ნაწარმოებები



ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2020


ბგერადხავერდები

დილის ნისლმა ხელები გაშალა.

ჯოჯოხეთი იქ მთავრდება, სადაც სამოთხე იწყება და გეშინია მხოლოდ მაშინ, როცა ბედნიერი ხარ!

მივექანები მომავალში გრძნეული ხედვით,
ვემშვიდობები წარსულ ხვეულებს.


მოსწყდა, წავიდა საბედისწერო ბგერა ხავერდის
და შეუერთდა მარადისობას.


მე დავიჯერე რომ ვიბადებით
სამარადისო სინანულისთვის.

გასალეწი მაქვს შიშისფერი მდელოებიდან
მხოლოდ და მხოლოდ ოქროსყანა იმედებისა!

ბედნიერია მარტოობა,
-ყველა კუნჭულში თავი მოაქვს.


სულ მარტო ვარ, არავინ მყავს მხოლოდ.

საკუთარი თავის მიმართ დიდი დანაშაულია- მისი არგამოხატვა, ემოციებისგან არდაცლა.

დუმილს უნდა გერჩიოს
შხაპა-შხუპა კამათი!

სიყვარულისთვის ბრძოლა თუ არ მოგიგია,
ვერც სოციალურ ომს მოიგებ!

მე შენთვის საცდელი კურდღელი არ ვარ.

რეალობა-კაიფი.


ეჭვის თვალით რადგან მიყურებ, მართლა ასეთი კარგი ვარ თუ არა-გეტყვი რომ ცუდი ადამიანი ვარ,
შენთვის თუ საკმარისი იქნება საკუთარი პროფილის შესადგენად!

ამწვანდა მოლი
ჩამოსდის ღომი-
ვნებების ლომი!

გარეთ ისეთი სიმშვიდეა
გულში მესობა,
ჩემს გულს ახალი ფიქრი დაუწყია-
რამაც შენ გშობა!

მოხვალ და ააღელვებ შუქნიშნის ზურმუხტფერებს.


კი, ეს ტკივილი ჩვენ გვამთლიანებს-
სიხარულში ნაჯერ ხსნარად გაზავებული!








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს