ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 ივნისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин - He спрашивай, зачем унылой думой

ალექსანდრე პუშკინი - ნუ მეკითხები მჭმუნვარე ფიქრი...

ნუ მეკითხები მჭმუნვარე ფიქრი
რად ჩამიმწარებს ხშირად გასართობს,
რად არ მწამს ტკბილი ცხოვრების სიზმრის,
მასთან ამრეზით რატომ ვკამათობ;

ნუ მეკითხები, რატომ თვლის ტვირთად
მხიარულ ტრფიალს სული მყინვარე,
რად აღარ ვარქმევ ვიღაცას ძვირფასს -
ვისაც უყვარდა, კვლავ ვერ იყვარებს;

ერთ დროს სვიანი, ვერ ისვიანებს,
ბედნიერების წამი გაქრება,
გაივლის ყრმობა, ვნება, სიამე 
და დაგვიტოვებს სასოწარკვეთას...

20 ივნისი, 2020 წ.



Александр Сергеевич Пушкин - He спрашивай, зачем унылой думой

He спрашивай, зачем унылой думой
Среди забав я часто омрачен,
Зачем на всё подъемлю взор угрюмый,
Зачем не мил мне сладкой жизни сон;

Не спрашивай, зачем душой остылой
Я разлюбил веселую любовь
И никого не называю милой —
Кто раз любил, уж не полюбит вновь;

Кто счастье знал, уж не узнает счастья.
На краткий миг блаженство нам дано:
От юности, от нег и сладострастья
Останется уныние одно...

1817

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები