ნაწარმოებები



ავტორი: ან...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 ივნისი, 2020


ბავშვები, როგორც საომარი მოქმედების პირდაპირი მონაწილეები

ბავშვთა მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში რეგულირდება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ჟენევის პირველ დამატებით ოქმში რომელიც 1977 წელს მიიღეს. პირველი დამატებითი ოქმი კრძალავს 15 წლამდე ბავშვების შეიარაღებულ ძალებში გაწვევას და მოუწოდებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს თავი შეიკავონ ამ ასაკის ბავშვების შეიარაღებულ საქმიანობაში ჩართვისგან.1989 წლის კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ, რომელმაც თითქმის უნივერსალურ რატიფიცირებას მიაღწია, ასვე მოიცავდა 15 -18 წლის ზღვრულ ასაკს. 2000 წელს ამ წელმა 18ს მიაღწია , რაც გულისხმობდა იმას, რომ 18 წლამდე ბავშვების სავალდებულო ჯარში გაწვევა იკრძალებოდა. ამან ინიცირება გაუკეთა იმ აზრს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა საომარ მოქმედებებში არ უნდა ჩართონ 18 წლამდე ბავშვები და ისინი არ უნდა გამოიყენონ როგორც ომის იარაღი.
პირველი დამატებითი ოქმი აგრეთვე მიმართავს ბრძოლის ველზე ბავშვთა დაცვისა და მოვლის საკითხებს და მოითხოვს რომ , ბავშვები რომლებიც ექცევიან არასასურველი გავლენის ქვეშ გამოყოფილნი იყვნენ უფროსებისგან და ჰქონდეთ სპეციალური დაცვა,გამოყოფილი ჰქონდეთ სხვა საცხოვრებელი ადგილი და აგრეთვე არ გავრცელდეს მათზე სიკვდილით დასჯა.
პირველი დამატებითი ოქმის გარდა, სხვადასხვა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა დაიწყეს ამ პრობლემაზე ინტენსიური მუშაობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ესაა პერიოდი, როდესაც ბავშვების ჩართულობა საომარ მოქმედებებსა და ტერორისტულ დაჯგუფებებში გლობალურად გაიზარდა. ამ ფენომენის სიხშირე და ბავშვთა მძიმე სოციალური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მზარდი აღიარება წარმოშობს ძალისხმევას, რომელიც განსაზღვრავს გაეროს დანიშნულებას. სპეციალური წარმომადგენელი ომის დროს ბავშვთა დაცვის შესახებ და აგრეთვე გაეროს უშიშროების საბჭო თანხმდებიან რამოდენიმე რეზოლუციაზე , რომელიც განსაზღვრავს ბავშვების შეიარაღებულ ძალებში გაწვევასთან დაკავშირებულ პრობლემებს სტაბილურ და აგრეთვე არასტაბილურ სიტუაციებში. ყველაზე მეტი ძალისხმევა მიზნად ისახავს შეიარაღებულ ძალებში ბავშვების რაოდენობის შემცირებას და მათი რეკრუტირების კრიმინალიზაციას, ხოლო შედარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობს ბავშვების სამართლებრივ სტატუსს, რომლებიც მონაწილეობენ პირდაპირ საომარ მოქმედებებში გარკვეული მიზნების გამო.
ხშირ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია რეკრუტირების შემცირებაზე და დამნაშავეთა დასჯის შესახებ, რაც განაპირობებს იმას , რომ ბავშვები ზოგადად არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა დაცვაში და მხოლოდ ირიბ დამოკიდებულებას ამჟღავნებს მათ შეიარაღებულ ძალებში ყოფნასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სამართალი არ ეხება იმ საკითხს , რომ ბავშვის ბოროტად გამოყენება ახალი ბრძოლის ველზე უნდა შეიცავდეს სპეციალურ სტანდარტებს , რომლებიც არეგულირებენ ბავშვის სამიზნედ არ გამოყენების პრინციპებს. ეს უფსკრული საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ტერორისტად ქცევის რეგულირებისათვის, რადგან თანამედროვე ომისათვის ტერორიზმით განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის არარეგულარული აქტორების ჩართვა, ისეთების როგორებიცაა ბავშვები, ბრძოლის ველზე, რითაც იწვევს საომარი მოქმედებების პირდაპირი მონაწილეობის კონცეფციის ამოქმედებას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი , რომელიც ბავშვებს აქტიურად იყენებს საომარ მოქმედებებში , ესაა ტერორისტული დაჯგუფებები. ტერორისტული ორგანიზაციების ერთ-ერთი ტაქტიკა , რომელიც არღვევს ყველა ამ წესსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს, იყენებს ბავშვებს სხვადასხვა ექსპლოატაციური მეთოდებით, მაგალითად, რთავს აქტიურ საომარ მოქმედებებში და ხშირ შემთხვევაში მათ ცოცხალი ფარის ფუნქციასაც უთავსებს. მათი ეს წარმატება, რომელიც ბავშვების თავიანთ რიგებში ჩართვას გულისხმობს, რამოდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, რომელიც ეხება მიზეზებს თუ რატომ ერთვებიან ბავშვები ტერორისტულ ორგანიზაციებში, ამბობს რომ მიზეზი ბევრია: სიღარიბე, მკაცრი გარემო, განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ოჯახის სოციალური მდგომარეობა და შურისძიების სურვილი მიმართავს ბავშვებს მსგავსი დაჯგუფებებისა და შეიარაღებული ძალებისაკენ. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაინც სიღარიბე და პოლიტიკური იდეოლოგია რჩება. ბავშვები ხშირად მიდიან შეიარაღებულ ძალებში გარკვეული თანხის მისაღებად ან დამქირავებლები ოჯახებს სთავაზობენ ფულს, მათი ბავშვებისათვის, რომლებიც შემდგომში სუიციდის მსხვერპლად და დამბობვით მისიებში მონაწილეობის მიღებაში მოიაზრებიან. პოლიტიკური იდეოლოგია უფრო ამძაფრებს ამ მონაწილეობას, ეს ხანდახან ქმნის წამების კონცეფციას, რომელიც ჯიჰადის ერთ მიმართულებას უკავშირდება და რომელიც რწმენის განმტკიცებასა და საკუთარ თავთან ბრძოლის გაუმჯობესებას ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ სხვადასხვა რეზოლუციებითა და აკრძალვებით, დაიცვან ბავშვები საომარ ვითარებაში მონაწილეობისგან, ისინი მაინც იმყოფებიან მსგავს რთულ სიტუაციებში. გამოყოფილნი არიან ოჯახებისგან, იხოცებიან, ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი და სხვა მრავალ ტანჯვას ითმენენ.
უნივერსალურად ასაკად 18 წლის ცნობამ, მაინც ვერ შეცვალა ის ფაქტი, რომ ბავშვები არ გახდნენ საომარ ვითარებაში მონაწილე რომელიმე მხარის მებრძოლები. ICRC და მისი პარტნიორები წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციებიდან მაქსიმალურად ცდილობენ ასაკის ეს ლიმიტი რაც შეიძლება გაამყარონ ჰუმანიტარულ და საერთაშორისო სამართალში.
ბრძოლის ველზე ICRC ხელს უწყობს ბავშვი ჯარისკაცების საომარი მოქმედებებიდან გამოყვანას, მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, რეინტროდუქციასა და ცხოვრების იმ რიტმში დაბრუნებას, რომელშიც ჩვეულებრივ ნორმალური ბავშვები ცხოვრობენ.
ბავშვები, რომლებიც არიან მზრუნველობამოკლებულნი და გამოყოფილნი თავიანთი ოჯახებიდან უნდა იყვნენ დაცულნი სპეციალური საშუალებებით რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას. აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს მათი საგანმანათლებლო საჭიროებები და ყველა შესაბამისი ზომა უნდა იქნეს მიღებული მათ დროებით ოჯახებში განსათავსებლად მაინც.
რაც ყველაზე მთავარი და მტკივნეული საკითხია. ბავშვები, რომლებიც დაკავებულნი არიან შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის გამო, უნდა იყვნენ ნორმალური მოპყრობის ქვეშ ყველანაირი ჰუმანური პრინციპების დაცვით. ისინი ახლოს უნდა იყვნენ თავიანთ ოჯახებთან და თუ ეს შეუძლებელია, გამოყოფილნი უნდა იყვნენ სხვა უფროსი პატიმრებისგან.
საერთაშორისო სამართალი მიზნად ისახავს ლიმიტი დაუწესოს ბავშვების ომში მონაწილეობას. სამწუხაროდ, დღევანდელი კონფლიქტების ბუნება ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ბავშვების შეიარაღებული კონფლიქტებისგან გამოსაყოფად.ICRC და სხვა ორგანიზაციები აქტიურად ზრუნავენ მათი ბრძოლის ველიდან გამოყვანასა და შემდგომი ცხოვრების რაც შეიძლება დაუყოვნებლივ რეაბილიტაციისათვის.
ბევრი ფაქტი არსებობს, იმისა თუ როგორ გახდნენ ბავშვები მსხვერპლნი ამბოხებულებისა თუ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმის.მათ შორისაა, ბაჰათი, 13 წლის ბიჭი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილიდან. ის ერთ-ერთია იმ მრავალ ბავშვთაგან, რომლებმაც ომის გამო უამრავი ტანჯვა და წამება გამოიარეს. ბაჰათი ამბობს: „ ეს იყო ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ჩვენს სკოლაში ვიყავით. დედა და მამა მინდორში მუშაობდნენ. შეიარაღებული პირები თავს დაგვესხნენ და ყველა გაიქცა, მათ შორის მასწავლებლებიც. სახლში მივედი და ვიპოვნე ჩემი და , რომელიც უმცროს ძმას ზურგით დაატარებდა. არ ვიცი სად იყვნენ მშობლები. მე და ჩემი და-ძმები , ფეხით გავუყევით გზას გომას მიმართულებით. ჩვენ ვიპოვნეთ რაღაც თავშესაფარი და ორი კვირის მანძილზე საჭმლისათვის ვმათხოვრობდით. ჩვენ ძალიან მშივრები ვიყავით. ბოლოს, ვიღაც ქალმა რომელიც ადგილობრივ მარკეტში მუშაობდა წაგვიყვანა და თავშესაფარი და საჭმელი მოგვცა“.
ეს და სხვა მრავალი მსგავსი ისტორიაა, თუ როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ბავშვების ცხოვრებას, ზოგს ომის მსხვერპლად აქცევს , ზოგსაც - მასში მონაწილე შეიარაღებულ პირად.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ჟენევის კონვენციის პირველი დამატებითი მუხლით და სხვა სამართლებრივი დებულებებით იცავს ბავშვთა უფლებებს, რათა მათ არ მიიღონ მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტებში, ეს პრობლემა მაინც მწვავეა დღვანდელი მსოფლიოსათვის. წითელი ჯვრის, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქიტურად მუშაობენ ამ პრობლემაზე, თუმცა საკითხს უფრო მეტი კონკრეტული მიდგომა და მკვეთრი ღონისძიებების გატარება ესაჭიროება , სწორედ იმიტომ რომ, არც ერთი ბავშვი არ იმსახურებს შეეწიროს ომს, რომელიც მისი ბრალი სულაც არ არის. არ შეიძლება ბავშვების ფსიქოლოგია და ცხოვრება ინგრეოდეს მაშინ , როდესაც სხვა არაკონფლიქტურ რეგიონებში მათი ასაკის ბავშვები ვითარდებიან, ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ და მომავლის პერსპექტივაც დიდი აქვთ.
გადაჭრით შეიძლება ითქვას, ის რომ მსოფლიოში მცხოვრება ყველა იმ ბავშვს სასიცოცხლოდ ესაჭიროება დახმარება, რომელიც კონფლიქტის ზონაში იმყოფება და არავინც იცის ხვალ ვინ იქნება ის, ტეტორორისტი თუ უბრალოდ ფსქიქოლოგია დამახინჯებული და სამომავლო ლაფსუსისათვის განწირული ადამიანი.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. William C. Banks - New battlefields old lows ( critical debates on asymmetric warfare).გვ 133-150.
2. https://www.icrc.org/…/chil…/overview-protected-children.htm
3. https://www.icrc.org/e…/assets/files/other/icrc_002_4015.pdf
4. https://www.un.org/press/en/2016/sc12470.doc.htm
5. https://www.crin.org/en/home/rights/themes/armed-conflict
6. https://www.unicef.org/emerg/files/HSNBook.pdf
ანი კიკილაშვილი
2017წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს