ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2020


კლანჭი მოიგავო

ნინო დარბაისელი

კლანჭი
(მოიგავო)
- - -

რა სალმიანი ბიჭი იყო, რა დაემართა,
რატომ მოაკლდა ისიც ამქარს პირმომღიმართა?
წამავლო ხელი, გამარიდა მხიარულ კრებას
და რაღაც მითხრა, უცნაურად რომ მეფიქრება:

-ჩემგან იცოდე, სიბრძნეს გეტყვი მუდამ საჭიროს,
მიწაზე იდექ, ცალი თვალი ცისკენ გეჭიროს!

ერიდე ხიფათს, არ ეხარბო არც ცხელს და არც ცივს,
არ ენდო არც ვის და მეტადრე, ერიდე არწივს!

არწივის ფრთისქვეშ თუკი ერთხელ შეიყუჟები,
აღარ აგცდება მარწუხები თუ მარყუჟები!

და მაღლა-მაღლა თუ მიიწევ, ღრუბლებს ასცდები,
ჩემგან იცოდე, ძალიანაც ნუ აღტაცდები.

ნუ იამაყებ მწვერვალების თავზე გადავლით,
რაც მიწას ასცდი, არწივისა
შენ ხარ ნადავლი!

ბედნიერების ეიფორია ტკივილს აყუჩებს,
სისხლიც გდიოდეს, არ გეგონოს, დაიკვნეტ ტუჩებს.

არ გეწვის ბეჭი, არ გიფეთქავს  დაჭრილი კანჭი,
ვერ გრძნობ ვერაფერს, თუმც გასვია კაუჭა კლანჭი.
და მიწიდანაც აღარ მოსჩანს რადგან  კლანჭები,
დასცქერი  ღიმით კაცთა მოდგმას და იპრანჭები...

არწივის, ძერას, მტაცებლური, ძველი წესია,
ზეაგიტაცოს. მისთვის ასე უკეთესია,
რომ სიმაღლიდან მსხვერპლი მიწაზე გადმოგანარცხოს
შერჩეულ ადგილს, თავისთვის მარჯვეს, შენთვის  - სამარცხოს,
კარგად დაბეჟილს  ამოგაჭამოს სამეფო წილი,
დე, ნარჩენ მძორზე წვრილფეხობამ მართოს ქორწილი!

მითხრა, მიბრუნდა, გამეცალა ფრთამოტეხილად.
რა დამართია, მსხმოიარედ ვცნობდი ხეხილად,
ბედო,  ან თავზე დაატეხე ნეტა მეხი რად,
ან არ მეხილა, ყელში ბურთი რად გამეხირა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები