ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2020


ნამდვილი ჰარლემი


                                                    როდესაც ორი მატარებელი მიჰყვება ერთმანეთს
                                                            მიწის ქვეშ გავლენა ერთი წამით ისეთია,
                                                                  რომ ჩვენ თითოეული ადამიანი
                                                                      თევზი ვართ აკვარიუმში.



ხმაური, დინება, ჰარლემი,
ცრემლები ჩამოსდის ცივ მინას.
ამაღამ არ ვიცი რა მელის
რითმებით ჩავიდენ კრიმინალს.

წვიმებში ჩატყდება კლავიში,
ჰარლემი მომიტანს იარაღს.
სასხლეტო თითისკენ გამიშვი
რომ ჯაზსს დავუტოვო იარა.

ბანდების სროლები - " ბათლია "
წვიმები ჩასდიან მეტროებს...
კისერში, ჰარლემის ნათლია...
ჯაზია რომელსაც ვერ ტოვებ.

ტკბილია ვაგონის კივილი,
რომელიც ღვივდება რეტროში.
" ვაგონებს გადააქვთ ტკივილი
ყოველთვის მეტროდან მეტროში. "

ვაგონი მძვინვარედ მოგორავს,
სიცოცხლეს ფეხები ვაჭიროთ.
ჰარლემი - თვითმკვლელი გოგონა
და მაინც ყველასთვის საჭირო.

სიცოცხლე ერთგვარი ბლუზია,
ტკივილი, დინება, ჰარლემი.
რითმები სულ სიკვდილს უზიან
ამაღამ არ ვიცი რა მელის.

სიცოცხლე ერთგვარი ბრაზია,
სიკვდილი კვლავ ინვესტიცია.
ჰარლემი ნამდვილი ჯაზია,
ჰარლემი სუნთქვა და ფიცია.

ყოველთვის დამრტყმელი ცაცია
ნემსებით, აბებით, რგოლებით.
ჰარლემი ყოველთვის მარცხია
თავისი შავთეთრი როლებით.

ყოველთვის დაეძებს მუშა კლასს,
ტყვიები ყოველთვის ცხელია.
ჰარლემი ყავაა უშაქრო
რომლის დალევასაც ელიან.

ჰარლემი ეს არის წამალი,
რომელიც ვერ აძღობს ნესტოებს.
თვალებმა რელსები დამალეს,
" ტკივილი გადააქვთ მეტროებს. "

რითმებით ვთამაშობ ბეისბოლს,
ამაღამ არ ვიცი რა მელის.
ჰარლემი იკავებს ენით ბოლს
რომ გამოუშვას ჰარლემი...

დიდი და მომრგვალო ნაფაზით,
ჰარლემი ნამდვილი ბოზია!
ჰარლემი, ჟიმაობს, გაბრაზებს
და ბოლოს კვლავ ანგელოზია.

ის წავა, ჩაჯდება პიკაპში,
სიღრმიდან საჭე რომ მომართოს.
ჰარლემი ეშვება ნიკაპში
რომ თავის პომადა მომადოს...

სევდიან, ეშხიან, ღიმილის,
რომელსაც ვერავინ ვერ ტოვებს.
" ჰარლემი ეს არის ტკივილი,
რომელიც გადააქვთ მეტროებს. "

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს