ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2020


სადღეგრძელო

ეს გზა მტვრიანი, უსწორმასწორო,
სოფლისკენ მიდის,
და ტყის წვერები უთანასწორო,
დალოცვილ კიდის,
გადმოსცქერიან ილტოს ხეობას,
ლამაზად გაშლილ ჭალას მურყნიანს,
ნაჩვევი არის ხშირად ღრეობას,
აქ აუვლიათ ხარებს ურმიანს.
შეუსვენიათ გაგრილებულან,
დაულევიათ წყალი ანკარა,
თავის ბუნების მშვენიერებით,
ვიცი ბევრს თავი, რომ შეაყვარა.
მეც შევეხიზნე მშობლიურ სოფელს,
მის სიყვარულმა ქალაქს ამყარა,
მათ გაუმარჯოს ვინც ამ მიწაზე,
თავის ფესვები კვლავ გაამყარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები