ნაწარმოებები



ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2020


ჰელიოს

თუ ჩემი გზები შენს გზებს აცდება
და  შეხვდებიან  წვიმებს ქარები,
შენ მოხვალ ჩემთან მზე _ჰელიოსი,
ხელებგაშლილი მოექანები.
სამყარო თავის წესს არ მოიშლის,
გადირკალება ცაზე შვიდფერი,
ამ ცისარტყელით დალალს  შემბანტავ,
დავდგები შენ წინ თვალებშიშველი.
ამოსკდებიან ნაპრალებიდან
მზესუმზირები, მზისფერგულები,
დაივანებენ , გამრავლდებიან,
მიწის ტანიდან გადმორგულები.
და მოედება მთლიან სამყაროს
იმათი სუნი და ჩვენი გემო,
          მანამდე ,
მანამ უნდა მოხვიდე
და ჩემს გზებს აცდე,
        უფალო ჩემო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს