ნაწარმოებები



ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2020


ლე ლექსი

ობობა ქსელებში თამაშობს,
ქსელები, აბლ აბლაბუდები,
შორიდან გაჰკივის ზარნაშო
და მტრედის ხუნდები. ხუნდები.

იშლება ნაშლებად ვერსალი,
ვერსაით წასულხარ, გიყურებ.
როგორღაც ეს ნა ნანემსარი
როგორაც გინდოდეს მიკურნე.

და სანამ გამქრალხარ, ჭირიმე,
ჩვეულად მცირე და ლამაზი.
სულ ყველა შეცდომა ჩვილივით
გულმკერდზე დამასვი და მასვი

მზის პირველ სხივამდე. მივაგნებ
ლოგინს და შენ და დამელოდე.
სანამდეც ლოდინი ივარგებს,
სანამდეც შენი ხმით მშველოდე.

და მერე ფრთებივით მოისხი
დღეები, რომლებმაც დაგიხსნეს,
გაფრინდი, გიკვდება მაისი
და მშვიდი სიკვდილი აღირსე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს