ნაწარმოებები



ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2020


* * *

გავშორდი ღამეს, ვით მორიგ როსკიპს,
ხეები ჯერაც ჩანან ლანდებად,
მინდა გაგრძელდეს ეს წამი დროს კი,
დროს არასოდეს აგვიანდება.

ტყვედ ჩავუვარდი ყოფას მიზერულს,
ვინ იყავ ჩემთვის რა გვიან მივხვდი,
შორს უკან დარჩა ბავშვური მზერა,
შენ უკვე კაბას ქალურად იხდენ.

წელსაც ვერ შევძელ, იყოს გაისად,
მოვწყდები წარსულს, ამ აწმყოს მდარეს,
მითხრეს ამბავი: "გაიმაისა",
მე გაჩერებულ საათს ვატარებ...

დანტე დარდიანი      01/05/2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს