ნაწარმოებები



ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
21 ივნისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин - В часы забав иль праздной скуки

ალექსანდრე პუშკინი - სტანსები

გართობის დროჟამს, ანდა გამთანგველ
სევდით პყრობილი, სიამოვნებით
ქნარს მივანდობდი უნაზეს ჰანგებს -
უგუნურების, სიზანტის, ვნების.

თავს ვანებებდი მის სიმებს ვერაგს
და მოვთოკავდი სიმღერის აზარტს,
როცა შენი ხმის დიადი ჟღერა
ანაზდეულად დამცემდა თავზარს.

ჩამომდიოდა ღვარი კურცხლების,
სინდისის ქენჯნით მოწყლულს და ძაბუნს,
შენი სიტყვების კეთილსურნელი
მირონს მცხებდა და მადებდა სალბუნს.

აღმატებული ზეგარდმო მადლით,
ახლა საშველად ხელს წამახმარებ,
მოსიყვარულე და სათნო ძალით
დამიშოშმინებ მშფოთვარე ნატვრებს.

სულს, შენი ცეცხლით დაგულს, შენაფიქრს,
აღარ იზიდავს სოფლის გაგანი,
უსმენს ებანის დამკვრელ სერაფიმს
პოეტი, სავსე წმინდა ზარგანხდით.

21 ივნისი, 2020 წ.


პუშკინმა ეს ლექსი მიუძღვნა მიტროპოლიტ ფილარეტს, როდესაც მისგან ლექსზე "Дар напрасный, дар случайный" მიიღო პასუხი.



Александр Сергеевич Пушкин - В часы забав иль праздной скуки

В часы забав иль праздной скуки,
Бывало, лире я моей
Вверял изнеженные звуки
Безумства, лени и страстей.

Но и тогда струны лукавой
Невольно звон я прерывал,
Когда твой голос величавый
Меня внезапно поражал.

Я лил потоки слез нежданных,
И ранам совести моей
Твоих речей благоуханных
Отраден чистый был елей.

И ныне с высоты духовной
Мне руку простираешь ты,
И силой кроткой и любовной
Смиряешь буйные мечты.

Твоим огнем душа палима
Отвергла мрак земных сует,
И внемлет арфе серафима
В священном ужасе поэт.

1830

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს