ნაწარმოებები



ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2020


Sapere aude

სახლში მოტანილი ტყე და ზღვა
ორ თევზში და ერთ ფრინველში ჩაეტია.
როგორი სანახავია ჭაღზე დაკიდებული ტყე?!
ან წიგნების კარადაში შენახული ზღვა?!.
თევზების ლოცვა და
ჩიტის სიჩუმე მივსებს გამოფიტულ გონებას.
ადამიანებს კედლებზე გამოვფენ..
თვალებს გამოვნახავ საერთოს.
ენამ რა ხანია მიმტყუნა.
ფეხის ათრევაც მიზეზია..
დაძალებული დაზარებულზე უარესია.
მკვდრისგან ნახსოვარი ჩეხური სერვიზით
სხვა გემო აქვს ჩაის, სამ ფინჯანზე.
“თქვენ რომ არ მყავდეთ,
რა მაცოცხლებდა” სცვივათ ფიქრებს
გადაღლილი სულის პალიტრაზე.
როგორი იისფერი ყოფილა
აჩუყებული გულის წყალში დამბალი ნაღველი.
არ არის ჩემი სული გამჭვირვალე.
გუშინაც თეთრი ტიტების რძეში ამოყვანილი
ნისლი შევურიე ფერთა ათინათს.
მოლბერტს რომ ვიყიდი იქ გამოვფენ.
ფერებს არა! - სულს.
სანამ მეტასტაზებივით გამრავლებული ხალები
მასზეც იყვავილებენ,
უნდა დავასვენო.!
-რამ დაგღალაო...-
სულის დაღლას შრომა რად უნდა.
ქაოსი და ვერწერაა თავი და თავი.
სხვა მაინც არაფერი შემიძლია.
სწორად ლოცვასაც ცოდნნა უნდა.
დააწვინე ჩემი სული ახალ მთვარეზე.
დაარწიე.
იავნანა უმღერე, ღმერთო.!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს