ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2020


კვლავ გაზაფხული უშენოდ მოვა

გაზაფხულის წვიმასავით
ლამაზია შენი თმები,
რაც წახვედი იმის მერე,
ო რა ძლიერ მენატრები.
არ მქონია არასოდეს,
ასე მწარე მე დარდები,
რომ ვერ გხედავ, ვერც გეხები,
განვიცდი და მედარდები.
შენი თმების სურნელება,
შენი კოცნა შევიყვარე,
ახლა ვფიქრობ ასე ძლიერ,
მე შენ როგორ შეგიყვარე.
რომ გხედავდი ანათებდი,
ვით ბნელ ცაზე თეთრი მთვარე,
ისე გაქრი და წახვედი,
სამამდეც ვერ დავითვალე.
მე შენს გამო სიყვარულთან,
დარცხვენილი ბოდიშს ვიხდი,
რომ გაზაფხულს ათას ფერში,
კვლავ უშენოდ გადავიხდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები