ნაწარმოებები



ავტორი: კვესელავა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2020


დედას

ვიცი რომ ხშირად მელოდები დედა გზისპირას,
წვიმაში,ქარში გაცრეცილი,თხელი მოსაცმლით,
უთუოდ მოვალ გეფიცები,არ ვიცი როდის...
არ ვიცი რადგან ჩვენ ორთავე ვშიშობ დროს ავსცდით.
ლეღვი დამწიფდა დედაჩემო? მომნატრებია,
თურმე წარსული როგორ გვტკივა ადამიანებს,
ჩვენი ორღობე,ჭალის ბოლო მომნატრებია,
ეჰ, ღმერთო ჩემო, ეს რამდენი დავაგვიანე.
რა ხდება ახლა ჩვენს ქუჩაზე? რა ამბებია?
გირჩების სუნით იფაკლება ალბათ ტყე-ველი,
ნეტა, ის გოგო როგორ არის? თა.ლო ხომ გახსოვს?
იქნებ გათხოვდა ან შენსავით დღესაც მე მელის.
სოფლის ბირჟაზე ალბათ ისევ იკრიბებიან,
ხომ არ დაბერდნენ ჩვენი შუკის თეთრი ცხენები,
შეიცვლებოდა რამდენი რამ შეიცვლებოდა,
მითხარი, ბიჭებს ხომ ვახსოვარ,ხომ მიხსენებენ.
ვნატრობ წყაროს წყალს ამოხეთქილს ჩვენი მიწიდან,
ნეტავ, შემეძლოს დავუკოცნო ყლორტი ვენახებს,
რას არ მივცემდი დარჩენილი დამპალ წლებიდან,
ოღონდაც ახლა ერთი წუთით მაინც მენახეთ.
ვიცი,რომ ხშირად მელოდები დედა გზის პირას,
ის ყველა ჩვენი მონატრება ფიქრებს მიანდე,
ნუ მიცდი, თხელი მოსაცმელით დედა ავდარში,
არ გამიცივდე,შეიძლება დამაგვიანდეს... ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს