ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 ივლისი, 2020


Марина Цветаева - Цыганская страсть разлуки!..

მარინა ცვეტაევა - გაყრის ბოშური ჟინი...

გაყრის ბოშური ჟინი - შემხვედრის
მოყირჭება და... ჰაიდა! მიქრი!
თავი მკლავებში ჩავრგე, შევცქერი
კუნაპეტ ღამეს აღსავსე ფიქრით:

ვერვინ მიმხვდარა ბოლომდე იმას
ამ მიმოწერის ჩხრეკით და ნახვით -
რა მზაკვარნი ვართ ერთურთის მიმართ
და რა ერთგულნი - საკუთარ თავის.

9 ივლისი, 2020 წ.



Марина Цветаева - Цыганская страсть разлуки!..

Цыганская страсть разлуки!
Чуть встретишь — уж рвёшься прочь!
Я лоб уронила в руки
И думаю, глядя в ночь:

Никто, в наших письмах роясь,
Не понял до глубины,
Как мы вероломны, то есть —
Как сами себе верны.

1915

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს