ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
14 ივნისი, 2020


რიცხვთა სამეფო

                                          რიცხვთა სამეფო
ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, ერთ უცნაურ სახელმწიფოში მოხდა. ეს სახელმწიფო სადღაც ზღვის პირას, რომელიმე კუნძულზე, მთებში ან უდაბნოში კი არ მდებარეობდა, არამედ ერთი, უზარმაზარი მუხის ფუღუროში და შიგ სულ ათი წევრიღა ცხოვრობდა, მაგრამ მაინც სახელმწიფო ერქვა, ციფრების სახელმწიფო. ათი კოპწია სახლი იდგა ერთადერთ ქუჩაზე. პირველ სახლში ნული ცხოვრობდა, მეორეში - ერთიანი, მესამეში - ორიანი და ბოლო სახლში კი - ცხრიანი. ყველა მათგანს საკუთარი სამყარო გააჩნდა და იშვიათად, ერთმანეთთან სტუმრად რომ მისულიყვნენ. წყნარად, უშფოთველად მიედინებოდა მათი ცხოვრება და ალბათ, ასე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი ცქვიტი, მოუსვენარი ციყვუნია, ანუ დღნაშვი, რომელიც ძალზე ცნობისმოყვარე იყო და ცხვირს ყველგან ჰყოფდა.
ერთ მშვენიერ დღეს, ეს ანცი დღნაშვი იმ ფუღუროში ჩახტა, სადაც ციფრების სახელმწიფო იყო. ძალიან მოეწონა პატარა, კოხტა სახლებიანი, ვარდ-ყვავილებით დმშვენებულ ეზოინი სახელმწიფო. პირველსავე სახლის კარზე დააკაკუნა.
ნულმა, კარის გაღებამდე ფანჯარაში გაიხედა და შიშით კინაღამ გული გაუსკდა. კარებთან უზარმაზარი, ბეწვიანი, ორკბილა რაღაც დაინახა. აბა, კარს როგორ გაუღებდა? შეშინებული უკანა კარიდან გაიპარა და ერთიანის სახლის კარს აუტეხა ბრახუნი. ერთიანს ჯერ კიდევ ეძინა. დაბნეული წამოხტა და კარი გააღო. შეშინებული ნული ერთიანს ჩაეხუტა.
- რაღაც საშინელება ლამობს ჩემს სახლში შემოსვლას. მიშველე! - შესტირა მეზობელს.
- ნუ გეშინია, ისეთი რა უნდა იყოს. მოდი, ერთად გავიდეთ გარეთ - შესთავაზა ერთიანმა. შეშინებულმა ნულმა წინ გაუშვა ერთიანი და თვითონ მის უკან დაიმალა.
- მოდი, ხელი ჩამკიდე, ასე უფრო ძლიერინი გამოვჩნდებით - ჩასჩურჩულა ერთიანმა და ხელი გაუწოდა.
- ასე, ხელიხელჩაკიდებულები მიუახლოვდნენ დაუპატიჟებელ სტუმარს.
ციყვუნია ინტერესით ათვალიერებდა  მომავალთ.
- ეი, ვინა ხარ? - ჰკითხა მან.
- ჩვენ ამ სახელმწიფოს მცხოვრებნი ვართ. შენ?
- მცხოვრებნი? მე ერთი მეგონეთ,
- კი, კი, ერთნი ვართ, ერთნი - წამოიძახა ნულმა და  ერთიანს ჩაეხუტა.
- რა გქვია? - ინტერესით იკითხა დღნაშვმა.
- ა, ა.. არ...ვიცი - უნდოდა ეთქვა ერთიანს, რომ - ათი - წამოიყვირა ნულმა.
- ძალიან კარგი. მე ციყვუნია მქვია. გამაცნობთ თქვენს მეზობლებს?
ამ ხმაურზე სხვა ციფრებსაც გაღვიძებოდათ და ისინიც, შეშინებულნი, წყვილ-წყვილად მოდიოდნენ მათკენ.
ციყვუნიას მოეწონა მათთან ყოფნა. ხან დახუჭობანა ითამაშეს , ხან დაჭერობანა. ბოლოც ცეკვა დამოიწყეს. ერთიანი ხან ორიანს ეცეკვებოდა, ხან ცხრიანს, რვიანი ხან ხუთიანს და ხან სამიანს. მიხვდნენ, რომ ერთად ყოფნა გაცილებით უფრო სახალისო იყო. საღამოს გულიანად დაემშვიდობნენ ციყვუნას და მის მერე მეგობრულად გააგრძელეს ცხოვრება. ასე გაჩნდა ამ სამეფოში 12, 19, 85, 74 და ა.შ. ანუ გაბევრდნენ და დიიიიდ სახელმწიფოდ იქცნენ.
თქვენც, ალბათ იცანით ეს სახელმწიფო. მას ახლა უკვე რიცხვთა სამეფო ჰქვია და ყველა მიმსვლელს იქ სიხარულით ხვდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები