ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
6 ივლისი, 2020


ლილიტი -2

„გამარჯობა, მეგობარო სიბნელე!
მოვედი რომ ვიბაასოთ ბევრი.
ვიბაასოთ, მოდი გათენებამდე,
მოდი ჩემთან შემომხვიე ხელი!

ხედავ, როგორ კივის ჩემში ხედვები?
შენს მიერ დათესილი ნერგი...
მოდი ჩემთან დიდთვალება სიბნელე,
მესაუბრე სიჩუმეში ბევრი!

ვისაუბროთ სიტყვებს მიღმა, გარეშე,
სიჩუმეა უკვე ბევრის მთქმელი,
დამენახე და შემეხე სიბნელე!
მოვედი რომ ვიბაასოთ ბევრი!

სახლში  შევსულვარ და ლილის დივანზე დავმჯდარვარ -  ამ  სიმღერას ვმღეროდი, როცა გონზე მოვეგე. საოცარია, ოთახი ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც 20 წლის უკან. ცოტა მტვერი დადებია ნივთებს, თორემ ისევ ისეთი წესრიგია, როგორც პირველად რომ ვნახე მაშინ.
ვზივარ დივანზე და პირველად მოგონებებს ვიხსენებ.
ეს გოგონა დახუჭული თვალებით...
მივედი ამ ფოტოსთან, რომელიც ლამაზ ჩარჩოში მოეთავსებინა ლილის და როცა ხელში აღება ვცადე, უცნაურად გამისრიალდა ხელიდან -ხელები გაოფლიანებული მქონდა ნერვიულობისგან, და დავარდა იატაკზე. არაფერი გატეხილა ამ სახლში ამდენი წელი და ძალიან არ მინდოდა ახლა მე გამტეხოდა რამე. ვიცი, ლილი არაფერს მეტყოდა, მაგრამ იმდენად მიყვარდა ეს ბინა თავისი თითოეული დეტალით, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო. ინსტინქტურად თვალები დავხუჭე და მინდოდა რომ გავახელდი, ეს ჩარჩო ისევ მთელი და უვნებელი ყოფილიყო. ჯერ ცალი თვალი გავახილე და დავხედე იატაკზე დაგდებულ ნივთს. მომეჩვენა რომ ფორმა შეეცვალა და გული მომეწურა. მეორე თვალიც რომ გავახილე დიდი ძალისხმევის შემდეგ, დავინახე რომ ჩარჩოს უკანა სამაგრი მოსძრობოდა. დავიხარე და შუშა შევამოწმე, როცა იატაკზე პატარა, ძალიან ძველი გასაღები დავინახე. სწრაფად ავიღე და ჩარჩო და სურათი სულ გადამავიწყდა. ხელის გულზე დადებულს კარგა ხანი ვუყურებდი და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა.
-ოხ, ლილი, ლილი! დამეხმარე! დაეხმარე შენს თავს! დამეხმარე! ნუ დამტოვებ უშენოდ!---ვბუტბუტებდი ჩემთვის. გასაღები შარვლის წინა ჯიბეში ჩავიგდე და ფოტოს ჩარჩო გავასწორე, უკანა სამაგრი დავუმაგრე და ისევ თავის ადგილას დავდგი. უეცრად შევკრთი და ცივმა ოფლმა დამასხა. ფოტოს უკან ხომ რაღაც წარწერა იყო?! ისევ ავიღე ჩარჩო და ვკითხულობ : წლინახევრის ლილითი. იმ წუთას განა რაიმე აზრის მაგვარი გაჩნდა ჩემს გონებაში?! არა, უბრალოდ ვიგრძენი რაღაც ძალიან უცნაური: გული თითქოს ვიღაცამ ცივ ხელისგულებში მოიქციაო-გაჩერდა წამით და ...
„გამარჯობა მეგობარო სიბნელე
მოვედი რომ ვიბაასოთ გათენებამდე
ხედავ როგორ კივის ჩემში ხედვები?
შენი დათესილის ნაყოფი...
მესაუბრე სიჩუმე!
დამენახე სიბნელე!
შემეხე !
იატაკზე ჩამოვჯექი. ზურგი პიანინოს ფეხს მივაყუდე  და წამით გამიარა თავში ამბებმა, რომელსაც ჩემი პირველი სიყვარული ერქვა. ეს სიმღერა  ლილიმ მაშინ მასწავლა.
***
მეცხრე კლასში ჩემს კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა სხვა უბნიდან. სიმპატიურს ვერ დავარქმევ ახლა, ამ გადმოსახედიდან , თუმცა მაშინ მთელს სამყაროში ყველაზე უფრო მიმზიდველი და მომხიბვლელი მეგონა. ოდნავ მოშვებული თმა ჰქონდა, რომელიც თვალებში ეფინებოდა და მის მწვანე თვალებს იდუმალებას მატებდა. მაღალი იყო, ასაკისთვის და ოდნავ დაბლადახრილი თავით დადიოდა-ერთი შეხედვით თავმდაბალი გეგონებოდა.
პირველივე დღიდან, როცა მასწავლებელმა ის კლასთან წარსადგენად გამოიყვანა დაფასთან, გულში ჩამივარდა. ყოველი დილა მასზე ფიქრით იწყებოდა და არ სრულდებოდა. უბედური ვიყავი მაშინ, თუ ის სკოლაში არ იყო და ეს არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა. არ ვიცი, შემამჩნია თუ არა, პირდაღებული რომ მივჩერებოდი ხოლმე დასვენებებზე ან გაკვეთილის მოსაყოლად დაფასთან გამოძახებულს, მაგრამ ერთ დღესაც ჩემს თანაკლასელ გოგონას, რომელთანაც მეერხს ვინაწილებდი,  წინასწარ მოლაპარაკებია და მე დამიჯდა მერხზე, სანამ ისტორიის გაკვეთილი დაგვეწყებოდა.
ისტორია ისედაც არ მიყვარდა, მაგრამ მისი გვერდით დაჯდომის ისე შემრცხვა და ისე დავიძაბე, რომ ერთი სული მქონდა გაკვეთილი როდის გამოვიდოდა , ზარი როდის დაირეკებოდა რომ გავვარდნილიყავი საკლასო ოთახიდან. აწი აქ ვიჯდები შენთან, თუ წინააღმდეგი არ ხარო-ასე მითხრა. იმ დღის მერე ძალიან კეთილად მექცეოდა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო-შემამჩნია და მომიჯდა გვერდით. ძალიან სასაცილოები ვიყავით როცა დერეფანში ერთად მივდიოდით-ის მაღალი, მხარბეჭიანი, მე კიდე დაბალი და მოცუცქნული. არ უთქვამს მიყვარხარო, მაგრამ მაგის გარდა ყველაფერი მითხრა: მავსებდა ქათინაურებით, ჩანთას მიტარებდა , მიყვებოდა თავის საიდუმლოებებს, დავყავდი მეგობრებთან დაბადების დღეებზე-უჩემოდ არსად ადგამდა ფეხს. მეც მეტი რა მინდოდა?! გადავედით მეათე კლასში, დავემშვიდობეთ ერთმანეთს სექტემბრამდე, რადგან მე ყოველთვის მამაჩემის დედასთან მივდიოდი ბახმაროში, ჩემი სუსტი იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
დაიწყო ახალი სასწავლო წელი და გულს გააქვს ერთი ბაგა-ბუგი. ასე მეგონა ყელში ამომივარდება და უკან რა დააბრუნებსო. მივედი და შორიდან დავინახე ძმა0-ბიჭებში როგორ ლაზღანდარაობდა. ჩავუარე და ცოტა მოშორებით დავდექი. შორიდან მივესალმე, როგორც კი ჩემსკენ გამოიხედა. მანაც ამიწია ხელი და ... ეგ იყო და ეგ. ხელი ამიწია-„ზდაროვა ბრატ“-ო თუ რაღაც მაგდაგვარი მომაძახა.
უბრალო მეგობრობაც კი აღარ გაუგრძელებია ჩემთან, არადა მე საწყალი მეტს ხომ არაფერს ვითხოვდი.
იმ დღესვე შემამჩნია ლილიმ გულმოკლულობა. მომაყოლა ყველაფერი და ეს სიმღერა მასწავლა. შენ ძლიერი ქალი ხარ ბააია, მამაკაებს ნუ მისცემ იმის უფლებას შენით მანიპულირება მოახდინონ ან ითამაშონო! თითქოს სიტყვებით ადვილია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში საქმეში უფრო ადვილი გამოდგა. დავივიწყე ის ბიჭი და მთელი მამაკაცური მოდგმა-მას მერე არავის გავპრანჭვივარ.
ჩემი ქმარი პაატა პირველ კურსზე გავიცანი-ხან პრაქტიკულებს გვიტარებდა პედაგოგიკის ინსტიტუტში და ხან ლექციებს. პირველივე დღიდან ვიგრძენი განსაკუთრებული მზრუნველობა. თურმე, რომ არ ვიპრანჭებოდი სხვა გოგონებივით, მაგან მოხიბლა -ამაში გვიან გამომიტყდა. პედაგოგოიური ინსტიტუტი ისე დავამთავრე, ზედმეტი არაფერი უკადრებია: დავყავდით ლაშქრობებზე, გვამართვინებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, დავყავდით რაიონის სკოლებშიც... მოკლედ, ბევრს გვიკეთებდა და მეგონა რომ საუკეთესო ლექტორი იყო. მერე გავიგე რომ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის აკეთებდა. დიპლომის დაცვის შემდეგ, პატარა ქალაქურ ბანკეტზე გამომიტყდა სიყვარულში. იმხელა მოწიწება და რიდი მქონდა მისი რომ გული ამიჩუყდა მის სიწრფელეზე და მაგრად, ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
პაატა 1,77 სმ სიმაღლისაა და მე მკერდამდეც ვერ ვწვდები, მაგრამ მას ასეთი მოვწონვარ, ასეთი ვუყვარვარ.
......................
სნ სნ სნ
სნვი
სნსვი
სმნგლოფი .....
თვალი რომ გავახილე უკვე ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმოდა.
ნეტა როგორ ჩამეძინა?! ნუთუ ასეთი დაღლილი ვიყავი?! მგონი მართლა ძალიან ვინერვიულე!
სასწრაფოდ წამოვდექი, გამახსენდა პატარა გასაღები, რომელიც მოვისინჯე ჯიბეში და კვლავ იქ მედო და სასწრაფოდ გამოვედი ბინიდან. სამივე ურდული გადავკეტე და მოვტრიალდი, კარს მივეყრდენი და ასე ვიყავი თვალდახუჭული კარგა ხანი.
სკოლაში უნდა გავიქცე. წყლის გადავლებას მოვასწრებ მგონი - ასე ვესაუბრებოდი საკუთარ თავს.
სახლში რომ შევედი, პაატა უკვე შავ ჩაის მიირთმევდა. აღარ იყო საჭირო რაიმეს ახსნას, მაგრამ მისმა ტონმა მაიძულა თავი დამეცვა.
- მადლობა ღმერთს რომ მობრძანდი!
- ოი პაატა, ლილისთან ვიყავი სახლში და ჩამეძინა, ისე გავითიშე...
- ლილისთან რაღა ჯანდაბა გინდა?! მას ყავს ადვოკატები. ახლა ციხიდანაც აღარ უნდა მოგასვენოს?!
- მას არაფერი უთხოვია პაატა, არაფერი, მაგრამ ასე ვერ მივატოვებ, ასეთ წუთებში სჭირდება მას ჩემი დახმარება!
- კი მარა, ხომ გითხრა, არ გინდა , არაფერი გააკეთოვო-შენ გეხალისება?!
- ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, არ დაგავიწყდეს!
- ამხელა ბებრუხუნა ქალი და ბავშვობის მეგობარიო-ნუ გამაცინებ ბაია ახლა თუ ქალი ხარ!
- ლილი ხომ მხოლოდ 4 წლითაა შენზე უფროსი?! პაატა, ვეღარ გცნობ შენს თავს ვფიცავარ!
- ბავშვი რომ გვყავდეს , მას დაიფიცებდი-მაგრამ სად გცალია შენ ბავშვზე საფიქრალად!
- კარგი, პაატა, ახლა ნამდვილად არ ვარ იმის განწყობაზე კიდევ უარესად გავიფუჭო ხასიათი. მოდი შევწყვიტოთ-შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის ვიქნები!
- ოხ, თქვა ახლა ამანაც, მოდი სამუდამოდ გავაკეთოთ მასე: შენ შენთვის და მე კიდე ჩემთვის. მაინც ხომ ასე გინდა შენ?  გგონია სხვა კაცთან შანსი გაქვს დაორსულების?
ამ დროს ამასხა და ერთი კარგი სილა გავაწანი. გაბრაზებული გამოვვარდი აბაზანაში და ჩავიკეტე.
სიბრაზისაგან, წყენისგან თუ არ ვიცი რისგან, ტირილი ამიტყდა, ისტერიული ტირილი, ჩასუნთქვას რომ ვეღარ ვახერხებდი, აი ისეთი.
აბაზანიდან გამოსულს, კართან დამხვდა ატუზული, მომეხვია და მაპატიეო მთხოვა.
მე გავჩუმდი.
არ ვაპატიე.
ვერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები