ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2020


ლოცვა

გ.ლ-ს
ხ.ყ-ს

შენი სიტყვა მაწონივით უნდა შედედდეს,
დაე შედედდეს სისხლიც ფელამუშივით მანამ,
სანამ ნუშები დაიყრება ბალახის მკერდზე,
მანამ იქნებ ვინმეც გამოჩნდეს.
ვინც დაგინახავს გამეტებულს ალკო ჭურვებით,
ვისაც მისწვდება თხოვნის ასლი - როგორმე მიხსენ,
შესთხოვე ქალაქს გაიფხოროს შენსავით ერთხელ
და ცხელ კეფაზე ნუგეშივით მოგდოს სიგრილე.
ვინც შეისმინოს დაბეგვილი გულით კარნახი,
ლუდის არქონით გაფითრებულ სახის კიდედან,
მას შეუსრულე ყველა ნატვრა ბახუსის კაცო.
მას შეუბერე გრილი სული ბახუსის კაცო,
მას გადაუვსე ყველა ჭიქა ბახუსის კაცო,
მას დაუსველე გულისპირი ბახუსის კაცო
და ჩემთან ერთად აგე პასუხი,
იმაზე რამაც შემიბოჭა ახლა ხელ-ფესი,
მხსნელად იმათი თანადგომა გამომატანა,
ვინც არაერთხელ გაიზმორა, წამოდგა ფეხზე
და დელფინები გათეთრებულ სიზმარს გასტაცა,
გადასარჩენად ნაპირზე რომ გამოვერიყე.
ისევ გავცოცხლდი.
აბა შენ იცი ბახუსის კაცო, არ მიატოვო მათი სანგარი,
ვინც ამ ბრძოლაში ჩემი მარტო გაშვება იუკადრისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს