ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2020


***

და ისე როგორც მიმოზები მიმოიფრენენ სურვილის ველებს
ავედევნები შენს ნაკვალევს და ნაკვალევზე ფენილ სურნელს, სურვილს და ფერებს.
შორს გაგიტაცებს ოცნებები, ოცნებებზე უფრო შორს მზერა
და სიყვარულზე მლოცველები, თაფლის თვალები... ოიდა ნაანააა... თაფლის თვალები...
სადა ხარ
შორს, შორს
ახლოა ზღვარი
შიშველ სხეულზე სამოსს იცვავ მაგრამ მაინც შიშველი რჩები
და გამოჟონავს შენი ტანი ვარდის რძესავით და მზეში ცურავ
სადა ხარ
შორს, შორს
ახლოა ზღვარი!
და სიყვარულით ნამთვრალევი შენს ტუჩებს შევსვავ
უალავერდოდ
                      და მხოლოდ ჩემთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს