ნაწარმოებები



ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2020


შერიგება საღამოთი

ერთი ბიჭი მიუყვება,
ქუჩას ვარდის ბუკეტით,
ოდენობა არ ვიცი,
ლუწია არის, თუ კენტი?
ის კი ვიცი ქუჩაზე,
ცხოვრობს გოგო უჩაძე,
ყოველ ღამე აკითხავს,
წიგნებს სჩუქნის საკითხავს.
ბიჭი ტანად მაღალი,
მოხდენილი სამოსით,
თავზე შავი კეპით და
ავსებული პათოსით,
იყურება ირიბად,
უცქერს გოგო სახლიდან,
თავდახრილი სიგარეტს,
მოუკიდებს ახლიდან,
შემდეგ ზურგით დადგება,
ქარის ტალღებს ირიდებს,
ნაწყენს წინა ღამისას,
მაინც შემოირიგებს.
ახლა ერთად არიან,
აჰყვებიან ბნელ ქუჩებს,
ჭადრის ხესთან წვიმაში,
შეახებენ სველ ტუჩებს.
სიყვარულით თამაში,
არცერთ მათგანს ბეზრდება,
არვიცი ეს ამბავი,
როდემდე გაგრძელდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს