ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2020


ათი ქალი ვარ ერთად

ათი ქალი ვარ ერთად,
ვერ შეამჩნიე ერთიც,
რამ დაგაბრმავა ასე,
ნუთუ, გაგიწყრა ღმერთი?!
დღეს- სათნოების და ვარ,
ხვალ-ვნებიანი სატრფო,
ზეგ ყველასთან ვარ ერთად,
მაზეგ - სულ მარტოდ მარტო...
ასე ვიცვლები მუდამ,
სხვადასხვა ქალი ვხდები,
ხან პირქუში ვარ, უტყვი,
ხანაც სიცილით ვკვდები...
ხშირად ვპატიობ ყველას,
ზოგჯერ არავინ მინდა,
ხან ბობოქარი ზღვა ვარ,
ხანაც ბავშვივით წმინდა...
ათი ქალი ვარ ერთად,
ათი სხვადასხვა ღმერთი,
როდესაც შენთან ვრჩები,
ერთი ვარ მხოლოდ ერთი!
( ძალიან ადრინდელია, თუმცა იგივე აზრზე ვარ ახლაც)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები