ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2020


მიქაელ

დღეს შენი სირცხვილიც დიდია
დრომ მხოლოდ ტკივილი დატენა,
სახრჩობელასავით ჰკიდია
სახლზე თითეული ანტენა

დღეებს და ღამეებს ითვლიან,
ფრთების წამიერად მოქნევებს.
შენი მაჯისცემაც რიტმია
შენი გულისცემაც მოქმედებს.

დროში უშუალოდ ფანტავენ
სისხლით ამოვსებულ სინჯარებს.
ქარი ეცეკვება ფანტანებს
წვიმაც გახუმრებით იჯავრებს.

ვაი, რა ვუთხარი იმ ქალებს
ვისაც შენ ხვდებოდი ბატონო.
ნუთუ გეძნელება მიქაელ
რამე მოგონება დატოვო.

მუდამ ახალ სახეს იჩემებ
წვიმს და ფრთას იყენებ საშრობად.
ფრთები დაჟანგული მიჩვენე
დროში გარდასული ბავშვობა.

კარგავ სასიცოცხლო სიმპტომებს,
გზებმა  საფეთქლები დაცვარეს.
მიწა გულში ადგილს გიტოვებს
სიკვდილს მოსვენება აცალე.

ნეტავ თუ იცი რომ მიათრევს
ფრთები მოუსვენარ ხეტიალს.
შენ ხარ უცხო სიიშვიათე
ეს კი ყველაფერზე მეტია.

ვაი. რა ვუთხარი იმ ქალებს,
შენ რომ უნდა შეხვდე ამაღამ.
გრძნობა გამოხატე მიქაელ
ფრთები ახმაურე ხმამაღლა.

ქარია, თან ახლა ისე წვიმს,
გრძელდება სიცოცხლის ტირაჟი.
სიგიჟე არ არის მიზეზი
თუ ქოლგა დაუკრავს წვიმაში.

ვაი, რა ვუთხარი იმ ქალებს
ფეხებს რომ გიშლიდნენ ბატონო.
მოდი დ ამჯერად მიქაელ
ხალხში სიყვარული დავტოვოთ.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს