ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2020


"იმის კაცები"...

არ დაილია ამ ქვეყნად, "იმის და ამის" კაცები...
თუმცა, ჩამოფქვა წისქვილმა,"წვრილთვალა" დარჩა საცერი...
ვერ წავაკითხე,(ისურვა?)თეთრზედ შავ მელნით ნაწერი...
ვერ გაძღა,მუცლის გვრემა აქვს...მადლის და ცოდვის "აღმწერი"...
რომ კითხო,-მოეკითხება! ბედი,იღბალი მოკვდავის!
გეტყვის:-ცოდვისგან ვიწვები! დაწყევლილ იყოს "მბორკავი"...
სულში კი ვეღარ ეტევა,-ცრემლი და დარდი მბორგავი!
მართლის თქმის პრინციპისათვის? თუ მტყუანი ვარ მომკალით...
ქვეყანამ იცის,პირველი,რომელი ხდება გემიდან!
ვინც ძუძუს წოვდა მარჩენალს...ისღა უმუხთლებს,ჰერიდა!
სკუპ და თბილ ბუჯერ- ნაცვალი,-მარილს დააყრის იარებს,
იტყვის,-ბედშავმა! რა ტანჯვა,რა ცეცხლი გამოვიარე...
"იმის კაცობას" ახსენებ? "ამის კაცობას" წასძახებ?
ახლა,ახალი პატრონი,ლაგამად გიქცევს არტახებს...
-ვინ მიგდიხარო? დაგჩხავლებს..შენიც მე ვარო ბატონი!
თუნდაც მშიერი მომკვდარხარ,ან და მოგსტ...ია პატრონი!
მგონი მოდაა,ხშირ-ხშირად დედის "მკითხველის"გამოცვლა...
არ სჭირვებია გუებას,თავზედ "რეზინის" წამოცმა!
მთავარი არი,-"იმ კაცთან".ახუთიანო გამოცდა...
თან დროზედ უნდა გათვალო,დროზედ! მისვლა და წამოსვლა...
ვერ შევძელ რიგში ჩადგომა,მიშვერა ერთი ალაგის...
ვერ შევძელ,მეთქი, "საზამთროდ" მეც რომ მქონოდა მარაგი-
საფქვავად...ეგებ მსხვილთვალა, დამირჩებოდა საცერი...
რომ მწყალობელად მქცეოდა მართალი კაცის დამქცევი...
თუმცა,ვამაყობ,ბედშავი!რომ არც მიწის ვარ,არც ცისა!
ვერ შეძლო გარემოებამ გადავექციე "ნარცისად"...
მივალ,მივყვები შარაგზას,სისხლნაზავ ოფლით გათელილს!
ჩემი კაცობით მინთია,საკმეველი და სანთელი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები