ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2020


სიყვარული და სიჩუმე

ვერთქმული სიჩუმით,გარინდულ ოცნებით,
თან უახლოვდები,თან უფრო შორდები.
ყოველი სიტყვის და იმ გრნობის სიმძაფრით
გგონია ხმამაღლა ყვირილით იძახი,
სიტყვას ხმა უწყდება,გული გეურჩება,
-უნდა რომ ამოთქვას (გონება უარობს)
როდესაც სიყვარულს ამ ძალით ატარებ,
ასეთი გრძნობები არასდროს უარყო.
თან ამბობ,თან ჩუმად,ისე რომ შენ გესმის
და თითქოს საკუთარ თავსაც ვერ აგონებ,
ხანდახან რომ ფიქრობ ადგილზე დუმდები,
რა გრძნობა ექნება მას ამის გამგონეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები