ნაწარმოებები



ავტორი: მზიანე
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2020


იქნებ შენა ხარ....

ტალღამ დამილბო კაბის კალთები,
მთვარე უბეში ჩუმად მიძვრება,
შენ ალბათ ახლა სხვასთან ალდები
და ჩემში უცხო შური ფხიზლდება....
დავდივარ ჩუმად....ქვიშის მარცვლები
მარხავენ შენზე ფიქრის აჩრდილებს,
მსუსხავს ძახილი:,,ხომ არ მარცხდები?’’
შორი ხმა ელვის კლაკნით მაშინებს.
...იქნებ შენა ხარ ის ბოლო შიში,
მუზას აცოცხლებს უცხო ფერები.....
მლაშე ნაპირთან,მზის მოლოდინში
ზღვის ტალღასავით მოგეფერები!!!!
(2014 წელი.აგვისტო.ქობულეთი.)

პ.ს. მოვიდა სეზონი......მომენატრა ჩემი წილი ზღვა ჩემს დუდასთან და ბაბისთან ერთად სანაპიროზე ხეტიალი...აქაფებულ ტალღებთან ცელქობა.....







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები