ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2020


გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას


რას ვიფიქრებდი თუ ეს ბოლო იყო ზაფხული,
ჩემი სიცოცხლის დასასრული ბედი მზაკვრული,
როცა ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებდი ახლა,
ჩემ ბედისწერის განაჩენი ივნისში ახდა.
მწარე სიკვდილმა მე სიცოცხლე არ დამადროვა,
ცხრამეტი წელი სიცოცხლისთვის განა რა დროა?!
მათმა იციან როგორ მომკლეს, როგორ მაწამეს,
მაგრამ ლაჩრებმა ეს სიმართლე არ გააწამეს.
თქვენ ქართველებო, რომ განიცდით ვერ ვხედავ განა?!
ჩემი სიკვდილით დავამწუხრე, ჩვენი ქვეყანა.
მინდა ბოდიში მოვუხადო მე ჩემს მეგობრებს,
რომ მიგატოვეთ და წავედი თქვენგან მე შორეთს.
დედი რომ ტირი, ღამეების გადატანაც თეთრად გიხდება,
ვხედავ მაგ თვალებს ეგ ცრემლები სულ არ უხდება.
ბევრს ნუ იგლოვებთ ცოცხალია თქვენი “შაქარა”,
ისევ შევხვდებით მეგობრებო ოღონდ აქ არა.
ანგელოზები მიკვალავენ უფლისკენ სავალს,
მივდივარ სადაც გარდაცვლილნი განისვენებენ,
ვინც მე სიცოცხლე არ მაცალა და გამიმეტა,
დარჩენილ დროში არასოდეს დაისვენებენ.
თქვენ კი გახსოვდეთ, ვინც ვიყავი არ დამივიწყოთ,
მოდით საფლავთან უდროოთა ხსოვნის დალიეთ,
მხოლოდ იმას გთხოვთ სიცოცხლისა გზები სავალი,
ძმობა, ერთობით და სიკეთით ტკბილად გალიეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები