ნაწარმოებები



ავტორი: თათია...
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2020


ქარი

რომ აიწყვიტე, ალუბლის ბაღი -
ჩემი ბინა, ერთი ფრთისგაშლა,
სად გაგიშვებდა?
დგას ბუმბულების
და სიზმრების კორიანტელი
ჭრელ ბალიშებთან.

წამოუბერე
შემამსხვრიე სარკე და ბროლი,
ჩარჩო სურათებს,
მალავენ ჩემი საწოლისქვეშ
თეთრი ფურცლები
ლექსებს წუხანდელს,
შენ რომ დაფანტე,
შენ რომ დაფანტე განთიადამდე.

ახლა დილიდან,
დასჯილ ბავშვივით,
ქუჩის კუთხეში რომ ირინდები,
ნუ მიფრიალებ
ფარდის თეთრ დროშებს
არ გირიგდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს