 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 4 ივნისი, 2020 |
ჩამოუცლია ცას ღრუბელთა ნაღველის ვარცლი, საიმდროოა ეს განწყობა, წარსულს რომ ახსოვს. სურვილი ისევ დაგიდგება, სადღაც მხარმარცხნივ, არც ისე შორს და შენ რომ გინდა, არც ისე ახლოს... გახუნებულა შენი ნატვრის ნაქარგი ტილო, არც არაფერი ისეთი, რაც არ იცის ამ დრომ... სიტყვის ფიქრი კი უთქმელობის დარღვევას ცდილობს, ან სად იპოვის თეთრ ფურცელზე ერთგულს და სანდოს... უკვე ჩავლილი გასავლელზე მეტია უფრო, ხელჩასაკიდი საკიდი-ღა შემოგრჩა კართან. სიმშვიდეს უკვე შენს ღამეებს არავინ უფრთხობს, მოხდა, რაც მოხდა, ასახსნელიც რა დაგრჩა თავთან... სიტყვების ფიქრში არც ქარია, არც თოვს და არც წვიმს, თუმცა, ვიღაცა, იდუმალი მუდმივად სახლობს. სურვილი ისევ დაგიდგება სადღაც, მხარმარცხნივ, არც ისე შორს და შენ რომ გინდა, არც ისე ახლოს... 02.06.20
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მშვენიერია, ლამაზად და სიამოვნებით რომ იკითხება ისეთია მშვენიერია, ლამაზად და სიამოვნებით რომ იკითხება ისეთია
8. +5 რაღაცნაირი მშვიდი ლექსია +5 რაღაცნაირი მშვიდი ლექსია
7. კარგად შესრულებული სევდა. კარგად შესრულებული სევდა.
6. თეას კომენტარს შემოვყევი და მართლაც,რა ლამაზი ლექსია! თეას კომენტარს შემოვყევი და მართლაც,რა ლამაზი ლექსია!
5. დიდი ხანია, არ შემოვსულვარ... ლექსს ვეძებდი და თქვენთან ვიპოვე :)
დიდი ხანია, არ შემოვსულვარ... ლექსს ვეძებდი და თქვენთან ვიპოვე :)
4. უფრო მეტი გასავლელია . ნუ მე ასე მინდა )) უფრო მეტი გასავლელია . ნუ მე ასე მინდა ))
3. სურვილი ისევ დაგიდგება, სადღაც მხარმარცხნივ, არც ისე შორს და შენ რომ გინდა, არც ისე ახლოს...
კარგი ლექსია თანანასი რომ ქვია ისეთი :)
5 ჩემგან სურვილი ისევ დაგიდგება, სადღაც მხარმარცხნივ, არც ისე შორს და შენ რომ გინდა, არც ისე ახლოს...
კარგი ლექსია თანანასი რომ ქვია ისეთი :)
5 ჩემგან
2. "ხელჩასაკიდი საკიდი-ღა შემოგრჩა კართან."- ვაიჰ....
"ხელჩასაკიდი საკიდი-ღა შემოგრჩა კართან."- ვაიჰ....
|
|
მონაცემები არ არის |
|
|