ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2020


საბრალონი

ფიქრებს ვეკიდებით ეფრემ, ოდნავ ცრემლიან
კედლებთან რომ არიან დიალოგებად
გადაჯაჭვულნი,
მე ამ დროს ხავსებს ვაბანავებ ოდნავ ლელიან
უკიდეგანო ცას მივაღწიე კლდეზე ასული...
    მანდ ავიწყდებათ წარსული...
    მანდ ბრუნავს დედამიწა
ციფერბლატზე გაღმა გასული...
    მანდ აგონდებათ ცეცხლზე დამწვარი ასულ-ავსული...
    მანდ დაშალთულან პოეტები, კალაგასმული...
......................................................................
ჩვენ კი ვიაროთ ამ ნოტაციით ეფრემ ძმობილო,
მომავლის ჩრდილებს წავუღიღინოთ ბინდთა სიმღერა,
ვიმედოვნოთ რომ გაიზრდებიან მოპირმგელკბილო,
ჩვენ ახლაც გვეყოს ბედუკუღმა გამთბარი კერა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები