ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 ივლისი, 2020


მინიმალიზმის საზღვრები ლექსში

ნინო დარბაისელი

მინიმალიზმის საზღვრები ლექსში
- - - - -

  ადრე, ძალიან ადრე,  ბავშვობაში ვწერდი ლექსებს, ახლა მინიმალისტურ პოეზიას რომ უწოდებენ.
იმ ლექსებიდან ყველაზე მეტად ეს გახმაურდა:

სიკვდილი
- - - - - - --
         

ზეცის
მეცხრე
აივნიდან
მშობელი
გვიხმობს:
_ გეყოთ
თამაში,
ძილის დროა,
ამოდით
მაღლა!

        ესეც  მაშინდელია. გამოქვეყნებულიც იყო, მაგრამ სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ.

ჩაშლილი პაემანი
- - - - - -- - - -- -

გულის დამასთან
ეჩქარებოდა
აგურის ვალეტს,
მაგრამ ექვსიანს
ზედ დაეცა
პიკის ...საათი.

      ეს -  გაცილებით გვიანდელია,  1982 წელს დაიწერა, როცა  თეო  შემეძინა:

გათხოვლილი ქალის ლექსი
- - - - - - - - - - -- - - - - -

დედი,
დედამთილო,
დაგნებდით!
ჩვილის პერანგი -
- ჩემი თეთრი ალამი.

      ჩემი ბოლო,  ,,სიტყვებიანი"  მინიმალისტური  ლექსი კი  კონცეპტუალურადაც მინიმალისტური იყო, გრაფიკულადაც. ეს იყო თავისებური პოეტური  ,,რედი მეიდიც".
  ოთხი უმოკლესი სიტყვისგან შედგებოდა და საიდანაც არ უნდა წაგეკითხათ, ერთი და იგივე გამოდიოდა - გინდა თავიდან, გინდა ბოლოდან, გინდა შუიდან და დედაენიდან გაღწევის შეუძლებლობაზე ,,მოთქვამდა":

ჩაკეტილი დედაწრე!
- - - - - - - - - - --

აი ია
ია აი

      ეს უკვე ნიშნავდა, რომ ჩიხს მივადექი.
    ...თუმცა წინ კიდევ ერთი, მოკლე ნაბიჯი მელოდა.
      ეს ჩემი უძველესი პოეტური ექსპერიმენტიც, სათაურით    ,,ბოლო"  ამასთან იყოს, იმის საილუსტრაციოდ, თუ რა უკიდურესობამდე მივიდა ჩემში კრიზისი ლექსში ,,ზედმეტ"  სიტყვებთან ბრძოლისა.

ბოლო
- - - - -

-...!
-...?

...?!
...!

1982

    ამას მოჰყვა რამდენიმეწლიანი სრული პაუზა, ვიდრე ახლიდან შევბედავდი სიტყვებით დანაღმულ პოეზიის ველში.
      მადლობა სიტყვებს, რომ მიმიღეს და ჩემზე შური აღარ იძიეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები