ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
7 ივნისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин - Дар напрасный, дар случайный

ალექსანდრე პუშკინი - შემთხვევითი და ფუჭი წყალობა

შემთხვევითი და ფუჭი წყალობა -
სიცოცხლე, რისთვის მებოძა ნეტავ?
ან ბედისწერის იდუმალობამ
სასიკვდილოდ რად გამოიმეტა? 

რომელმა მტრულმა ძალამ ფადილით,
არარაიდან იხმო უდები,
სული აღმივსო გულისწადილით,
გონი შემიკრთო ვარაუდებით?

გული დაცლილა, მიზანს ვერ ვხედავ,
მცონარე ჭკუა განსჯას გაურბის,
შემომწოლია მტანჯველი სევდა
ერთფერი ყოფის აურზაურში.

7 ივნისი, 2020 წ.



Александр Сергеевич Пушкин - Дар напрасный, дар случайный

Дар напрасный, дар случайный,
Жизнь, зачем ты мне дана?
Иль зачем судьбою тайной
Ты на казнь осуждена?

Кто меня враждебной властью
Из ничтожества воззвал,
Душу мне наполнил страстью
Ум сомненьем взволновал?

Цели нет передо мною:
Сердце пусто, празден ум,
И томит меня тоскою
Однозвучный жизни шум.

26 мая 1828

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები