ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: იუმორისტული
1 ივლისი, 2020


კვიცი გვარზე ხტის

ცნობილი ანეგდოტია: მასწავლებელი კარგა ხანია ცდილობს ერთ-ერთი მოსწავლის მეურვე ან მშობელთან შეხვედრას და აი, ჰოი საოცრებავ, ბაზარში ხვდება ეს მოსწავლე და მისი მამა. გახარებული მასწავლებელი მიდის მშობელთან და მიმართავს: გამარჯობა, თქვენ ჩემი ბავშვის მშობელი ხართ.... ამ დროს კაცი ისტერიულად უარყოფს: არა, ქალბატონო, გეშლებათ, მე პირველად გხედავთ, როგორ გეკადრებათო?!
ეს ანეგდოტი კი არა , ნამდვილი ამბავია და სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლის მშობელთან შეემთხვა ერთ-ერთ ახალ დამრიგებელს.
ეს მშობელი კი დიდი კოლორიტი ვინმეა. მიუხედვად იმისა რომ იმერელია, საერთოდ არაა ენამოსწრებული, სხარტად მოაზროვნე ან კვიმატი.
ეს კაცი პირველივე დღიდან დაგვამახსოვრდა: დამრიგებელმა აუხსნა რომ ჩვენს სკოლაში თმამოუწესრიგებელი  სიარული აკრძალულიაო. გავიდა ერთი კვირა და მოსწავლე კვლავ თმაგრძელი და გაბურძგნული დადის. ერთ დილასაც ჩაუსაფრდა დამრიგებელი მშობელს, რომელიც, ბავშვი სკოლის ჭიშკარში შემოშვებული არ ჰყავდა რომ უკან მიძუნძულებდა. გაიგონა დამრიგებელის შორიდან გამოკიდებული ხმა და ნება იბოძა შეჩერდა. დამრიგებელმა როგორც იქნა ამოისუნთქა და ამოილუღლუღა: ხომ გთხოვეთ რომ სკოლაში მოწესრიგებული თმებით უნდა იაროთთქო. ამ დროს კაცს სახე გაუნათდა, მოიხადა ქუდი და აგერ მერეო-პატივცემულო მასწავლებელო შევიკრიჭე თმებიო.:) რათქმა უნდა დამრიგებელი ჯერ გაოცდა, მაგრამ სკოლაში რომ დაბრუნდა სიცილი გადმოსდო ყველას.
ახლა, დადგა დრო წლიური ნიშნების, დახასიათებების და ...
მოდის ეს მშობელი და ქართული ენის პედაგოგს ეკითხება , თუ როგორია მისი შვილის მოსწრება. პედაგოგი პასუხობს, დამაკმაყოფილებლად ძლევს, თუმცა უჭირს თანხმოვნების წარმოთქმა. რომ უნდა თქვას : თ, მ, შ, ს.... ამბობს: თუ, მუ, შუ, სუ..."-ს საჭიროა კიდე მუშაობა.... და ა.შ.
ამ დროს ამ კაცს მოჰყავს თავის შვილი და ეუბნება: ბიჭო, რა ვერ ისწავლე კითხვა?! მიდი წაიკითხე ახლა: თუუუუ, მუუუუ, შუუუუ.....
დედა ნახე, მამა ნახე და შვილი ისე გამონახეო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები