ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2009


ნამთვარებ სტრიქონთა მიღმა...

რაც არ ითქმოდა,
          იქ... ნამთვარებ სტრიქონთა მიღმა,
იყო ჩურჩულით შრიალი ფურცლის?....
რაც ითქვა თითქოს... და რა?... რაღას ვწერ?
ხაზთა მარულას რა დამიმშვიდებს,
ძილმოწყურებულ თვალთა ციმციმი რომ დაუღლია?!...…
გამეორება… გადაუხაზავს საშველს, მისსავე უსაშველობას.…
სიტყვით თამაში, არა კამათი!... თუ?...
ყველაფერი ერთი წუთია...
ერთი წუთია ნუთუ საშველის გახსნილი კვანძი და მერე?
მერე ვიწყებ თავიდან,…
ჩაკეტილ წრეში ტრიალი კი ვის მოუშლია?!...
რაც ითქვა, ის ხომ თითქოს წაიღო
ნაშველმა დრომ და ნაწოლმა სივრცემ...
რა სიჩუმეა!...
წკაპ!... და წავიდა ახალი ხაზი, სევდით ნაქარგი,
დაულამბავი…და სწორი, სწორი!
ვითომ ნასწორი?!...
ო, ჩასწორება-გამოსწორების სიხალისე,
ნახარხარები...
როცა ნარჩენი არაფერი აღარ იქნება!
ყველა  ნაფიქრი, როცა ითქმება,
დამიტოვე სივრცე სასუნთქი!
თორემ… დავმუნჯდი!
სიყვარული ვით გაგიყვია?...
გასაყოფი არის ნაკოცნი?!...
ჩემ ნაფერები, ნაალერსალი, ნაელვარები
ნაამბორალი...
რამდენი სიტყვა გაგიძარცვავს?
და... რა?... არც არა!
რაც არ ითქმოდა, თუ ითქმოდა?...
უკვე ნათქვამი,
სტრიქონთა შორის გამოკეტილი,
დარჩა ნახატი!
ასე განაწირს, თვალმიპარებით ნუ მეფერები,
მაინც არ გეტყვი!
რა დავიტოვე,
                იქ... ნამთვარებ  სტრიქონთა მიღმა,
იმ თეთრ მწკვარეში?!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები