ნაწარმოებები



ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2020


უოცნებობა

ის დროა ახლა,
აღარ სჯერათ კეთილი ზღაპრის
ხალხებს ოცნება დაბმული ჰყავთ, როგორც ბორანი.
მიწაზე მიწა მიწიერად მიიზლაზნება,
შაშვივით გალობს შემომჯდარი ხეზე ყორანი.

დაცლილი არის
ქვეყნად ყველა- მგზავრი, მეგზური.
დარჩა ნიღბები - ისინი არ დაიცლებიან.
ფრთები ფიქრებით მოფართხალე ფანტაზიაა
და ამ ფართხალით, ცას წადიო გეუბნებიან.

მაგრამ გამძიმებს -
უოცნებო, უგრძნობი გული
და მდორე სისხლი,
ვარაუდით დაგდის ვენებში.
თოკი გაჭერი, იოცნებე, ზღაპრის გჯეროდეს,
თორე სხვაგვარად,
ჩაგაკვდება თავი ხელებში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს