ნაწარმოებები



ავტორი: რკინის მწურავი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2020


გეთსამანია

გეთსამანია - გედის სამანი
დღეს სამანია შტერი მავანის
ჯერ არ მეხმია შენი სიმტკნარე
უკვე სიღრმეში თავი მიკარი

სიტყვავ უშრეტო- ნასამანარი
დამისხი ღვინო  აქ სანამ არი
სამაროვანის - სავსე სამებით
გადმოუღვრელი და უწამები.

ეგ ანდამატი ანდა მეტია
გენესარეთში კვლავ დუღს წყლის დგარი
მე თუ სათქმელი არ დამეტია
სიტყვის შევიბ გველს როგორც გითხარი.

და ბაღის ბოლოს მოვყვები სისინს
ბრალი იმისი ყურები ვისიც
მუნჯ დაისს ისმენს ან უკვე იცის
რას ჩურჩულებდა ის ყრუ დაისი.

რატომ დაივსო ის ბრმა დაისი
რაც შიგნით იყო... რაც გარეთ არი
უცხოთქმოვანი გზა მება ჯვრისი
და ჯვარცმის მზეში ნაზარეთალი

დედის ზარივით გაბმული ღამე
მეწვოდა სულში.


დასწრება თავისუფალია.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს