაჟო?
_ რა კარგი ხუმრობა იყო. კარგი, ხო გაკოცებ და წავალ.
  ეს ქალი მანიაკია. ყველა ჩემ გადადგმულ ნაბიჯს ხვდება. არა ფაქტია, რომ კარგად მიცნობს, მაგრამ ამაზე მეტად კიდევ ერთი რამე მაშინებს. იქნებ დეტექტივი მართალია და ახლა ყველაზე სახიფათო გვანცაა. საინტერესოა დეტექტივი ახლა სად არის? მე და მონიკა კი მის დაბრუნებამდე უნდა დავბრუნდეთ და ისე უნდა მოვიქცეთ თითქოს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მანქანის საბარგულიდან ამოვიღე იარაღი, მანქანა ქალაქიდან ოდნავ მოშორებით გავაჩერე და მონიკას იარაღის გამოყენებას ვასწავლი. ვხვდები ქალს იარაღის დაჭერაზე ხელები უკანკალებს, მაგრამ მაინც თავდაჯერებულია. ხეზე დავაყენე სამიზნე და 3 მეტრის მოშორებით დავდექი და ვისროლე. ნუ არც ისე კარგი მიზანი იყო, მაგრამ არც ძალიან ცუდი. ახლა მონიკას ამოვუდექი უკნიდან და ვეუბნები:
_ მონიკა ჩათვალე, რომ ის არის ჩანთა, რომელიც ძალიან გინდა, რომ იყიდო და ფული საკმარისი არ გაქვს. ამ დროს რას აკეთებ?
_ შევდივარ ბანკში, ვიღებ სესხს  და ვყიდულობ.
_ მოკლედ რა ქალებს, როგორ ყველაფერზე პასუხი გაქვთ. კარგი დაივიწყე ჩანთა. წარმოიდგინე, რომ ის შენი ყოფილია და ხედავ ძალიან მაგარ ნაშასთან ერთადაა, როგორ უნდა მოიქცე?
_ შუბლში ვაჭედებ იარაღს.
_ ხოდა ისროლე!
_ მგონი გამომივიდა.
_ მტრისას თუ მართლა შეგხვდა ის უბედური. გამოგივიდა კი არა ჩემზე კარგად შენ ისროლე.
_ ეს კაცებს არ შეგიძლიათ კარგად ახსნა. დევიდ ეს ყველაფერი მე  დიდი ხანია გავიარე. მოდი ჩემ მეთოდს გასწავლი. იმ წერტილს ხედავ? ის მთავარი ვაჭარია, რომელმაც 25 წლის წინ დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგი ზოლი მამები აი, კიდევ შემდეგი ზოლი ხელქვეითები და ბოლოს ოჯახი. ჩვენ  ყველაზე პირველი ზოლიდან უნდა დავიწყოთ. პირველი: უნდა დავიცვათ ოჯახი. მეორე: უნდა მოვთაფლოთ ხელქვეითები. მესამე: მამები უნდა დავიხსნათ ძალადობისგან და ბოლოს მეოთხე: უნდა მოკვდეს მთავარი  ერთხელ და სამუდამოდ.
_ ვაუ, მგონი გაკვეთილი შესრულებულია. წავედით ჩასაბარებლად!
_ შენც არ იცი დეტექტივი ფარულად ვის ხვდება?
_ არა, არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ბოლოს ყველაზე დიდი სიურპრიზს ეგ გვიმზადებს.
რამდენიმე საათის წინ!
  ჩამონგრეული კედლები, ის რაც აქამდე დიდ სანახაობას წარმოადგენდა ახლა ყველაფერი განადგურებულია. აქ წლების წინ უზარმაზარი მუზეუმი იყო. აქ ძველად ჩვენი წინაპრები მომავალი თაობებისთვის ნივთებს ინახავდნენ, რადგან მათთვის ეს ყველაფერი საინტერესო და სანახაობრივი ყოფილიყო. აქაურობა გასულ წელს ტერაქრის შედეგად განადგურდა. დიდი პოლიტიკური განხილვის შემდეგ ერთ-ერთი ტურისტული ადგილი გაანადგურეს. მარტო იმის გამო, რომ იქ უბრალო ხალხი მუშაობდა. დეტექტივმა შეხვედრა თავის სტუმარს სწორედ იქ დაუთქვა და დარწმუნებული იყო, რომ ეს ზედმიწევნით საიდუმლო და დაფარული ადგილი იყო სხვებისგან. კაცს, რომელსაც მაშინ შეხვდა ყველასთვის ცნობილია. ის  ერთ-ერთი ვაჭრებთაგანია. ქალაქი ნელ-ნელა მშვიდდებოდა, რადგან ხალხი სამუშაო საათებს ასრულებდა. შებინდებულზე შეხვედრა უფრო წინასწარ იყო გათვლილი. დეტექტივი მანქანიდა გადმოდის. თავისი შარმით, თავაწეული და თავდაჯერებული მიდის ვაჭართან. ვაჭარიც კარგად შენიღბულა, რადგან, როგორცც წესი ასეთი ჩაცმული არასდროს დადის. კაცი, რომელიც ამ ისტორიის თავი და თავი იყო აქამდე ნიღაბს კარგად ირგებდა. დეტექტივმა მასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ პირველი ავარიის შემდეგ დაიწყო. ვაჭარი თავდაპირველად თავის დახსნას მონობიდან ცდილობდა ხოლო, როდესაც დევიდის მშობლების მკვლელობის საქმე ისევ გაიხსნა შეეშინდა და იარაღები, რომელიც მას გადამალული ჰქონდა ადგილმდებარეობა შეუცვალა. გამოდის, რომ ვაჭრებს შორის ის ჯაშუშია, რომელიც დეტექტივს ეხმარება. ეს ყველაფერი იმაზე სახიფათოა ვიდრე წარმოგვიდგენია, მაგრამ ახლა უკან დახევის დრო ნამდვილად არ არის. ახლა მთავარია ყველაფერი გეგმის მიხედვით გაკეთდეს და ერთხელ და სამუდამოდ სამართალმა იზეიმოს.
_ რა გაქვს ახალი და საინტერესო?
_ კიდევ ერთი ტერაქტი იგეგმება. თუ ეგრევე პოლიცია მოვა და თავზე დაადგებიან დაეჭვდებიან, მაგრამ თუ საქმეს ცოტა გვერდიდან მოვუვლით იქნებ გამოვიდეს კიდეც.
_ ტერაქტს სად გეგმავენ?
_ ქალაქის ყველაზე დიდ ბანკში.  თუ არ შევაჩერებთ უამრავი ხალხი დაიღუპება.
_ გასაგებია, ჩვენც სწორედ მაგ დღეს გამოვიყენებთ.
_ დეტექტივო დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენი ხალხი კარგად არაინ შეარაღებულები.
_ ბატონო ზურაბ! მშვიდად ბრძანდებოდეთ. ყველაფერმა თუ გეგმის მიხედვით ჩაიარა ამ ომს მოვიგებთ.
_ ბარემ ისიც მითხარით დევიდს რა ბედი ეწევა? ჩემი სულელი შვილი ცოლად გაჰყოლია მას. ეს მთავარმა, რომ გაიგოს სულს გამაფრთხობინებს.
_ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ამ ინფორმაციამ არ გაჟონოს. დევიდზე  კიდევ არ იდარდოთ, მე დავიცავ.
_ დეტექტივო თქვენი იმედი მაქვს..
**
    სამუშაო ადგილს, როგორც კი დავუბრუნდით სასწრაფოს და სახანძროს მანქანა ერთდროულად დამხვდა.  ვფიქრობდი იქიდან გაქცევას იქამდე, სანამ იმ ყველაფერს დეტექტივი ნახავდა და ვაი, რომ ჩემზე ადრე ის მისულა. მოკლედ, რომ არ გავწელო გეტყვით ალი არც მასწავლებლად გამოდგა.  თავისივე ნასროლი ტყვიით ფეხში დაიჭრა. ხანძარი კი სავარჯიშო მოედანს გაუჩნდა, როგორც თქვეს ეს თამბაქოს არასწორი გადაგდების შედეგია. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ამაშიც ალი არ იყო დამნაშავე. თუმცა, როგორც მისი გამომეტყველებიდან ვიმსჯელებთ ესაც მისი გაკეთებულია. დიდი ხანი ვცდილობდი, როგორ გამომძვრალიყავი,თუმცა ალიმ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა და მე გამომაძვრინა ამ საქმიდან. ალის ჭრილობა მადლობა ღმერთს ღრმა არ იყო და უბრალოდ სახვევებით შემოიფარგლებოდა. ,,ძმაო გეფიცები ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე როგორც მასწავლე მაგრამ სანამ მიზანს დავიჭერდი იარაღი ფეხებშუა გამივარდა“. შეშინებული და გაოგნებული ალი ისევ ჩემი დასამშვიდებელი გახდა. ყველაფერი ასე თუ ისე, რომ ჩაწყნარდა დეტექტივის სამუშაო ოთახში შევედი და ძალიან პირდაპირ ვეკითხები: _ დეტექტივო თქვენ ყოველდღიურ გაუჩინარებაზე აქ ბევრი მეკითხება. ეს იმდენად საიდუმლოა, რომ მეც არ უნდა ვიცოდე?“  შეკითხვა დავასრულე თუ არა ყურადღება აკვარიუმში მყოფ თევზზე გადავიტანე. აკვარიუმს ვუკაკუნებ და თან დეტექტივისგან პასუხს ველოდები. მისი პასუხი იმდენად მშრალი და არადამაკმაყოფილებელი იყო ამან კიდევ უფრო ეჭვები გამიმძაფრა. ,,დევიდ ეს ჩვენ საქმეს არ ეხება. ასე, რომ იყოს აუცილებლად გეტყოდი“.
**
  თურმე, როგორ მომნატრებია ჩემი საქმე. იმ დღეს ზედიზედ 4 ლექცია ჩავატარე. სახლში ღამის 11_ზე მომიწია ასვლა.  ისეთი წაშლილი ვიყავი ასე ნამდვილად ვერ დავენახებოდი ქალბატონს და ისევ ბინაში ვარჩიე ასვლა. ასე უფრო კომფორტულად და კარგად ვიგრძნობდი თავს, მაგრამ რად გინდა იქ, უფრო უარესი მელოდა. ავედი სახლში თუ არა შხაპი მივიღე და დავწექი. დაწოლიდან დაახლოებით რამოდენიმე წამში მესმის საშინელი ელექტრონული მუსიკის ხმა. ეს ხმა ჩვენივე კორპუსის სახურავიდან მოდიოდა. გამოვარდნენ მეზობლები და ეგრევე მე დამიწყეს ყვირილი. ,,რა ადამიანები ხართ? არც დრო იცით და არც ადგილი? ეს რა არაადამიანები გადმოვიდნენ აქ საცხოვრებლად“. ვცდილობდი განრისხებული ქალბატონის დამშვიდებას და თან ცალ თვალს სახურავის ასასვლელ კიბეებისკენ ვაყოლებდი. ეს იყო ძლივს ჩამოვიშორე გზიდან ის ქალი და სახურავზე ავედი. ავედი და რას ვხედავ. თითქმის შიშველ ახალგაზრდობას. ზოგი ეწევა, ზოგი სვავს.. ნეტა იმ გოგოს თუ გაუგია ახლა თავის ბავშვობის ძმაკაცს, რომ კოცნის. ეს იყო სწორედ ის ახალგაზრდობა, რომელებსაც ცხოვრების ხალისი დაკარგული ჰქონდათ და ბედნიერებას მხოლოდ მოწევაში და დალევაში ხედავდნენ. ხანგძლივი ყვირილის შემდეგ მაინც ვერ შევძელი მათთვის ხმა მიმეწვდინა. ,,ახლა ვიცი ამათ რასაც ვუზამ“. სახლში ჩავედი და იარაღი ავიღე. კიბეებთან გვანცა შემხვდა, შეშინებული თვალებით მიყურებს და თან ჩემს გაჩერებას ცდილობს. მე ორიოდე სიტყვით მისი დამშვიდება მოვახერხე და სახურავზე ავედი. ჰაერში განვახორციელე რამოდენიმე გასროლა. ეს იყო და ახალგაზრდობა გაშრა. ერთ წვერკუდიან ბიჭს მიკროფონი გამოვართვი და დავიწყე:
  ,,მეგობრებო იცით საიდან მოვდივარ? დღეს, ზუსტად თქვენი ასაკის თინეიჯერებთან ჩავატარე ლექცია. ვისაუბრეთ ადამიანობაზე და კეთილდღეობაზე. ვისაუბრე ალბათ 6 საათზე მეტი. მე მათ ვუთხარი, რომ 16 წლისამ დავკარგე მშობლები, რომ დამ მიმატოვა და ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ ქუჩაშიც მომიწია ღამის გათენება. როდესაც ვხედავდი ახალგაზრდებს, ვისაც ჩემზე მეტი ჰქონდათ ქურდობა დავიწყე, მეც უკეთესი სამოსი ჩავიცვი, რომ გოგოების თვალში მაგარი ტიპი გამოვჩენილიყავი. დამიჭირეს, 2 წელი ციხეში გავატარე და იცით რას მივხვდი? ქურდობა სულაც არ ნიშნავდა მაგარ ტიპობას. დარწმუნებული ვარ გაცვეთილი ჯინსით და გადატყავებული მუხლებით ბევრი, რომ მემუშავა შეიძლება იმაზე მეტს არ მიმეღწია, მაგრამ ადამიანი, თანაც ღირსეული ადამიანი ვიქნებოდი. დღემდე მოვდივარ ისე, რომ ვერ გამიგია დღეს მოვკვდები თუ ხვალ. დამიჯერეთ მეც ბევრჯერ საუკეთესო გამოსავალი დალევა და თამბაქო მეგონა, მაგრამ დღეს ესაც აღარ მშველის იცით რატომ? უკვე ძალიან დარხეული მაქვს.. აი, შენ მაგალითად.. გვერდით, რომ მაგარი გოგო გყავს დარწმუნებული ვარ მაგის მამიკომ გასულ კვირას „range rover” უყიდა და ახლა კოცნი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ძმაკაცებში მაგარი ბიჭი იყო. დამიჯერე, ის შენი მეგობრები ერთხელაც გეტყვიან, რომ ლაჩარი ხარ და მარტო დარჩები. ეს კი ნამდვილად არ მიუთითებს იმას, რომ მაგარი ბიჭი ხარ. შენ მაგალითად! გისმენდი წეღან და ძალიან მაგარი ხმა გაქვს დარწმუნებული ვარ კონკურსში, რომ გახვიდე ბევრს მიაღწევ. სახურავის კუთხეში 17 წლის გოგონას გული აერია ალბათ წამლის ზედმეტი დოზა მოუვიდა. შეიძლება ის ამ საღამოს საავადმყოფოში მოხვდეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლონ.
მეგობრებო გამოფხიზლდით!
დრო საკმარისზე მეტი არ გვაქვს, რომ ამ პატარა წუთისოფელში კარგი კვალი დავტოვოთ. ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ერთი ხელის მოსმით ეს დღესვე დავასრულოთ. ბარიგა დღეს წავა და კარგ ფულს იშოვის, მაგრამ 17 წლის გოგონას სიკვდილი არასდროს დაავიწყდება მის ოჯახს, ყოველთვის თქვენ დაგადანაშაულებენ მისი მშობლები.
ცხოვრება იმაზე ხანმოკლეა ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მოდით ყველამ ერთად ვიბრძოლოთ გავხდეთ უკეთესები და მაგალითი ვიყოთ ჩვენი და მომავალი თაობის“.
_ მეფეს გაუმარჯოს!
_ მეფეს გაუმარჯოს!!!
,,კარგით საკმარისია ყვირილი მიხედეთ საქმეებს და გოგოები სახლეებთან მიაცილეთ“. ეს იყო და ბავშვებისგან  სახურავი ნელ-ნელა დაიცალა. განრისხებული პოლიცია, რომელიც არასრულწლოვანების აყვანას აპირებდა ადგილზე ისევ მე დავხვდი. ,,ისევ შენ“! ამასობაში გახდა კიდეც 2_საათი და ძილი საერთოდ წამერთვა. სახლში შევედი თუ არა გვანცა განცვიფრებული სახით დამხვდა.
_ რა მოხდა, ეგრე რატომ მიყურებ?
_ შენ ეს შეძელი..
_ გვანცა დამისახელე რამე, რაც აქამდე არ გამომივიდა? თუ არ ჩავთვით იმას, რომ ცოლი კიდევ ვერ მოვარჯულე.
_ ცოლის მორჯულება ასეთი მარტივი ვერ იქნება.
_ აბა მოდი ჩემთან.. დარწმნებული ხარ?
_ დევიდ შეწყვიტე..
_ რატომ ცოლის კოცნის უფლება არ მაქვს?
_ უნდა გავეყაროთ.
_ რა თქვი?
_ დევიდ განქორწინება მინდა.
_ გვანცა შეგიძლია ეგ კიდევ ერთხელ გაიმეორო?
_ დევიდ შეწყვიტე, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად გაიგე რაც გითხარი.
_ ალბათ დამცინი ხო?
_ დევიდ ასე გაგრძელება არ შემიძლია. ჩვენი ქორწინების შესახებ ხმამაღლა ვერასდროს ვიტყვით. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება ეს მთავარმა, რომ გაიგოს.
_ გვანცა იცი რა, ფეხებზე მკიდია ის ნაბიჭვარი რას იტყვის, მაგრამ აი შენ საქციელს გამართლება არ აქვს. აღარ ჩამოვთვლი შენს რამდენ ქათმურ საქციელზე დავხუჭე თვალი. სიკვდილის არ მეშინია, რადგან ეს ერთხელ უკვე ვნახე და დარწმუნებული ვარ არც შენ გაშინებს ეს. ვიცი სხვა რაღაცაშია საქმე და ამას აუცილებლად გავიგებ.
_ გამომართვი.
_ რა არის ეს?
_ საბუთები განქორწინების შესახებ.
_ ახლა კარგად მიყურე, ამ შენ საბუთებს რას ვუზამ.
_ დახევ და კიდევ მაქვს სხვა.
_ გვანცა რა გინდა? ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა?
_ იმისათვის, რომ ჩემი ოჯახი დავიცვა ასეა საჭირო.
_ აქ ყოველთვის ვიღაცა ვიღაცას იცავს და ბოლოს მაინც კვდებიან და ამბობენ ოჯახს იცავდაო. ერთხელდასამუდამოდ გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს არა? კი არსებობს და ამას მე დავამთავრებ ერთხელ და სამუდამოდ. წამოდი!!!
_ რას აკეთებ?
_ მამაშენთან მივდივართ.
_ არ გინდა დევიდ ამას კარგი დასასრული არ ექნება.
_ ფეხებზე მკიდია გესმის!!!
  გვანცას ცხოვრებაში პირველად ჩავავლე მკლავში ხელი ასე მწარედ. ძალდატანებით მიმყავს მამამისთან, რათა ვამცნო, რომ მის ქალიშვილზე ვიქორწინე. გვანცა ტირის, მემუდარება, რომ ეს არ უნდა გავაკეთო. მანქანაში ძალით ჩავსვი და ყველა კარი ჩავკეტე.
_ დევიდ ასე თუ გააგრძელებ ყველაფერს გაანადგულებ.
_ რა უნდა მოხდეს ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა?
_ გაიგებ იმას, რაც შენს ცხოვრებას კიდევ ერთხელ შეცვლის. არ გინდა გთხოვ..
_ კარგი გვანცა.. გადმოდი მანქანიდან!!!
_ ამას ნუ გააკეთებ.
_ მიდი მითხარი, რისი გეშინია? რა არ უნდა გავიგო. აქ არავინ არის, ვინც შენ ყვირილს გაიგებს. რატომ არაფერს ამბობ? ჩიპი ჩაგიყენეს... ხო რათქმაუნდა დაჩიპული ხარ და ყველა შენი ნაბიჯი იციან იმ ნაბიჭვრებმა.
_ წამოდი, სახლში წავიდეთ.
_ გვანცა უკვე ჭკუიდან გადაგყავარ, თუ ხვდები ამდენს?
_ კარგი შეეშვი მანქანას, ნუ ურტყამ ხელს.
_ გვანცა სხვა გზა დამიტოვე? მიპასუხე, დამიტოვე თუ არა სხვა გზა?!!
_ მიყვარხარ..
_ არ შემეხო!! გულს მირევს უკვე ეს სიტყვა. ორივემ კარგად ვიცით, რომ ერთმანეთისთვის მტრების გარდა არავინ ვართ. შენ მამაშენის გზა აირჩიე და არა ჩემი.
_ დევიდ ის ჩემი ოჯახია.
_ ოჯახი, რომელიც ადამიანების ორგანოებით ვაჭრობს, ოჯახი, რომელმაც გული საგულედან ამოგგლიჯა..
_ არ არის მასე.
_ მაშინ როგორ არის? შენ მითხარი.
_ დევიდ ნუ მტანჯავ, ძალიან კარგად იცი, რომ არაფრის თქმა არ შემიძლია.
_ ტაქსი გამოგიძახე. გვანცა შანს გაძლევ, ერთი მიზეზი მაინც მითხრა, რატომ გინდა ჩემთან განქორწინება? ან მიპასუხებ ან ჩაჯდები იმ მანქანაში და ერთმანეთს მხოლოდ სასამართლოში შევხვდებით. შემობრუნდი, შენ გელაპარაკები.
_ ერთმანეთს სასამართლოში შევხვდებით.
**
  აი,  ეს ზუსტად ის მომენტია ყელში გაჩხერილი ცრემლები, რომ გახრჩობს და ტკივილს ვერ გრძნობ. საერთოდ ვერაფერს გრძნობ გარდა იმედგაცრუებისა. ვუყურებ უარაფრო ცას და თან ვყვირი. ,,როდის, როდის ექნება ბოლო ამ ყველაფერს?“ სისხლიანი ხელი გადავიხვიე და ის ღამე კარგად მახსოვს მანქანაში გავათენე. დილით ალი მირეკავს, კისერი ძლივს გავასწორე მითხრა, რომ გვანცა საოპერაციოდ შეიყვანეს და არავინ იცის იქიდან ცოცხალი გამოვა თუ მკვდარი. ნუთუ გვანცა ჩემთან მხოლოდ დამშვიდობებას ცდილობდა და სხვა დანარჩენი მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ბრალი იყო. ძალიან გაუწონასწორებლად დავქოქოე მანქანა და საავადმყოფოში წავედი. მივედი მაგრამ მამამისის ხალხმა შიგნით შესვლის უფლება არ მომცეს. ,,ხო არ აფრენთ იქ, გვანცას ოპერაციას უკეთებენ. გამიშვით,  შიგნით უნდა შევიდე!!!“  როცა მივხვდი, რომ ამ ყველაფერმა არანაირი შედეგი გამოიღო დავაპირე თქმა, რომ იქ ჩემი ცოლია და უფლება მაქვს მეც მის გვერდით ვიყო. ამის თქმას ვაპირებდი და დეტექტივმა გამაჩერა. მკლავში ჩამავლო ხელი და მანქანაში ჩამსვა. ,,გვანცა კარგად იქნება, იქამდე კი წამოდი უნდა ვისაუბროთ“. რათქმაუნდა თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მაინც დავთანხმდი. მაშინ ისე ვნერვიულობდი გვანცაზე ბევრი რამ კარგად არ მახსოვს. ივნისის ცხელი დღე იყო. მზის გულზე, სადღაც ტბის პირას გავაჩერეთ მანქანა. მითხრა, რომ ცოტახანში ჩვენს კაცს  შევხვდებოდით. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც კი ბატონი ზურა დავინახე კისერში ვწვდი და სერიოზულად მქონდა გამიზნული მისი მოკვლა. მაშინ ჩავთვალე, რომ ამის შესაფერისი დრო იყო. დეტექტივმა ძლივს გამომგლიჯა ხელიდან გვანცას მამა.
_ ძალიან კარგი, ახლა მშვიდად შევძლებთ საუბარს.
_ მეტი არ მინდა გვანცას, რამე მოუვიდეს შენს თავს ცოცხალს ვერავინ წამართმევს.
_ დევიდ საოპერაციაში გვანცა არაა.
_ დეტექტივო რას ბოდავს ეს კაცი?
_ დევიდ ბატონი ზურა მართალია.  გვანცა ცუდად არც არასდროს ყოფილა ეს ყველაფერი შენს გამო იყო გათვლილი.
_ დევიდ ვაჭარს შენზე ნადირობა დაბადებიდან აქვს გამოცხადებული. მას შემდეგ რაც შენი კვალი დაკარგა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ისევ ეპოვე.
_ რისთვის, რისთვის უნდა ჩემი თავი იმ ნაბიჭვარს?
_ დევიდ 5 წლის იყავი, როსდესაც მამაშენმა შენს სხეულში ჩიპი დამალა.
_ რა ჩიპი? დეტექტივო რაზე საუბრობს ეს კაცი?
_ დევიდ ეს ჩიპი მათი განადგურებისათვის ერთ-ერთი მთავარი იარაღია.
_ მოიცადეთ, მამაჩემი ამ ყველაფერთან რა შუაშია?
_ მამაშენს ბიზნესისთვის დიდი ფული სჭირდებოდა. შესთავაზეს და თუ არა ამას დათანხმდა.
_ შეუძლებელია, მამაჩემი მაგას არ გააკეთებდა..

გაგრძელება იქნება!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები