ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ივლისი, 2020


***

იქ სადაც მზეა, ჰორიზონტებზე ბარხანისფერი აკორდები ქარიშხლებს გაშლის. შენი თითები დაეწნება ისე მირაჟებს, აცახცახებულ სულში როგორც სევდა სინაზეს. კმარა პიანო, მოდერატოს აუდგით ენა რომ სისხლის დენამ შეიდედოს შენი ნასუნთქი - მსუყე და მქისე. დამიხშე სმენა როგორც კი მყისვე გამაოგნებს შენი ალები, როგორც თვალები ნისლეულების, იმ სნეულების მომედება მწველი ხუნდები და დაბრუნდები, მოხვალ ჩემთვის, როგორც კესანე და არასოდეს არ გახუნდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს