ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2009


ხიდი მდინარეზე

სიჩუმის ეტაპი გავიარე,
რითმები თითებზე მასევია,
ტკივილი მოაწვა ნაიარევს,
ფიქრები დაქრიან რაშებივით.

ხიდი მდინარეზე მიბარბაცებს,
ღრუბელი სხეულში ცას გასჩრია,
სიკვდილი კედელზე მივანარცხე,
ვზივარ და მოვგავარ განგაშიან

ბავშვს, დაუოკებელ ხასიათით,
წამები ხელიდან გამირბიან,
ხის ტოტებს თვალებით ვაქიაქებ,
გარეთაც ამ ლექსის ამინდია

დღეს და ვერ ვაჩერებ ჰორიზონტზე
მარტივით გაჭიმულ აპათიებს,
სულში დედამიწა მოვიზომე,
გაგიკვირდებათ და, დავატიე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები