ნაწარმოებები



ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2020


ცაც რომ გაიხსნას

ვეღარ გიხსენებ , ცაც რომ გაიხსნას .
ასე ყოველდღე დავკარგე ღმერთიც .
ფეხსაცმელივით გულიც გამიცვდა ,
რომ მქონდა შენით , შენგან და შენთვის .

ცარიელია ყოველი სიტყვა ,
აღარც სიშორე იზიდავს თვალებს
და დღეებს ისეთი დღეები მიჰყვა ,
რომ დასრულდება უცებ და მალე .

სხვა რაღა გითხრა ან რა მოგწერო ,
ღმერთმა შემინდოს ასეთი ყოფა .
რეზინასავით დრო როგორ ვწელო ,
წუთებს ახალი წუთები მოჰყავთ .


ერთხელაც ნარზე წოლისას ვიტყვი
- " გათავდა , ჩემს წინ დაეშვა ფარდა".
სულ ყველა სმენით , ყნოსვით და სიტყვით
მახსოვს სინათლე შენს სუნთქვას ჰგავდა .

და თუ არსებობს ტრიალი სადმე ,
მე აღარ მინდა დავბრუნდე ისევ .
სინათლეს ჰგავხარ , ჰგავხარ და ჰგავდე .
გვერდით ისევე ფიქრები მიწევს .

ვეღარ გიხსენებ , ცაც რომ გაიხსნას .
ასე ყოველდღე დავკარგე ღმერთიც .
ფეხსაცმელივით გულიც გამიცვდა ,
რომ მქონდა შენით , შენგან და შენთვის .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს