ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2020


ილტოს ხეობის შვილი ვარ

“ამ ხეობის შვილი მქვია,
ჩემი ქვეყნის მიწას ვფიცავ,
ვინც გაბედავს მის წართმევას,
მოვკვდე თუკი არ დავიცავ”.

ამ წყალ ჭალამ გამომზარდა,
მიმღეროდა ილტო ნანას,
საღამოს კი ტანზე სიო,
მომახვევდა მე გრილ საბანს.
დილაობით მაღვიძებდა,
მე ჭიკჭიკი მერცხლებისა
და მესროდა ციდან სხივებს,
მცხუნვარე მზე თიბათვისა.
მივდიოდი მდინარეზე,
ილტო ჩქარი მთიდან რბისა,
მიიჩქარის ნახვა უნდა,
მეგობარი ალაზნისა.
გზაში ამბავს გაიყოლებს,
მეზობელი ხევგრძელისა,
და ალაზანს მოუყვება,
ამბებს ხეობის და მთისა.
საღამოთი მზე გადავა,
წამოიწევს ჩრდილი ტყისა,
და წაიღებს არე-მარეს,
ხმა ბაყაყთა ყიყინისა.
ცაზე მთვარეც გამოჩნდება,
მეგზურია ბნელ ღამისა,
ვემზადები მე საძილედ,
მოლოდინით ახალ დღისა.
ასეთია ჩემი სოფლის,
ეს დღეები ზაფხულისა,
ვცადე ლექსად გადმომეცა,
გრძნობა-განცდა ამ გულისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები