ნაწარმოებები



ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2020


* * *

ჰორიზონტზე ჩანს შავი ღრუბელი,
სხეული უმძიმს ღამის ნამრუშალს,
და ჩემს ფიქრს როგორც მერანს უბელოს,
ოთხი კედელი კვლავ ეხამუშა.

გეძებ, გეძახი, ვერ გაგებინებ,
ქარს დავემსგავსე ჩახლეჩილ ხმიანს,
მოლოდინისგან დანისლულ მინებს,
ჩემი თვალების სენი შეჰყრია.

ფიქრებში ნაპოვნ ორიოდ მარჩილს,
ქაღალდს ვაბარებ არევ-დარევით,
მე ისევ ის ვარ, წარსულში დავრჩი,
დავიწყებული კალენდარივით.

ჩვენი ერთობის მოგონებები,
კედელს შერჩენილ წარწერებს ჰგვანან,
გზას გაჰყურებენ მიმქრალ ვნებებით,
წვიმა როდემდე დაინდობს განა...

ვარ მოწყენილი როგორც ის სახლი,
რომ გაიმეტეს დასამუნჯებლად,
ღრუბელს ცის ქიმზე წანწალით დაღლილს,
მიწაზე გული ამოუჯდება.

დანტე დარდიანი    04/05/2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს