ნაწარმოებები



ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2020


მე -უდაბნო

დიახ, მკვლელი ვარ,
თვითმკვლელი უფრო,
აღარც კი მახსოვს როდის ვიყავ ბოლოს ცოცხალი.
მაშინ, როდესაც ცხელ კეცებში მზეებს ვაცხობდი,
თუ როცა სულში ყვაოდა და  მკბენდა მოცხარი?!
რაც იყო, იყო,
გადაურჩა ეს დარი იმ დარს,
ახლა ზეფირმა გამოგზავნა ცხელი მისტრალი,
მან ჩემს თვალებზე,
ჩემს ნეკნებზე, გადაიარა,-
თვალახვეული წოლა ვისწავლე.
მე გამომშრალი, უნაყოფო, ვინმე უდაბნო,
ვძერწავ ოაზისს,
              ვწერ ოაზისს
                            ვრწყავ ოაზისებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს