ნაწარმოებები



ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
24 ივნისი, 2020


გამოცანები

აბა კარგად დააკვირდი
შენ, ამ ფრინველს რატი,
გედს წააგავს, თან სისინებს,
რა ყოფილა ? .......
^^^^^^^^^^^^^^^^^^

ოთარიკო გულმოდგინედ
რაღაც ცხოველს ხატავს,
კრუტუნაა, ულვაშებით,
რა ყოფილა? .......

მის დანახვაზე - მომეო -
ჩემმა დაიკომ იტირა
და იცით რა მოეწონა?
კრუხის ფუმფულა .....




დაქოთქოთებს შეშფოთებით
ეს ჩვენი კრუხი შავი,
მას წიწილა რომ მოსტაცოს
ცდილობს ყრანტალა .....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს