ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: პროზა
26 ივნისი, 2020


სიყვარული არ არის მდორე დინება, სიყვარული მშფოთვარე ნაკადია (Любовь не тихая вода, а бурное течение)

სიყვარული არ არის მდორე დინება, სიყვარული მშფოთვარე ნაკადია (Любовь не тихая вода, а бурное течение)



ეს ამბავი 1980-იან წლებში მოხდა. ალიოშა მაშინ გამომძიებლად მუშაობდა.  დილით სამსახურზე მივიდა. მორიგემ მოახსენა, რომ სოფელ ნ.-ში ქურდობა მოხდა, დაზარალებულები აქ არიან, აი ისინიო. დაზარალებულებმა განაცხადეს, ღამით მათი გაძარცვა უნდოდათ. მორიგემ ალიოშას მოახსენა, ოპერატიული ჯგუფი უკვე შემთხვევის ადგილზე გავიდაო. იმ დროს სოფლებში სახლი არ იკეტებოდა. უბრალოდ მიხურავდნენ კარს და წვებოდნენ დასაძინებლად.

ალიოშაც მივიდა შემთხვევის ადგილას. დაზარალებულების სახლში, მისვლისთანავე, დაზარალებულებმა ოპერმუშაკებს საკუთარი სახლის ზღურბლზე „დამნაშავის“ მიერ დატოვებული ფეხსაცმელი აჩვენეს და განაცხადეს, რომ ფეხსაცმელი ბოროტმოქმედმა დატოვა ქურდობის მცდელობის შემდეგ. ფეხსაცმელი ეკუთვნოდა მათ შორეულ მეზობელს ნოდარს. შემთხვევის ადგილიდან ფეხსაცმელი ამოიღეს. ოპერჯგუფმა დააკავა ეჭვმიტანილი ნოდარი და შინაგან საქმეთა განყოფილებაში მიიყვანა. დაზარალებულმა ოთარმა მოყვა, რომ ღამით, დაახლოებით 12 საათზე, ხმაურმა გამოაღვიძა. გაიგონა, ვიღაც ოთახში დადიოდა. მან დაიძახა, „ვინ არის მანდ“, გამოვიდა თავისი საძინებელი ოთახიდან. უცნობმა არ უპასუხა, და მაშინვე გაიქცა. გაიქცა რა, გაქცევისას ფეხსაცმელი კარის ზრურბლზე დარჩა. ფეხსაცმელით დაზარალებულებმა ამოიცნეს მათი პატრონი.  ეს ნოდარი იყო.

მიიყვანეს რა ნოდარი შინაგან საქმეთა განყოფილებაში, მაშინვე ალიოშას წარუდგინეს.

ალიოშამ ნოდარს გამოკითხა მისი დემოგრაფიული მონაცემები, რა საქმიანობას ეწეოდა, სად იყო საღამოს საათებში, რას აკეთებდა ღამის საათებში.

ნოდარმა განმარტა:

მისი თქმით, გვიან საღამოს ის და 14 წლის მეზობელი რეზო შინ ბრუნდებოდნენ სოფლის კლუბიდან. კლუბში აჩვენდნენ 2-სერიან ფილმს. ფილმის ჩვენება გვიან ღამით დასრულდა. მიუახლოვდა რა დაზარალებულთა სახლს, მან გადაწყვიტა მათთან შეცვლა. მივიდა სახლის კარებთან, გაიხადა ფეხსაცმელი, გააღო კარი, რომელიც საკეტით არ იყო დაკეტილი, და სახლის დერეფანში შევიდა. მიდიოდა რა დერეფანში,  გაიგონა ყვირილი, „ვინ არის მანდ“ მას შეეშინდა, სახლიდან გამოიქცა. თავისი ფეხსაცმელი დაზარალებულთა კარის ზღურბლზე დარჩა. მეზობელ 14 წლის რეზოსთან ერთად სახლში გაიქცა.

კითხვაზე, თუ რატომ წავიდა მეზობელთან გვიან ღამით, მან გარკვეული პასუხი არ გასცა.

განაცხადა, რომ მეზობელთან უბრალოდ სალაპარაკოდ შევიდა. იქ ცხოვრობდა მისი უფროსი ამხანაგი, თითქმის თანატოლი.  კითხვაზე, თუ რატომ გაიქცა, გარკვეული პასუხი არ გასცა.

ალიოშამ გადაწყვიტა ნოდარის დაკავება.

ოპერატიული მუშაკების მიერ დადგენილი იქნა, რომ ღამით ნოდარი 14 წლის რეზოსთან ერთად ბრუნდებოდა კლუბიდან სახლში.

ალიოშამ ოპერატიულ მუშაკებს სთხოვა, განყოფილებაში დასაკითხათ რეზო მოეყვანათ. რეზომ დაკითხვისას დაადასტურა, მართლაც, იმ დღეს სოფლის კლუბში კინოფილმის ნახვის შემდეგ, გვიან ღამით, დაახლოებით შუაღამისას, ის ნოდარისთან ერთად ბრუნდებოდა სახლში. მიუახლოვდნენ რა დაზარალებულების სახლს, ნოდარიმ რეზოს უთხრა, „შენ მე აქ დამელოდე, მე დაახლოებით 20-30 წუთში გამოვალ, და ერთად წავალთ სახლში“-ო.

ბუნებრივია, ალიოშამ რეზოს დაუსვა კითხვა, რა მიზნით წავიდა ნოდარი გვიან ღამით დაზარალებულების სახლში? ქურდობის მიზნით? და რატომ დატოვა იგი გზაზე მარტო? რეზომ უპასუხა, რომ ნოდარი მეგობრობდა თავის თანატოლთან, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს. მისი სახელია ოთარი. ასევე, ნოდარი მეგობრობს ოთარის დასთან. მისი სახელია ნარგიზი. ნოდარი ოთარის სახლში იმიტომ შევიდა, რომ მათთან ცოტა ხანს ესაუბრა. 

კითხვაზე,  რატომ გაიქეცით ერთადო, რეზომ უპასუხა, რომ ნოდარი გაიქვა, და მეც მას მივყევიო. არავითარი საუბარი ან შეთანხმება ქურდობის შესახებ ჩვენს შორის არ არსებობდაო.

ალიოშამ გადაწყვიტა  უფრო დაწვრილებით დაეკითხა ნოდარი მისი ურთიერთობის შესახებ თავის ამხანაგ ოთართან და მის დასთან, ნარგიზისთან.

ალიოშამ უთხრა ნოდარს, რომ მას გულწრფელად და კეთილსინდისიერად მოეყოლა თავისი ურთიერთობების შესახებ ოთართან და ნარგიზთან. ნოდარმა თქვა, რომ მას ნორმალური, მეგობრული ურთიერთობები აქვს როგორც ოთართან, ასევე ნარგიზთან.

ალიოშამ იგრძნო, რომ აქ ქურდობის არანაირი ნიშანწყალი არ იყო. და, ფიქრობდა რა იმაზე, რაც რეზომ დაკითხვის დროს თქვა, ეჭვი გაუჩნდა, რომ ნოდარი რაღაცას მალავდა.

ალიოშამ გადაწყვიტა ნოდარი კიდევ ერთხელ დაეკითხა. ალიოშამ პირდაპირი კითხვა დაუსვა ნოდარს, რა ურთიერთობები ჰქონდა მას  ნარგიზთან? მას ან სიმართლე უნდა ეთქვა, ან საქმე სასამართლოში გაიგზავნებოდა ქურდობის მცდელობისთვის, ბინაში შეღწევით.

ნოდარიმ იწრიალა, იწრიალა სკამზე, და ბოლოს თქვა:

- „მე ახლო ურთიერთობები მაქვს ნარგიზთან. მაგრამ მე ამის შესახებ ოფიციალურ ჩვენებას არ მივცემ. ვამჯობინებ ციხეში ჩავჯდე. ჰკითხეთ ნარგიზს, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, თვითონ იტყვის ყველაფერს“.

ალიოშამ ნარგიზი გამოიძახა დაკითხვაზე. ჰკითხა მისი ურთიერთობის შესახებ ნოდარისთან. რა იცის მან ქურდობის მცდელობის შესახებ. ნარგიზმა მაშინვე ყოველივე დაწვრილებით მოყვა:

- „ჩემს სახლში არავითარი ქურდობის მცდელობის ფაქტი არ ყოფილა. მე ვმეგობრობ ნოდარისთან.  ერთმანეთი გვიყვარს. ნოდარი ხშირად მოდიოდა ჩემთან სტუმრად, გვიან საღამოს. როცა სახლში ყველას ეძინა.
- „მე ჩემი ოთახის ფანჯარას პრაქტიკულად ღია ვტოვებდი, ფანჯრის „შაჩიოლკას“ (ჩასაკეტს) არ ვკეტავდი.  ნოდარი, მოდიოდა ჩვენი სახლის ეზოში, ჩემს ფანჯარასთან, ჩუმად, არავის რომ არ გაეგონა, ფანჯარას აღებდა, და ჩემს ოთხში ძვრებოდა. ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ისე რომ ოჯახის წევრებს რომ არ გაეგონათ მისი მოსვლის შესახებ. 
- „ჩემი საძინებელი ოთახი სასადილო ოთახით არის გამოყოფილი სხვა საძინებელი ოთახებიდან, და ოჯახის წევრებს არაფერი არ ესმოდათ. ერთმანეთთან შეხვედრისთვის ჩვენ ხშირად ვსარგებლობდით ამ მეთოდით.
- „მოდიოდა რა ჩემს ოთხაში, მე და ნოდარი ერთმანეთს ვეალარსებოდით. ხშირად გვქონდა სექსი. მაგრამ სექსი არ ყოფილა ჩვენი შეხვედრების სავალდებულო და აუცილებელი ატრიბუტი. ნოდარი ამ სამწუხარო დღეს, ჩვენს ეზოში შემოვიდა. ის ჩემს ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ იმ დღეს ფანჯარა „ზაშიოლკით“ (ჩასაკეტით) მქონდა ჩაკეტილი. მან ვერ შეძლო ჩემი ოთახის ფანჯრის გაღება. გადაწყვიტა სახლში შემოსვლა კარების საშუალებით. ჩვეულებისამებრ, კარები გასაღებით არ იკეტებოდა.  მან კარების ზღურბლზე ფეხსაცმელები გაიხადა, და გეხსაცმელგახდილი, წინდების ამარა შემოვიდა ჩვენი სახლის დერეფანში.
- „ჩემმა ძმამ, გაიგონა რა სიარულის ხმა დერეფანში, დაიძახა „ვინ არის მანდ“, და გამოვიდა თავისი ოთახიდან. ნოდარი დერეფნიდან ჩვენი სახლის ეზოში გავარდა, ფეხსაცმელის აღებისთვის დრო აღარ ჰქონდა. ჩემმა ძმამ მაშინვე აღმოაჩინა სხვისი ფეხსაცმელი სახლის კარის ზღურბლზე, და სახლში შემოიტანა. ჩემი ახლობლები მიხვდნენ, რომ ეს ფეხსაცმელები ნოდარს ეკუთვნოდა.
- „ყვირილი დაიწყეს.  ეს როგორ, მეზობელი ცდილობდა ჩვენს გაძარცვას. ჩვენ მას ამას არ ვაპატიებთ. მე არაფერი მითქვამს. მიუხედავად იმისა, რომ თვითომვრც ამოვიცანი ნოდარის ფეხსაცმელი. აი ასე, მოქალაქე გამომძიებელო,  ჩვენს სახლში არანაირი ქურდობის მცდელობა არ ყოფილა. ნოდარი ღამით ჩემთან მოვიდა. მაგრამ ამ დღეს მე ფანჯარა „ზაშიოლკაზე“ (ჩასაკეტით) მქონდა დაკეტილი“.


ნარგიზმა ყველაფერი გულღიად მოყვა. ჩანდა,  რომ იგი გულწრფელი იყო. არანაირი საფუძველი არ არსებობდა მის ჩვენებებში ეჭვის შესატანად.

ალიოშამ მიიღო გადაწყვეტილება ნოდარის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ.  შემდეგ კი საქმე შეწყვეტილი იქნა დანაშაულის ფაქტის არარსებობის  გამო.




კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
26.06.2020


...............

მოთხრობის რუსულენოვანი ვარიანტი გამოქვეყნებულია 06.03.2020 წელს ვებ-გვერდზე
https://proza.ru/2020/03/06/1406

© Copyright: Кахабер Родинадзе Адвокат Батуми, 2020
Свидетельство о публикации №220030601406

......................................................................................................................................................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს