ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2009


გამომძიებელი

პეშვებში გაგროვებ
ცრემლების წვეთებად,
ქუჩაში გაგროვებ -
ქალაქის ხმაურში,
სურნელად გაგროვებ-
თამბაქოს, სასმელის,
სათქმელად გაგროვებ -
სიტყვის ფრანს გავუშვებ...

და ყველა საგანზე
ვითომდა შემთხვევით,
კვალს ტოვებ მისახვედრს
რომელსაც მოვყვები:

ვირტუალურ  ქუჩებს
მოვდევ სტრიქონ-სტრიქონ,
შენს დანახულ სივრცეს
მოვდევ სურათ-სურათ,
შენს ნათენებ ღამეს
ვარსკვლავ-ვარსკვლავ-ვარსკვლავ...

და ასე გაგროვებ
ჩემში და ჩემს გარეთ,
მყოფადში, წარსულში,
ნაცრისფერ აწმყოში...
ხელიდან მისხლტები,
ცოცხალი თევზივით
და გამომძიებლად
ვნებათა, მამყოფებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები