ნაწარმოებები



ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2020


* * *

და მთვრალი მთვარე მთვარეულებს უმთავრებს დილას,
და დნება ზღვაში ცა ძირული ნაოცნებარი,
გვირილის სუნი გავატანე სიგიჟის წვიმას,
დამაქვს უძილო შემოხედვა გაუგებარი,
და მთვრალი მთვარე მთვარეულებს უმთავრებს დილას,
და დნება ზღვაში ჩაძირული ნაოცნებარი,
თითქოს განთიადს ემსგავსება ყოველი ,, მივალ ''
და მივალ, მოვალ - ს ემსგავსება დაუგეგმავად,
დაუგეგმავად წამოვიდა სევდათა წვიმა,
სევდათა ღელვა, დრამიანი ნამოქმედარი,
და მთვრალი მთვარე ემსგავსება სიფხიზლის წირვას,
და დნება ზღვაში ჩაძირული ნაოცნებარი,
და ზღვაში დნება შეძენილი ვერაგი ყინვა,
გაყინულ მთათა და ქუჩებთა შემომქმედარი,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს