ნაწარმოებები



ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2020


* * *

არ მაქვს უფლება ღამეულ ლანჩის?
ან, ფასიანი სიტყვების თოვის ?
და პოეზიის მომგონის ლანდში,
უფლება არ მაქვს ?
ათვლები დროის ...
თუ, საუკუნე წარსულს არ დარჩეს და
უწარსულეთი, ყველაფერს წონის,
მზეს, სხივი ამჩნევს,
და მთვარის დონის,
დაღამებები; დილაში ჩარჩეს,
და გათენების თანა და სწორი,
ფიქრები, უნდა ამინდს დაამჩნდეს,
ეს უსასრულო სიზმრების მქონე
სამყარო,
სიყვარულით გადარჩეს.
იტყოდა ალბათ, პოეტის ცოლი !
და კაცი, ამბობს სადღაც დანარჩენს,
ადამიანის ფიქრით ანაწყობს,
ადამიანი თუ ვერ გაარჩევს,
გაზაფხულთმოცმულ ამინის შიშით,
წვიმასაც სევდა უნდა გააჩნდეს,
დამეთანხმება მემენტო მორი - ს
ავტორთა, განი,
ამ ჩემი ვისწრო ფიქრის სანაცვლოდ,
და თუ ცხოვრება ასე ზარმაცობს,
და თუ სიცოცხლე ქარია ქარი,
სიგიჟე, სიმებივით ავაწყოთ,
გარეთ სიმშვიდის ქარია გარეთ !
ს.შ
2020.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს